განხილვა:ვექსილაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ესეც ქსე–დან არის?--Zolokin განხილვაწვლილი 18:47, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

მე მოვალე არ ვარ, ყველა სტატიაზე ანგარიში გაბარო. ასე რომ, შენს სტატიებს მიხედე და ცოტა გამართე ქართულის მხრივ, ჩემებს მე მივხედავ.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:51, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

არცერთ სტატიაზე ექსკლუზივი არავის აქვს. ძალიან გთხოვთ, ამ ტონით ნუ საუბრობთ: "შენს სტატიებს მიხედე ", "ცოტა გამართე ქართულის მხრივ" ... მე თქვენთან არც შენობით და არც უხეშად საუბარი არ დამიწყია. თუ ჩემ მიერ შემოტანილ სტატიაში რაიმე შეცდომას ნახავთ ქართულის მხრივ, გაასწორეთ, არ მეწყინება, ან მიმითითეთ (არც ეს მეწყინება) და მე გავასწორებ.--Zolokin განხილვაწვლილი 19:02, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

თუ შეიძლება ამიხსენით, რატომ არ გინდათ იმ წყაროს მითითება, საიდანაც ეს ინფორმაცია აიღეთ?— Zolokin განხილვაწვლილი 19:09, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

დემაგოგობას მოეშვი და მიპასუხე: რატომ სხვა სტატიებში არ სვამ მაგ თარგებს? მაგრალითად ცენტურიონში? რაღა ჩემს სტატიებს ჩააცივდი? --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:12, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფის გარეშე. ცენტურიონზე სადაც დამისვით კითხვა, იქვე ვუპასუხე.— Zolokin განხილვაწვლილი 19:15, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

ეტყობა, ახალი ხარ და არ იცი, რომ როდესაც ვიკიპედიის უცხოენოვანი გვერდიდან ვიწერთ, ანუ ვთარგმნით, იქ არანაირი დამატებითი წყარო არ მიეთითება, გარდა იმისა, რაც ორიგინალში აქვს. მაგრამ ორიგინალის გარკვევა ვიკიპედიაში ხშირად შეუძლებელია. თუ ეს საკითხი გაინტერესებდა, შეგეძლო, ამ თარგების ჩაყრის გარეშეც გეკითხა და გიპასუხებდი. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:17, 24 ნოემბერი 2010 (UTC) პ.ს. დემაგოგობა შეურაცხყოფა არ არის, დემაგოგობა ისეთი საქციელია, როგორსაც ახლა შენ მიმართავ. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:17, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

არ ხართ მართალი, რაც დემაგოგიას შეეხება. სხვაენოვანი ვიკიპედიიდან თუ სემოდის სტატია იქაც შეიძლება მიეთითოს წყარო. გადამოწმებადობა ვიკიპედიის ერთ–ერთი მთავარი პრინციპია, ხოლო წყაროს მიუთიტებლად ინფორმაციის გადმოტანას პლაგიატი ჰქვია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:21, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

დიდი ხანია, ვიკიპედიაში ვარ, შეგიძლია ნახო როდის დავრეგისტრდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ვიკიპედია ერთი დიდი პლაგიატორია. უცხოურიდან როცა შემოგვაქვს, როგორ მივუთითოთ, რომ რუსილიდან ან ინგლისურიდან არის გადმოტანილი, ხომ ვერ მეტყვი?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:26, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

თქვენ თვითონვე თქვით, რომ ორიგინალში მითითებული წყაროების გადმოტანა უნდა მოხდეს, თუ იქაც არ არის წყარო მითითებული, ინტერნეტში დაიძებნება, ან სხვა ენოვანი ვიკიპედიიდან შეიძლება. ასევე სხვა ვიკიპედიებს აქვთ სპეციალური თარგი, რომლითაც მიეთითება, რომ ესა თუ ის სტატია გადმოტარგმნილია ინგლისური, რუსული და ა. შ. ვიკიპედიიდან. ვიკიპედია პლაგიატორია მაშინ, როდესაც წყაროს არ ვუთითებთ, მაგრამ წყაროს მითიტების შემტხვევაში პლაგიატს ადგილი არ აქვს და საავტორო უფლებებიც დაცულია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:33, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

აქ ისევ და ისევ საქმე კლასიკურ ახალბედასთან გვაქვს ;) ნუ მიწყენ, მაგრამ აგიხსნი: პლაგიატორობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ სხვისი მასალა გამოიყენო და წყარო არ მიუთითო, პლაგიატობა ზოგადად სხვისი მასალის გამოყენებაა მასზე უფლების შეძენის გარეშე. ანუ, ვიკიპედიაში ბევრიც რომ ვუთითოთ წყაროები, ეგ იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ გამოყენების უფლება გვაქვს. ასე რომ, წყაროს ვუთითებთ თუ არა, მაინც ვპლაგიატობთ. შეგიძლია ინტელექტუალური საკუთრების კანონთა კოდექსი გადაშალო და ნახო შესაბამისი ქვეთავი. მერწმუნე, სამოქალაქო სამართლის ენ ნაწილი ჩემი შექმნილი არ არის. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:39, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

სამწუხაროდ, არ შემიძლია დაგეთანხმოთ:
ვიკიციტატა
„პლაგიატი – ნებით თუ უნებლიედ, სხვისი იდეების საკუთარ იდეებად გამსაღებელია. ეს „იდეები“ შეიძლება იყოს ნაბეჭდი ან სიტყვიერი მასალა, დაწყებული მარტივი წინადადებებითა და დამთავრებული მთელი პარაგრაფებით; ამასთან, ეს შეიძლება იყოს სტატისტიკური მონაცემები, ლაბორატორიული შედეგები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. „სხვების“ ქვეშ მოიაზრება როგორც ნაშრომთა ავტორები, ჟურნალების კრიტიკოსები, ენციკლოპედიათა შემდგენელნი და სხვ., ისე ელექტრონული წყაროები.“

ან კიდევ უფრო ლაკონურად:

ვიკიციტატა
„პლაგიატი — პლაგიატ-ი [ლათ. plagiatus მოტაცებული] - ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.“

--Zolokin განხილვაწვლილი 19:45, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

არა ჩემო კარგო, როგორც კი ქართულ კანონმდებლობას გადახედავ, მოგიწევს დამეთანხმო: პლაგიატობა მხოლოდ სხვისი ნაწარმოების მითვისება არ არის, არამედ უნებართვოდ გამოყენებასაც ნიშნავს და კანონით ისჯება, რომ იცოდე. შეიძლება, წყარო მიუთითო, მაგრამ სად უთითებ იმ უფლებას, რომელიც ამა თუ იმ სტატიის, ნაწარმოების, სიმღერის, ფილმის და ა.შ. გამოყენების და გადმობეჭდვის უფლებას გაძლევს? --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:02, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

უბრალოდ კოპირება არ უნდა მოხდეს, ამა თუ იმ სტატიის, ნაწარმოების და ა. შ. "გადმობეჭდვა" არ უნდა მოხდეს. ვიკიპედიის წესების თანახმად საკუთარი სიტყვებით უნდა გადმოსცე სხვისი სტატიის, ნაწარმოწების შინაარსი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც წყაროს მითიტება აუცილებელია. კანონით რომ ისჯება პლაგიატობა ამაზე არავინ დავობს.--Zolokin განხილვაწვლილი 20:07, 24 ნოემბერი 2010 (UTC)
სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობა პლაგიატობაა და ამას საყოველთაო განათლების ეგიდით ვახდენთ. როცა სხვის ნაწარმოებს ვიყენებთ ისე, რომ იმ სხვას ან მის უფლებამონაცვლეს ჩვენთვის ამა თუ იმ მასალის გამოყენების უფლება არ მოუცია, ეს უკვე პლაგიტობაა და მაგრამ, ამაზე რატომღაც ყველანი თვალს ვხუჭავთ. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:18, 24 ნოემბერი 2010 (UTC)
საკამათოა, მაგრამ მოდით ამაზე აქ ნუღარ გავაგრძელებთ საუბარს. მგონი საბოლოოდ მაინც ერთ აზრამდე მივდივართ, გაუგებრობა მგონი მოხსნილია, ასე არ არის?--Zolokin განხილვაწვლილი 20:20, 24 ნოემბერი 2010 (UTC)
საკამათო რომც იყოს, ჩემსა და შენს შორის არ იქნებოდა, ეს კანონია ასეთია და იგი მე არ დამიწერია. კეთილი, ნუღარ განვაგრძობთ. ჩვენ ორივეს ვიკიპედიისთვის სიკეთე გვინდა და მთავარია, რომ უკვე შევთანხმდით რაღაცაზე და გაურკვეველიც არაფერია. იმედია, ვიკიპედიელების შეხვედრაც მოხდება და პირადად გაცნობის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება ურთიერთობაც და სამომავლოდ უფრო ერთ გუნდად ვიმოქმედებთ. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:27, 24 ნოემბერი 2010 (UTC)
იმედია, მადლობა.--Zolokin განხილვაწვლილი 20:30, 24 ნოემბერი 2010 (UTC)