განხილვა:ვახტანგ I გორგასალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ვახტანგ I)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენიშვნები[რედაქტირება]

ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ძალზე მწირია, არ წერია მისი ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობა, რომ მას იალბუზის გმირი შეარქვეს, არ წერია იქ ორი გოლიათი, ერთი ხაზარი, მეორე ოსი, რომ ერთი-ერთზე ბროძოლაში დაამარცხა, არ წერია მისი ინდოეთში ლაშქრობის დროს როგორ გამოიჩინა თავი.

ასეთი მწირი ინფორმაცია რაც თქვენ მოგვაწოდეთ არის შეურაწყოფა უდესი წმინდა ხელმწიფის ვახტანგ გორგასლის.

"გორგასალი" ნიშნავს ერიდეთ მგლისთავას და იგი იყო ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი და არა სასანიანები. თქვენი ცნობისთვის ფარნავაზიანთა დინასტია დაიწყო ფარნავაზ I-ით და დამთვრდა დაახლოებით VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის შვილიშვილის დროს, როდესაც იგი ბიზანტაში გადაიხვეწა.--Giorgy განხილვაწვლილი 18:52, 15 ივლისი 2010 (UTC)

Giorgy მართალია ერთ რამეში, რომ სტატია არის სქემატური და, მართლაც, ამ მეფეზე შეიძლება დაიწეროს კარგი, სრულყოფილი სტატია – წყაროები ამის საშუალებას იძლევიან. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის დინასტიურ კუთვნილებას: ვახტანგ გორგასლის შესახებ ძირითადი წყარო არის "ქართლის ცხოვრება", მისი შემადგენელი წიგნი – "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა", რომელიც, ტრადიციისამებრ, ჯუანშერს მიეწერება. მასში ვახტანგი იწოდება ხუასროიანთა დინასტიის წარმომადგენლად (ამ თხზულების თანახმად მისი სრული სახელი იყო – ვარანგ–ხუასრო–თანგ; ქართლის ცხოვრება, ტ. 1, გვ. 143, 158). ხუასროიანთა (ვარიანტები ხვასროიანთა, ხოსროიანთა) დინასტია ეწოდებოდა სწორედ სასანიდებს. ქართლის ცხოვრების ცნობით, პირველი ხოსროიანი ქართლის მეფე იყო მირიანი, პირველი ქრისტიანი მეფე, რომლის პირდაპირი შთამომავალიცაა ვახტანგ გორგასალი. მეცნიერებაში არის კამათი, იმის შესახებ, მართლაც სასანიანთა განაყოფი იყო ხოსროიანთა ქართული დინასტია თუ არა, მაგრამ, სტატიაში, ობიექტურობის გულისთვის, უნდა აღინიშნოს ამ ტრადიციის არსებობის შესახებ. ასევე, კარგი იქნებოდა, თუ მოკლედ მაინც (წყაროების მითითებით) აღინიშნებოდა ამა თუ იმ მეცნიერის მოსაზრება ვახტანგის (და შესაბამისად მირიანის) დინასტიური კუთვნილების შესახებ. სტატია უნდა იყოს დაფუძნებული მკაცრად მეცნიერულ კვლევებზე (ფოლკლორი შესაძლოა შევიტანოთ ქვეთავში). ასეთ შემთხვევაში, მკითხველს საშუალებას მივცემთ, რომ სტატიიდან მიიღოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია და გამოიტანოს საკუთარი დასკვნაც. --Zolokin განხილვაწვლილი 22:40, 15 ივლისი 2010 (UTC)

Zolokin მართალია ქართლის ცხოვრებაში წერია ხოსროიანებზე, მაგრამ მე არსად არ შევხვედრივარ ისეთ ინფორმაციას სადან ეწერებოდა, რომ ფარნავაზის შთამომავლები რომელიმე სხვა დინასტიას ჩამოეგდო და თავისი შთამომავლები გაემეფებინა "ჰერკანიის" (იბერიის) სამეფოში. --Giorgy განხილვაწვლილი 08:21, 16 ივლისი 2010 (UTC)

გადატანა[რედაქტირება]

გადავიტანოთ: ვახტანგ I გორგასალიTaro განხილვაწვლილი 13:03, 7 მარტი 2011 (UTC)

გადავიტანოთ შემდეგ მისამართზე ვახტანგ I (გორგასალი) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:25, 21 თებერვალი 2012 (UTC)

მე კი ვფიქრობ, რომ ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ვახტანგ გორგასალი. --მიხეილ მიწერა 10:12, 13 ნოემბერი 2012 (UTC)
ვახტანგ I გორგასალი ან ვახტანგ გორგასალი, მემგონი უფრო პირველი--GagaVaa განხილვაწვლილი 18:20, 26 მარტი 2013 (UTC)

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია უკეთესი. --ჯაბა ლაბაძე 18:25, 26 მარტი 2013 (UTC)

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია, უნდა იყოს (მსგავსად სხვა მეფეებისა).— G.G. 06:08, 27 მარტი 2013 (UTC)

თბილისის დაარსება[რედაქტირება]

თბილისის დაარსების შესახებ არ უნდა ეწეროს ორი სიტყვით მაინც რამე? ლეგენდა მაინც :) --Dv0rsky განხილვაწვლილი 09:54, 13 ნოემბერი 2012 (UTC)

შეგიძლიათ დაამატოთ :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 13 ნოემბერი 2012 (UTC)

რატომ მოხდა ამ სტატიის ამ სათაურზე გადატანა? განხილვა სხვას გვეუბნება. --JABA 1977 20:52, 11 მარტი 2014 (UTC)

ვახტანგ I გორგასალი-ზე გადავიტანოთ. - ოთოჯი განხილვა 21:04, 11 მარტი 2014 (UTC)
მომხრე ვარ.— G.G. 06:56, 13 მარტი 2014 (UTC)

გადაიტანეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრატორს აქვს უფლება გადატანისა. --JABA 1977 16:32, 13 მარტი 2014 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 18:33, 13 მარტი 2014 (UTC)