განხილვა:ვასო აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არ შეიძლება, საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიების "ფილტრაცია"? ადამიანი იზრდებოდა რუსეთის იმპერიაში, ოცნებობდა დამოუკიდებელ საქართველოზე, ბოლოს და ბოლოს ეღირსა ეს... შემდეგ კი 1921 და 1924 წლები დადგა... და მან მათი ნახვა მოასწრო. ახლა კი 21 საუკუნეში ამ პიროვნების შესახებ სტატია ისევ საბჭოური პროპაგანდის სტილშია დადებული ქართულ ენციკლოპედიაში... Dave 07:19, 22 მაისი 2007 (UTC)

თუ რამეს ასეთს შენიშნავ, რა თქმა უნდა, შეგიძლია გაასწორო. ოღონდ, საბჭოური პრემიები პროპაგანდა არ არის და მითითებული უნდა იყოს. - ალ-ო / 07:29, 22 მაისი 2007 (UTC)

ვეთანხმები ალსანდროს. ოღონდ მე პრემიებს ორდენებსაც დავუმატებდი.--Zangala 09:09, 22 მაისი 2007 (UTC)

არა, მე ამდაგვარ პასაჟებს ვგულისხმობ: "აბაშიძე სცენიდან ამხელდა ბურჟუაზიულ საზოგადოებას,". საქმე იმაშია, რომ სსრკ-ში ყველა მოღვაწეს, რომელიც ობსტრუქციის მსხვერპლი არ ხდებოდა, "აქცევდნენ" ან წითლად, ან როგორც მინიმუმ წითლების მხარდამჭერად. დაწყებული თავად ილია ჭავჭავაძისაგან. რომელიც თავდაპირველად საერთოდ აკრძალული იყო სსრკ-ში, და მხოლოდ ლანძღვის ობიექტს წარმოადგენდა, შემდეგ კი "აღიარებულ" იქნა, ოღონდ ცოტა გაწითლებულ ვარიანტში. მაშინ როდესაც იგი იყი მარქსისტების ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე და ტყვიაც მათგან მიიღო. ამიტომ ჩემი აზრით ამ მომენტების გათვალისწინება აუცილებელია, და როდესაც საბჭოთა ენციკლოპედიიან გადმოგვაქვს სტატია, რომელიც რამენაირად შეეხება პოლიტიკას ან ნებისმიერ ცნობილ პიროვნებას (განსაკუთრებით, დაწყებული მე-18 საუკუნით), კარგი იქნება, თუკი ასეთი პროპაგანდისტული შტამპების ფილტრაციას მოვახდენთ. ----Dave 17:54, 22 მაისი 2007 (UTC)