განხილვა:ვალტერ პენკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პენკი, ვალერ - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ. გვ. 270. გადასატანია. --ჯაბა ლაბაძე 14:06, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირიქით ამის მიხედვით ვალთერ პენკია. მაგრამ თუ იგი გამონაკლისია მაშინ ისიც უნდა დავწეროთ თუ რატომაა გამონაკლისი ამ შემთხვევაში მისი სახელი :).--ოთოჯი / მომწერე 15:59, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რის პირიქით? მე არ ვმკითხაობ რის მიხედვით რა არის, დავწერე ის რაც ეწერა და არა ვარაუდი. --ჯაბა ლაბაძე 17:13, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

th ქართულ ენაში გადმოდის როგორც თ და არა როგორც ტ. ეს ვარაუდი არ არის ეს ფაქტია. ვალთერ ფონ ბრაუხიჩი, ვალთერ ფუნკი, ვალტერ ნერნსტი ესენიც ხომ არ გადაგვეტანა?. მოდი მარტივ საკითხს ნუ გავართულებთ.--ოთოჯი / მომწერე 17:19, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუ რამე გამონაკლისია უნდა დაიწეროს. თორემ ესე არეულობაში ვარდებით. იოჰანეს ვალთერი ესეც გვქონია--ოთოჯი / მომწერე 17:21, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო შენ ართულებ აშკარად. :) მე დაგიწერე ფაქტი, რაც ეწერა. აი რაც შეეხება ვალტერ ნერნსტის ამის შესახებ იგივე წყარო ამბობს ნერნსტი, ვალთერ ფრიდრიხ ჰერმან (გვ. 252). ხოლო ვალთერ ფონ ბრაუხიჩი აქ წერია როგორც ბრაუხიჩი, ვალერ ფონ (გვ. 67). ასე რომ ორივე გამოყენებაშია. --ჯაბა ლაბაძე 17:25, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვალთერი იოჰანეს (გვ. 124). :D ასე რომ ორივეა გამოყენებაში. --ჯაბა ლაბაძე 17:27, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე ვართულებ.ვიკრიჭები ისტორიას თუ ნახავ დაინახავ, რო შეიქმნა როგორც ვალტერ პენკი. ხოდა გადავიტანე მეც. ხოდა ორივე ხმარებაშია, და ეს არის პრობლემა და ამიტომაც ვიკითხე გამონაკლისია თქო ეს პენკი. შენ კიდევ მაბრალებ მკითხავი ხაროვიკრიჭები. ამ შემთხვევაში რას გვთავაზობ?--ოთოჯი / მომწერე 17:33, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო ისტორიაც ნანახი მაქვს და ისიც კარგად ვნახე განხილვის გარეშეც რომაა გადატანილი. მე გთავაზობთ ისე დაიწეროს როგორც უახლესი ლიტერატურა გვეუბნება, არ დაგვავიწყდეს არსებობს ტრადიციები, რომლის მიხედვითაც რაღაც-რაღაცეები წესებს არ ემორჩილება, მაგალითად Thälmann შენს მიერ მითითებული დახმარების გვერდის მიხედვით იკითხება როგორც თელმანი, მაგრამ იქვე წერია მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: ტელმანი. (ეს გერმანულია არ მეშლება, მაგრამ ასეთი რამე ხდება ყველა ენის შემთხვევაში). ასე რომ არსებობს გამონაკლისები და მოდით სანამ რაიმე ახალი დაიწერება ვენდოთ ამ ლექსიკონს. და დავწეროთ ისე როგორც აქ წერია (ვიმეორებ როგორც წერია) არ ეწერება ლექსიკონში, გამოვიდეთ დახმარების გვერდიდან. დღეს რაღაც ლექსიკონფობია გჭირთ შენ და მიშას :D (ეს ბოლო ბოლომდე ხუმრობა იყო. :P) --ჯაბა ლაბაძე 17:42, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნა თითქოს ჩემი კაპრიზია აქ რამის დამკვიდრება. მაგრამ როგორც ჩანს იქმნება. გადატანა თავის დროზე განხილვის გარეშე იმიტომაც მოხდა, რომ ეს დახმარების გვერდი არსებობდა. თუმცა ეს მკვლევარი ორივე სახელით არის ცნობილი. კიბატონო, მოხდეს გადატანა--ოთოჯი / მომწერე 17:53, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, არა ოთო, მე შენ იმ ადამიანად არ გცნობ კაპრიზებს მისდევდე. უბრალოდ ის დაგიწერე რაც წერია უახლოეს (ჯერჯერობით მაინც) ლიტერატურაში. თუმცა ისიც ვიკიპედიის წესია თითოეული გადატანა (თუ რაიმე აშკარა შეცდომა არააა) განხილულ იქნეს. მაშინაც იგივეს მოვიყვანდი წყაროდ და გადატანაც არ მოხდებოდა. მე დავამტავრე. გმადლობ. :) --ჯაბა ლაბაძე 17:58, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 18:17, 11 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]