განხილვა:ეფრემი (ლომიძე)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელი სახელობით ბრუნვაში უნდა იყოს.--გიო ოქრო 18:58, 16 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: გადავიტანოთ----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:44, 16 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ამ სახით რედაქტირებისას გავიარე ფილოლოგთან, თეა ბურჭულაძესთან კონსულტაცია, რომელიც მსგავს საკითხებში წამყვანი სპეციალისტია საქართველოში. როგორც ის ამბობს მართალია ფრჩხილშია გვარი, მაგრამ მაინც მსაზღვრელ გვარად მოაზრება და ისევ ფუძის სახით უნდა დარჩეს, ანუ უნდა იყოს ეფრემ (ლომიძე). ასე რომ ყოფილიყო, მაგალითად, მამა ეფრემი (ლომიძე) ამბობს სხვაა, მაგრამ სათაურად კონტექსტი არაა და ფუძის სახით დარჩება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:01, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

როგორც ამ ენაზე მოსაუბრეს, ძალიან მეეჭვება ქალბატონი თეა სწორი იყოს, მაგრამ როგორც სპეციალისტს, არ შევეწინააღმდეგები. აქამდე ყოველ შემთხვევაში სახელობითში ვწერდით, საპატრიარქოც ასე წერს. და ზოგადად, თუკი ქალბატონი თეა მართალია, მაშინ მოთხრობით ბრუნვაში როგორ უნდა იყოს — ეფრემ (ლომიძემ) თუ ეფრემმა (ლომიძე)? ქალბატონი თეას ლოგიკით იქნება პირველი, მაგრამ ეგ არ მგონია ქართული ენის ელემენტარულ ნორმებში ჯდებოდეს. გიო ოქრო 10:14, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამ ენაზე ვმეტყველებთ ყველა ჩვენგანი, მაგრამ არ ვართ ამ მიმართულებით სპეციალისტები. მე ამ შემთხვევაში სპეციალისტს დავეკითხე და გპასუხობთ ასე. პასუხი არის სათაურთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩაიწეროს დასათაურებისას მსგავსი სახელი და გვარი. მისი პასუხი არ ეხება შენს მიერ მაგ კონტექსტში ჩასმულ ამ სახელს, მეც მაქვს ამ საკითხზე პოზიცია, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ გიპასუხო, არ ვარ კომპეტენტური და ეს განხილვაც მხოლოდ სათაურს ეხება. თუ საჭიროა გახდა ეგ საკითხიც შეგვიძლია მოვიძიოთ. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:27, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
სათაურის საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩემ მიერ მოყვანილ მაგალითთან. სათაური არის სახელობითში (მსაზღვრელი და საზღვრული), რომელიც მოთხრობითში რომ გადავიყვანოთ ამავე ლოგიკით იქნება ეფრემ (ლომიძემ). შესაბამისად ნათელია, რომ არასწორია მსგავსი დასათაურება, არ ჯდება გრამატიკულ ნორმებში. „პასუხი არის სათაურთან დაკავშირებით“ — მაგ სათაურს ვიყენებთ ტექსტში და ბრუნვებში როგორ უნდა დავწეროთ მაგას ვარკვევთ. ამიტომ უმჯობესი იქნება, რახან გქონდა უკვე კონსულტაცია, ჰკითხო ამ თემასთან დაკავშირებითაც. გიო ოქრო 11:35, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, აღარ ვაპირებ ამ საკითხზე არაფრის გარკვევას. როგორც გითხარი, ვიდრე სტატიის რედაქტირებას გავაკეთებდი საკმარისად გავარკვიე ჩვენთვის საჭიროა საკითხი შესაბამის სპეციალისტთან და აქაც დავწერე. წარმატებები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:30, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე კიდევ ვიძახი, რომ ეგ რაღაც არ ჯდება ქართულ ენაში; და რომ არ აპირებ გარკვევას ეგ უკვე პრობლემაა. იქნებ ვცდები? თუკი არსებობს წერილობითი წყარო, მოიყვანე. ზეპირი ლაპარაკი, მითუმეტეს, როდესაც კონტრარგუმენტები არის და არ პასუხობს, მთლად მისაღები არ არის. გიო ოქრო 17:47, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
როდესაც თვითონ საპატრიარქოც სახელობითში მოიხსენიებს (კონკრეტულად ამ პიროვნებას არა), იქ კერძო საუბრები არ გამოდგება წყაროდ. ამას ჯობდა რაიმე ლიტერატურა მიეთითებინა ქალბატონ თეას. გიო ოქრო 17:51, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეფრემ (ლომიძე) ჩაიწერება, თუ ეფრემი (ლომიძე). ვიმეორებ, რომ როცა რედაქტირება გავაკეთე დავეკითხე კვალიფიციურ პირს. ,,ეგ რაღაც” არის ფილოლოგთან კონსულტაციის შედეგად დაწერილი. მასთან მიმოწერას აქ ვერ, მაგრამ ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფში გავასაჯაროვებ (მისივე ნებართვით). კიდევ ვიმეორებ, მე არ ვარ საკითხის სპეციალისტი, შენ ხარ? ვეყრდნობი კვალიფიციური ფილოლოგის პასუხს. შენ არასდროს ასრულებ კამათს, შენი ნებაა, მე არ მაქვს ამდენი დრო. თავად საპატრიარქოს მასალებში ორივი ფიგურირებს, ეფრემ II (ფხალაძე), ეფრემი (გამრეკელი), ეფრემ ასური და ა.შ. ასე რომ არც ეს არაა აპრიორი მისაღები. თუ რამის შეცვლა გინდა თავად მოიძიე შესაბამისი მასალები და შეცვალე, ამის პრობლემაც არ მაქვს. თუ ბოლო სიტყვა გინდა თქვა თქვი, არც ესაა პრობლემა, მაგრამ უსაზღვროდ განხილვის გაგრძელებას არ ვაპირებ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:05, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ფაქტებში აირიე გიორგი :) „ეფრემ II“ — აქ II მსაზღვრელია და წინ ზის მხოლოდ ფუძე, ეფრემ ასური — აქ მსაზღვრელია ასური, ეფრემი (გამრეკელი) — აქ მსაზღვრელი საერთოდ არ აქვს. ასე რომ, საპატრიარქოს მასალებში ორივე არ ფიგურირებს და ფიგურირებს სწორი ვერსია. ბოლო სიტყვაზე უბრალოდ სასაცილოა რომ ალაპარაკდები ხოლმე :)) მეტი არაფერი. შენ წყარო არ გაქვს (პირადი მიმოწერა წყარო არ არის). ასე რომ ველოდები რამდენიმე დღე წყაროს წარდგენას. სხვა შემთხვევაში გადასატანია გრამატიკულად სწორ სათაურზე. გიო ოქრო 18:16, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
გადაიტანე მას შემდეგ, რაც თავად მოიძიებ წყაროს და შემოგვთავაზებ რატომ უნდა გადავიდეს. სხვა შემთხვევაში არანაირი საფუძველი არაა გადატანის, მე გარკვეული მაქვს ეს საკითხი. და როგორც ვთქვი არც გადატანის პრობლემა მაქვს, უბრალოდ ასე უბრალოდ გადავიტანოთი არ უნდა იფარგლებოდე, არამედ თავად შემოიტანო მიზეზი ამის და ამის საფუძველზე უნდა გადავიტანოთო. სულ ესაა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:19, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
წყარო ვახსენე ზევით, სახელ-გვარების ასე წერა არის საეკლესიო პრაქტიკა. წყაროც არის შესაბამისი. არსებობს წიგნი: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), 2010 წ., სადაც ფიგურირებს სახელები: დავითი (დევდარიანი), დავითი (მახარაძე) და ა.შ. ამას გარდა არის ინტერნეტმასალა (საპატრიარქოსივე). შესაბამისად, წყაროები არის. არის აგრეთვე აქამდე არსებული პრაქტიკა, როგორც ვწერდით ამ გვარ-სახელებს. გიო ოქრო 18:22, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
იხ. აგრეთვე: ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/10#სასულიერო პირებზე შექმნილი სტატიის სათაური. გიო ოქრო 18:30, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, მაგ წიგნიდან მასალები ჩემი შემოტანილია აქ და საერთოდაც ახალი გამოცემის დიდი ნაწილი, ავტორის, ბატონ სერგო ვარდოსანიძის თხოვნით საერთოდაც ჩემი და ჩემი მეგობრის აკრეფილია ხელნაწერიდან, რაც შემდეგ წიგნადაა გამოცემული. ვერ მასწავლი მაგას მაგ წიგნში რა წერია, ჩემს ხელშია ეგ გავლილი. მანდ ზოგადად სულ ორი ეფრემია, რომელიც ჩემი შემოტანილი არაა ვიკიპედიაში. მეც მესმის რომ არსებობს ორივე ფორმა, მაგრამ ეს პიროვნება არაა მაგ წიგნში, არაა მღვდელმთავარი, შესაბამისად ეგ წიგნი ამ პიროვნებაზე სათაურის მართებულობის დასამოწმებლად არ გამოდგება. და თუკი შეგვიძლია იყოს სწორი ფორმით, რატომაც არა, ამიტომ ვამბობ, რომ შეგიძლია მოიძიო შესაბამისი მასალები, რადგან შეცვლა გსურს და იმის საფუძველზე შევცვალოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:31, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
არც ეგ განხილვა გამომრჩენია, მაგრამ მანდ ეგ სხვა საკითხს ეხებოდა, სასულიერო პირის შემთხვევაში მისი გვარის ფრჩხილებში ჩასმის საკითხს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:33, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჯერ ეს ერთი ვერ გასწავლი რას ჰქვია? :) მოვიტანე ერთი კონკრეტული წყარო. ეს პიროვნება არ არის, მაგრამ არიან სხვები. რა აზრი აქვს? ზოგადი პრაქტიკა ჩანს მანდ ნათლად. სახელი იწერება სახელობით ბრუნვაში და ეწერება ფრჩხილებში გვარი; პირველი იბრუნვის ჩვეულებრივად, მეორე — არა. ეს არის და ეს. გიო ოქრო 18:37, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]