განხილვა:ესტადო-ნოვო (პორტუგალია)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამის მიხედვით სწორი სათაურია ესტადო-ნოვო (პორტუგალია). — ჯაბა ლაბაძე () 08:38, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაუგებარია რატომ? მაგის მიხედვით საუბარია გეოგრაფიულ სახელებზე და არა პოლიტიკურ რეჟიმებზე.--GagaVaa განხილვაწვლილი 07:31, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ სტატიის ისტორიას გადახედავ, მიხვდები ეს რატომ დავწერე. თუმცა რომ არ იწვალო განგიმარტავ: ავტორმა სტატია შექმნა ესტადო ნოვო (პორტუგალია) ამ სახელწოდებით და მე დავუწერე, რომ საჭიროა ტირეს გამოყენება (თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით). ამის შემდეგ მოვახდინე გადატანა სათაურზე ესტადო-ნოვო (პორტუგალია). ახლა გასაგებია რატომ დავწერე ეს ტექსტი ზემოთ? --JABA 1977 13:26, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად გავიგე შენ რასაც ამბობ (თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით), მაგრამ მეც გასაგება დავწერე (მაგის მიხედვით საუბარია გეოგრაფიულ სახელებზე და არა პოლიტიკურ რეჟიმებზე). ანუ თვლი, რომ ეს სტატია გეოგრაფიული ობიექტის შესახებაა?--GagaVaa განხილვაწვლილი 21:10, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს იყო სახელმწიფო და სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტია. თუ ჩვენ ამ სახელმწიფოს სახელს ვთარგმნით (ისე როგორც ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო, ბაჰამის კუნძულები...) და დავწერთ ახალი სახელმწიფო, მაშინ ტირე არ უნდა, თარგმნის გარეშე კი ყველანაირად ტირე უნდა (ისე როგორც კოტ-დ’ივუარი, კაბო-ვერდე, ბურკინა-ფასო, გვინეა-ბისაუ, სენტ-ლუსია...). --JABA 1977 04:18, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ოკ, გასაგებია. მე ეს სტატია ვერ აღვიქვი როგორც ყოფილ სახელმწიფოზე და შეკითხვა მაქედან გამომდინარე გამიჩნდა. სახელს რაც შეეხება ნამდვილად ასეა დამკვიდრებული ქართულში? წესების მიხედვით ეშტადუ-ნოვუ უნდა იყოს. ეშტადო-ნოვო მაინც.--GagaVaa განხილვაწვლილი 08:07, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]