შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ესსე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიის არსებობა არ ვიცოდი, ამიტომ მაქვს შექმნილი ესეი. გთხოვთ პირველ რიგში გადაწყდეს, თუ რომელია ქართულად მართებული ესსე თუ ესეი(ქსე-ის მიხედვით ტ. IV, გვ.212).--Zangala 11:25, 22 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

რამდენადაც გავიგე ქართულად ორივეა მართებული. ხმარებაში უფრო ესსე არის. ალბათ საჭიროა გადამისამართება ესეი-დან ესსე-ზე. არავითარ შემთხვევაში ესე. --ცანგალა () 16:36, 21 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დღეს მომხმარებელი:Felizdenovo მომაწოდა ინფორმაცია http://www.nplg.gov.ge/publishers/foreign/index.php?do=view&id=3607 - უკვე დავიბენი.--ცანგალა () 22:12, 26 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

უფრო ზუსტი ბმული იმავე ლექსიკონში ესე-ზე: [1]. მე სკოლაში ესსე მასწავლეს. ვიღიმი - ალ-ო     @ 22:19, 26 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამის ტექსტი რო დავაკოპიროთ ესეიში არ შიძლება? --გოტა (პასუხი) 11:08, 17 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ჩემი აზრით, რადგან ლექსიკონში წერია "ესე" - ეგრეა სწორი!! ამიტომ გთავაზობთ ორივედან "ესსე" და "ესსეი" გადამისამართება გაკეთდეს "ესე"ზე და ძირითადი ტექსტი იქ განთავსდეს. ამ სტატიის დასაწყისში დაიწეროს:

ესე (ფრანგ. essai, ინგ. essay - ცდა, ნარკვევი < ლათ.exigo - ვწონი; მცდარი ფორმები: ესსეი, ესეი, ესსე),


გარდა ამისა დაემატოს:

ესე (აკადემიური)

უკანასკნელ წლებში ფართოდ გავრცელდა ესე, როგორც ფორმალური განათლების შეფასების ფორმა.უნივერსიტეტების სტუდენტებსა და სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეებს ასწავლიან ესეს წერას, როგორც მათი წერილობითი და ანალიტიკური უნარების განვითარებისა და ცოდნის შეფასების საშუალებას. ასეთ ესეებში სტუდენტებს მოეთხოვებათ ახსნან, განმარტონ, შეაფასონ ან გაანალიზონ შესასწავლი საკითხი. აკადემიური ესე უფრო ფორმალურია სტილისაა, ვიდრე ლიტერატურული.


Igar 20:46, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


ინფორმაციისათვის: მე–10 კლასის ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოში (წელი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ 2002 წლის ქვემოთ არ უნდა იყოს), თამაზ ვასაძის რედაქტორობით, გამოყენებულია ესსე. შესაბამისად, მე–10 კლასში მეც ესსე მასწავლეს. მე–11 კლასის იგივე რედაქტორის მიერ გამოცემულ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში კი უკვე ესე წერია (2006, ზუსტად). მე კი, მიმაჩნია, რომ სწორია ესსე, რადგან ერთი წლის წინათ მეც ასე ვისწავლე სკოლაში. შესაძლოა რამე შეიცვალა... — დათო პასუხი 16:35, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


ესსე უნდა გადაკეთდეს ესედ, ხოლო ესეი საერთოდ გაუქმდეს

[წყაროს რედაქტირება]

"ესე" არის სწორი უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით და არა "ესსე" ( ბმული უცხო სიტყვათა ლექსიკონზე). ხოლო "ესეი" საერთოდ არ არის ნახსენებიც კი, ანუ უმართებულო ფორმაა. აქედან გამომდინარე ამ სტატიაში შევიტან შესწორებებს, ხოლო "ესეი" - სტატიას საერთოდ გავაუქმებ. ერთი კვირის განმავლობაში მაინც დაველოდები გამოხმაურებას და მერე ვიზამ ამ ყველაფერს. — Ottoshmidt განხილვაწვლილი 18:36, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სწორი მოსაზრებაა. მემგონი ამ შემთხვევაში ერთი კვირა ლოდინი ნამეტანია - ერთი-ორი დღე გვეყოფა. — გიორგი, 18:37, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]
2007 clidan tu velodit, erti kvira dalodeba ar aris nametani. Zemot ganxilvashi samive formazea ckaroebi mititebuli da amitom gadamisamartebebi unda ალ-ო     @ 18:42, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ესეი -არსებობს. რომელიღაცა ფორმა შემოტანილი აქვს დიდ კონსტანტინე გამსახურდიას. თუ რომელიმე ფორმა არ ვიცით ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. ქსე, ტ. 4, გვ.212, თბ., 1979 - შეგიძლიათ წაიკითხოთ, ქართველი მეცნიერებების მიერ არის დაწერილი. ესე რაც წერია უცხო ენათა ლექსიკონში ნამდვილად არასწორი ფორმაა და რატომ?
ესე - იგივეა, რაც ასე. ესე იგი (შემოკლებით ე. ი.)- იგივეა, რაც ანუ. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1, გვ. 483, თბ., 1990). რით განასხვავებთ ერთ ესეს მეორე ესესგან? ინგლ. essay როგორ იქნება ქართულად დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური მიხედვით? ცანგალა () 19:10, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე vs უცხო სიტყვათა ლექსიკონი? ლექსიკონი უფრო სანდოა.— გიორგი, 19:19, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე - მეცნიერება მცდარი არ არის. ზუსტად საბჭოთა პერიოდის შემდეგ არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისიაა გაუქმებული და ვის როგორც უნდა ისე წერს. რას იტყვი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე (მგონი ერთი ტომი არის გამოცემული და მგონი 1956 წელს გამოცემული ლექსიკონის მიხედვითაა) და საინტერესოა პასუხი ესე და ესეს რით განასხვავებ. მგონი ესსე - დაამკვიდრა დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ. ინგლ. essay - როგორ კითხულობ, გიორგი?— ცანგალა () 19:39, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]


ა-ლო: -"2007 clidan tu velodit, erti kvira dalodeba ar aris nametani. Zemot ganxilvashi samive formazea ckaroebi mititebuli da amitom gadamisamartebebi unda"

- სამწუხაროდ ვერ ვნახე ზემოთ "ესეიზე" და "ესსეზე" მითითებული წყაროები. --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:12, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა: - " ესეი -არსებობს. რომელიღაცა ფორმა შემოტანილი აქვს დიდ კონსტანტინე გამსახურდიას. თუ რომელიმე ფორმა არ ვიცით ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. ქსე, ტ. 4, გვ.212, თბ., 1979 - შეგიძლიათ წაიკითხოთ, ქართველი მეცნიერებების მიერ არის დაწერილი".

- მანდ მე ვიგულისხმე არ არსებობს უცხო სიტყვათა ლექსიკონში და ვინმეს წიგნში თუ წერია, გინდაც მეცნიერის, ზოგადად არ ნიშნავს, რომ სწორი ფორმაა. --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:02, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა: - "ესე რაც წერია უცხო ენათა ლექსიკონში ნამდვილად არასწორი ფორმაა და რატომ? ::ესე - იგივეა, რაც ასე. ესე იგი (შემოკლებით ე. ი.)- იგივეა, რაც ანუ. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1, გვ. 483, თბ., 1990). რით განასხვავებთ ერთ ესეს მეორე ესესგან?"

- ერთსა და იმავე სიტყვას ერთზე მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ენაში და მათ ომონიმები ჰქვიათ. მაგალითად, სიტყვა ბარი: მთა და ბარი, თოხი და ბარი, კაფე-ბარი. --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:02, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა: - "ინგლ. essay როგორ იქნება ქართულად დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური მიხედვით?"

- არა მგონია ეგ სიტყვა ინგლისურიდან იყოს შემოსული ქართულში. ალბათ უფრო XIX საუკუნის შუა ხანებში ფრანგულიდან (რუსეთის გავლით). მაგ პერიოდში ფრანგული იყო საერთაშორისო ენად გავრცელებული, ყოველ შემთხვევაში ინგლისურზე მეტად და გასაკვირი არაა სწორად ამ ენიდან იყოს შემოსული ქართულში. ფრანგულად კი არის ეს სიტყვა - essai და გამოითქმის, როგორც ესე. --Ottoshmidt განხილვაწვლილი 00:04, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რთული საკითხია

[წყაროს რედაქტირება]

რთული საკითხია, ჩვენ დონეზე ვერ გადაწყდება. "დიდი კონსტანტინე გამსახურდია" (როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული) წერდა "ესსე". იგი ასევე წერდა "პრესსა", "მასსა". მას ასეთი პრინციპი ჰქონდა და მწერალს აქვს უფლება შემოიღოს თავისი სტილი და თუნდაც მოახვიოს ის თავის მკითხველს. ვაჟას ვერავინ ეტყვის რატომ წერ "ვეჟო" და არა "ვაჟო". მაგრამ, ზოგადად, ქართული ენისთვის უჩვეულოა ორი "ტყუპი" თანხმოვნის ერთად თავმოყრა. ორად–ორი გამონაკლისი გვაქვს ძველ ქართულში – "ჩჩუილი" და "თთუე". მაგრამ ეს გამონაკლისია და არა კანონზომიერება. თუ ჩვენ წავალთ გამონაკლისის გზით, მაშინ შეიძლება დავამკვიდროთ "ესსე" (მაშინ რა ვუყოთ "პრესსა"–ს და "მასსა"–ს?), მაგრამ ეს ქართულისთვის ხელოვნურად ჟღერს. "ესე" – ესეც უხერხულობას ქმნის, რადგან ცალკე აღებული, მხოლობით რიცხვში შესაძლოა გაუგებარი იყოს მკითხველისთვის, რა იგულისხმობა: "ესე", ანუ "ეს"? "ესეი"–ც აშკარად ხელოვნურად ჟღერს და ფსევდო–ძველქართული ჟღერადობა აქვს. გასათვალისწინებელია, რომ მრავლობით რიცხვში ყველაზე გასაგებად და გამართულად გამოიყურება "ესეები" (მაგ. რომელიმე მწერლის ესეების კრებული), მაშინ როდესაც "ესსეები" და "ესეიები" აშკარად მოიკოჭლებენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, უფრო გამართლებულია "ესე", როგორც ყველაზე ნაკლებად არაბუნებრივი (ან ყველაზე მეტად ბუნებრივი), ვიდრე "ესსე" და "ესეი". საინტერესოა, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის 8 ტომეულში ეს სიტყვა არ არის. იქნებ ვიკიპედიაში შევიტანოთ სამივე ფორმა: ძირითადი იყოს "ესე", ხოლო "ესსე" და "ესეი" გადამისამართდეს მასზე. ასევე, თავად სტატიაში მითითებულ იქნას, რომ ქსე ხმარობს X ფორმას, ხოლო უცხო სიტყვათა ლექსიკონი Y ფორმას. იქვე შეიძლება აღინიშნოს, რომელ ფორმას ხმარობდა გამასახურდია (რადგან ეს ტერმინი ქართულში, ძირითადად, მან დაამკვიდრა). ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მიეთითოს ძირითად ევროპულ ენებზე მისი დაწერილობა და ტრანსკრიპცია. ამ შემთხვევაში ყველა სახის მკითხველი თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს. ბოდიში, ცოტა გამიგრძელდა.--Zolokin განხილვაწვლილი 22:29, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი ვრცელი განმარტებაა. მთელი დისკუსია ახლა იმაზეა რომელი იყოს ძირითადი სტატია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიკიპედია ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს ვერ დაამკვიდრებს. ქსე - რაც ძალზე აღიზიანებს მომხმარებლებს, რადგან საბჭოურია, მაგრამ იგი შექმნილია ქართველ მეცნიერთა მიერ. ყველაზე საინტერესოა ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით რომელია. ჩემი აზრით ესეი, ხოლო ესსე მოგვიანებით არის კ. გამსახურდიას მიერ დამკვიდრებული. საინტერესოა ესე - ვის მიერ არის დამკვიდრებული? ცანგალა () 22:43, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]