განხილვა:ერედ ნიმრაისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ered Nimrais - ერედ ნიმრაისი იკითხება? თუ არ ვცდები დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში მიხედვით Ered - ირედ, Nimrais - ნიმრეიზი ან ნიმრეზი. თქვენც გადახედეთ.--ცანგალა () 23:38, 23 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ეს არ არის ინგლისური ან რომელიმე მიწიერი ენა. სახელწოდებები აგებულია სინდარული/ქუენიური ენების პრინციპებით. იკითხება ისე, როგორც იწერება, ტოლკინთან ასეა. მაგალითად შემიძლია მოგიყვანო რუსთავი2-ის შეცდომა ”ბეჭდების მბრძანებლის” ფილმის თარგმნისას. ერთ მომენტში პერსონაჟ არაგორნს უხმობენ მისი მეორე სახელით - ”ელესარით” (Elessar), ფილმში სამწუხაროდ შეცდომით წარმოთქვეს ეს და ისმის როგორ ”ელეზარ”, ქართველებმა კი საერთოდ ჩათვალეს, რომ ეს არის ”ალაზარი” :D გარდა ამისა, ირედ რომ თქვა, სულ სხვა რამე გამოდის..თავად სიტყვა ”ერედ” აღნიშნავს სინდარულ ენაზე ”მთას”. --გიგი 12:35, 24 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ვრცელი პასუხისთვის.--ცანგალა () 14:08, 24 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]