განხილვა:ეპისტოლე წმ. მოციქულისა იაკობისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსგავს სტატიებში, ეპისტოლების შინაარსების სექციებში....დავიწყოთ იქიდან, რომ შინაარსი არის შინაარსი, ხოლო ტექსტი არის ტექსტი, ანუ ამ სტატიაში მოცემულია ტექსტი და არა შინაარსის. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი რაღაცეები ვიკიპედიაში მცირე ციტატების სახით ქვეყნდება (წესით) და არა სრულ ტექსტებად, არ არის უფრო მართებული, რომ შინაარსი შინაარსს ჰგავდეს? ანუ იმის მაგივრად, რაც ახლა წერია, ეწეროს, თუ რას ეხება ეს ეპისტოლე, რა არის მასში ნახსენები/აღწერილი და ა.შ. და არა პირდაპირ გადმოტანილი ტექსტი (თანაც ამხელა)? მე მგონია, რომ ეს უფრო სწორი იქნება. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:05, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გამარჯობა პირველ რიგში. მე დავწერე ის, რაც საერთოდ არ იყო და თუ რამეა უჩვეულო, გაასწორე. სულ არ ქონებას ჯობია იყოს და ცოტა არასწორად იყოს გაკეთებული... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:35, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

არა, შესავალი შესანიშნავია, ქ-ნო ფიქრია, ამ სამუშაობისთვის მადლობა, უბრალოდ სრული ტექსტები ჩვენთან არ იწერება. დასაშვებია ლექსის ნაწყვეტი, ან თუ ლექსი არ არის გრძელი, იმის გამოქვეყნება. დასაშვებია მსგავსი ტექსტების ციტირებაც, რამდენიმე სტრიქონის სახით, უბრალოდ აქ ეპისტოლეს სრული ტექსტია გადმოტანილი იმ საიტიდან, რომელიც წყაროდ არის მითითებული. ასეთი რამ, როგორც მახსოვს, არ კეთდება, თუ ვცდები, კოლეგებმა შემისწორონ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:38, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

არა, არ ცდები ჰენრი. როგორც წესი, ასეთი ტექსტი ვიკიწყაროში ქვეყნდება ხოლმე. სამწუხაროდ ოფიციალური ქართული ვიკიწყარო არაა ჯერ გახსნილი, თუმცა საცდელი ვერსია არის და აჯობებს თუ იქ გადავიტანთ, ამ სტატიაში კი მასზე ბმულს ჩავსვავთ. ნებას თუ მომცემთ, მე ვიზრუნებ ამაზე. – BruTe () 11:46, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, ბატონო, გაძლევთ ნებას... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:34, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. [1] რესურსებშიც ჩავსვი ბმული. – BruTe () 14:09, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
 მადლობა ბრუტე --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 14:29, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]