განხილვა:ენოქ წინასწარმეტყველი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ენუქ წინასწარმეტყველი)

ენუქი თუ ენოქი (სათაური ერთია - სტატიაში მეორე წერია) - ალბათ ენქი. სტატიაში აღნიშნულია (სამყაროს დასაბამიდან დაახ. 622 - 987 წწ) - ამ წლებს ვერ მივაგენი ვერც ინგლ., გერმნ. და რუს. ვიკიპედიებში (იქნებ დამეხმაროთ). წინასწარმეტყველია? ხსენებულ ვიკიპედიებში ამასაც ვერ მივაგენი. --ცანგალა () 00:09, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა. გადამისამართება ენოქზე შესაძლებელია და მართებული. (ბიბლიაში [თანამედროვე ქართულ ენაზე] სწორედ ამ სახელითაა მოხსენიებული), თუმცა ენუქ-საც უწოდებენ მას. რაც შეეხება წლებს, ვერ გეტყვი, ეს ალბათ ზეტალიონს უნდა კითხო (თავად ვკითხავ), თუმცა ხაზგასმულია დასაბამიდან და არა ძვ.წ.აღ. ბიბლიის მიხედვით ადამის შემდგომ მეშვიდეა. უფლის ერთ-ერთი პირველი წინასწარმეტყველი. აქვე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ზეტალიონს, რომელმაც თხოვნა შემისრულა. --მიშა () 14:56, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

P.S. ამ საიტს თუ მივენდობით, წმ. ენოქი ძვ. წ. 3284-3017 ცხოვრობდა, აქედან გადავიანგარიშოთ სამყაროს დასაბამი რომელ წელს ემთხვევა. რას იტყვი ზეტალიონ, სანდოა ეს დათარიღება (საიტის)? --მიშა () 15:20, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

შენს მიერ მითითებული გვერდი მეც ვნახე გუშინ (რამდენად სანდოა პირადი გვერდები?), მაგრამ მე პირადად ვერ მივაგენი ვერც ერთი ვიკიპედიაში (ვგულისხმობ ინგლ. გერმ. რუს.) ვერც წლებს და ვერც როგორც წინასწარმეტყველს. სათაურებიც ან მხოლოდ ენოქი წერია ან წინაპარი (ინგლ.). Zetalion-ის პასუხს დაველოდები. ისე ნამდვილად ეტალიონი იკითხება? გერმანულად ეტალიონი იქნება, ესპანურად , იტალიურად ზოგჯერ , პორტუგალიურად ზოგჯერ . მე კი ხანდახან ზანგალათი მომმართავენ ვიღიმი --ცანგალა () 15:40, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ზეტალიონი :) --~zLION~ 13:24, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პირადი გვერდი არ გამოდგება წყაროდ. ასევე წყაროდ არ გამოდგება ბლოგი. ამავე დროს, წყაროდ შეიძლებ აჩაითვალოს საიტი, რომელიც მუშაობს სისტემა პიქსოში, უკოზში და სხვა სისტემებში(როგორც ფასიანში, ისევე უფასოში) (თუმცა ამ შემთხვევაში საიტს უნდა ჰქონდეს ისტორია და გარკვეული რეპუტაცია.)--George Mel , 17:10, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით გადამისამართება პირიქით უნდა ყოფილოყო.--ცანგალა () 12:36, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ აღნიშნავ: „გადამისამართება ენოქზე შესაძლებელია (და მართებული. ბიბლიაში სწორედ ამ სახელითაა მოხსენიებული)“ და მეორე ყველა საერთაშორისო ბმული "ო"-თია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ენქიდან ენქზე უნდა იყოს. გთხოვ გადახედო. რატომ არ გინდა, რომ Zetalion-ის პასუხს დაველოდოთ?-ცანგალა () 13:10, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ენოქის მოღვაწეობის პერიოდის ორი თარიღი არსებობს: დაახ. 3284-3017 და 3377-3012, მაგ. [1]. ეს თარიღები დასავლეთევროპული ქრონოლოგიის ტრადიციიდან გამომდინარეობს, სადაც სამყაროს დასაბამად მიჩნეულია 4004 ძ.წ. მიუხედავად ამისა, დასავლეთევროპული ბიბლიური ქრონოლოგია აღიარებს სამყაროს დასაწყისის სხვა ვარიანტებსაც, მაგ. 5508 ძ.წ., როგორ მიღებულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში --~zLION~ 13:22, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


გასაგებია, მაგრამ ენუქადაც მოიხსენიება, თუმცა არა მხოლოდ. ლუკას სახარებაში (თუ არ ვცდები) ”ხანოხი” - ასეა მოხსენიებული. ზატალიონს მივწერე, როგორც ჩანს წაიკითხა, (გაასწორა მითითებული შეცდომა) მაგრამ კომენტარი არ დაგვიტოვა. გადავიტანო ენოქზე? --მიშა () 13:24, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზეტალიონ, მაგას სტატიაშივე (სქოლიოში) მივუთითებ, კარგი იქნება. ცანგალა, „გადამისამართება ენოქზე შესაძლებელია...” და ა.შ. გადატანა არ მიგულისხმია, მხოლოდ გადამისამართება იმ გვერდისა ამაზე. --მიშა () 13:27, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მცხეთური ხელნაწერის მიხედვით არის ენუქ, თანამედროვე კი ენოქ. იქნებ ძველი ვარიანტი ჯობდეს? --~zLION~ 13:32, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეც გეთანხმები, საინტერესოა სხვები რას ფიქრობენ. --მიშა () 13:35, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

5508 ძ.წ. უფრო სწორედ --~zLION~ 13:47, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
თბილისის ძველი სახელწოდება ტფილისია, მცხეთისა - მესხთა... რას იტყვით, ძველი სახელები ხომ არ ჯობია? ვიკრიჭები ვიკიპედიაში თანამედროვე სახელი აჯობებს - ენოქი. —დათო 13:57, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თავისთავად. ძველი სახელის დაბრუნება რა უბედურებაა? ვა, თურმე გუშინ მესხთაში ვიყავი და ტფილისსა ვცხოვრობ. ვიღიმი--George Mel , 14:24, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს საპატრიარქოს გვერდი (ენოქი წერია) მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ (იგივე გვერდი რაც მიშომ მიუთითა) (ენოქი). ჩემთვის გასაგებია, რომ ქართულში ორივე ფორმა არის დამკვიდრებული, მაგრამ ერთი უნდა იყოს მთავარი ფორმა. არ შეიძლება რომ ორივე მთავარია და როცა ყველა ვიკიპედია წერს ო და მხოლოდ ქართულშია უ. (ეს ასე რომ იყოს არ მგონია). მაგ. მთა ოშორა აგრეთვე ჰქვია ჩიტისკიბე - ამ შემთხვევაში სტატია იქნება ოშორაზე, მაგრამ ვინც ეძახის ჩიტისკიბეს ის ისწავლის, რომ სალიტერატურო ნორმა არის ოშორა. ყველა ენაზე (ვიკიპედიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) ენქია, მხოლოდ ქართულად (ძირითადი სტატია) არის ენქზე. წინასწარმატყველის შესახებ ვერსად ვერ ვხედავ ვერც. ინგლ. ვერც. რუს. ვერც. გერმ. - იქნებ მიმითითოთ წინადადება ამ ხსენებულ ენებზე. "ენუქ წინასწარმეტყველი" ან "ენოქ წინასწარმეტყველი" - ქართულად გუგლში ძებნისას მაძლევს მხოლოდ ქართულ ვიკიპედიას (როდესაც "" იხმარ და ამ ორ სიტყვას ერთად დაწერ). ძალიან მტკივა გული, რომ ქართულ სალიტერატურო ნორმებს არავინ არ იცავს. ვის როგორ სურს ისე გამოცემს წიგნებს, წერს ჟურნალ-გაზეთებში და ქმნის პირად ვებ-გვერდებს. იცი რა მაკვირვებს - სტატიაში ავტორი იწყებს ენოქს წერს, შემდეგ (ებრ. חֲנוֹך, Ḥănōḵ - ”მასწავლებელი”) ლათინურ დამწერლობას რომ დავუკვირდეთ ო-ს ვხედავ რატომ არ გინდათ, რომ მთავარი სტატია ო-ზე ოყოს - ამას ნამდვილად ვერ ვხვდები. --ცანგალა () 14:26, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე და ზეტალიონმა უბრალოდ დავწერეთ ის რაც არის (+ წყაროები რომ საკუთარი თვალითაც ნახოთ), თუმცა არა მგონია საკამათო საკითხი იყოს სტატიის სათაური იქნება ენოქი თუ ენუქი [რადგან ორივე მართებულია], რაც შეეხება წინასწარმეტყველს, მართალი გითხრა ცანგალა ვერ გავიგე, ეჭვობ რომ წინასწარეტყველია თუ რას ნიშნავს ეს წინადადება: ”წინასწარმატყველის შესახებ ვერსად ვერ ვხედავ ვერც. ინგლ. ვერც. რუს. ვერც. გერმ. - იქნებ მიმითითოთ წინადადება ამ ხსენებულ ენებზე. "ენუქ წინასწარმეტყველი" ან "ენოქ წინასწარმეტყველი"” ანუ გაინტერესებს წინასწარმეტყველი თუ არა? --მიშა () 14:39, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ენქ ძველი სახელია (ისევე როგორც ტფილისი და მესხთა). თანამედროვე ქართულ ენაში გამოიყენება სახელი ენქი, რისი დასტურიცაა საქართველოს საპატრიარქოს და ორთოდოქსი.ჯი–ს ვებ–გვერდები. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს საპატრიარქოში ჩვენზე უკეთ იციან წმინდანთა სახელები და ამ სახელების დაწერის სწორი ფორმა. --George Mel , 14:40, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სახელის დაზუსტება[წყაროს რედაქტირება]

ნუ ჩქარობ, ჯერ ბოლომდე დავაზუსტოთ: ენოქ წინასწარმეტყველი თუ უბრალოდ ენოქი. მე ამ უკანასკნელის მომხრე ვარ შემდეგ მიზეზთა გამო: 1. ყველა ვიკიპედია ენოქს წერს. 2. მართლაც არსად არაა ნათქვამი, რომ ენოქი წინასწარმეტყველია (ცანგალა), თუმცა წყაროს მითითებით შეიძლება ეს მიზეზი გამოირიცხოს. 3. ენოქი - ამ სახელით სხვა, ვინმე გამოჩენილი პიროვნება არ არსებობს და ეს სახელიც საკმარისია იმისთვის, რომ მკითხველი მიხვდეს ვისზეა საუბარი. —დათო 15:15, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

დათო, მე სხვა რამეს გავუკეთე დასკვნა – ენოქია სწორი. ხოლო ზუსტ სახელზე ბჭობა სხვა საკითხია.(რომელიცც ეხლა იწყება.)--George Mel , 15:30, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


დათო მართალია ნუ ჩქარობთ:

1) რაც შეეხება ენოქს ნახეთ ჩემი წერილი ზეტალიონისადმი, სწორედ მას მივმართე ამ სტატიის დამუშავებაში დამხმარებოდა. ამ პიროვნებაზე დამჭირდა ინფორმაცია (როგორც ხედავთ მთელს ქართულენოვან ინტერნეტში მხოლოდ ჩვენ გვაქვს სტატია მასზე). ამ ყველაფერს + ადამიანები, სახელით ენოქი + პრესონაჟები (თუ არსებობს, არ ვიცი) და ა.შ. ასე რომ ენოქი-ზე გადამის. მცდარი ნაბიჯი იქნება.

2) არის თუ არა წინასწარმეტყველი? აი მე რას გეტყვი, კაენი აბელთან ერთად იყვნენ წინასწარმეტყველები, მათი კანონიკური ნაშრომები არ არსებობს (თუმცა დაბ. წიგნიდან ცხადია), ხოლო ენოქი არა მარტო იყო, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესიც კი. გადახედეთ სტატიას, რას წერს მასზე იუდა ”და იწინასწარმეტყველა ენოქმა, ადამის შემდგომ მეშვიდემ...” არსებობს ”ენოქის წიგნი” რომელიც აპოკრიფულ და არაკანონიკურ წიგნად მიიჩნევა (თუმცა ეთიოპიური მართლ. ეკლესია აღიარებს ბიბლიის ნაწილად)

სამწუხაროდ ჩქარა ვწერ და ბევრს ვერ დავწერ. თუ საჭირო გახდა კიდევ დავამატებ, რომ გაიგოთ. --მიშა () 15:35, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიას გადაავლეთ თვალი, ხომ არ მოგვემზადებინა ქართული ვარიანტი?

ყოველთვის ვცდილობ ჯერ სხვა ენოვან ვიკიპედიებს გადავხედო. მაგ. არსებობს de:Liste biblischer Propheten - გერმანული ენის ცოდნა არ არის საჭირო. რომ გადახედავ დაინახავ რომ მხოლოდ სახელები წერია (შეგიძლია ინგლ. ვიკიზეც გადახვიდე). ენოქ-ს რაც შეეხება წინასწარმეტყველი რომ არის სტატიაში არ უწერიათ, მაგრამ, ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალში არის ქვესათაური Personen des Alten Testamentes, die (nur) im Neuen Testament als Propheten bezeichnet werden (მხოლოდ) ახალი აღთქმის მიხედვით (ალბათ ესეც არის აღსანიშნი ქართულ სტატიაში). გთხოვ აგრეთვე მიაქციე ყურადღება, რომ არც ინგლ. და არც გერმ. არც ერთს არ უწერია სათაურში სიტყვა „წინასწარმეტყველი“. ელია წინასწარმეტყველი de:Elija war ein biblischer Prophet - ამ შემთხვევაში წერია, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველია. ენოქ-ს კი არ უწერია. არსებობს ორი ენოქი ამიტომ ინგლ. და რუს. ვიკიში ორი სტატიაა en:Enoch (ancestor of Noah) ru:Енох, сын Иареда და en:Enoch (son of Cain) ru:Енох, сын Каина. ამიტომ მე პირადად მომხმრე ვარ სიტყვა „წინასწარმეტყველი“ სათაურებში არ ჩაიწეროს და ყველა სტატიის სათაურები გადასწორდეს და შევუხამოდ ინგლ. და გერმ. (დიდ ვიკიპედიებს). იცი რატომ - რადგან დარწმუნებული ვარ ეს ენციკლოპედიის შევსების წესია. მაგ. BROCK HAUS Enzyklopädie - ასევე წერია. --ცანგალა () 17:10, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]



ცანგალა ცდები, აჰა, ამ თარგს გადახედე en:Template:Prophets of the Tanakh, თუ ჩვენ (როგორც ყოველთვის) არ გვენდობი, დაწერილია გარკვევით წინასწარმეტყველი (Prophet - იგივე პროროკ - იგივე წინასწარმეტყველი). ვეჭვობ, ამ ტერმინის მნიშვნელობა ცუდად გესმით, მაგრამ ეს მერე. იუდას ეპისტოლეც კი საკმარისია, რომ ეწოდოს წინასწარმეტყველი, მაგრამ ამაზე ზემოთ ვისაუბრე. ნუთუ არ კითხულობთ და ისე წერთ კომენტარებს?! რაც შეეხება ელიას, ეს უკვე სხვა საკითხია - ელია მხოლოდ თეზბელ წინასწარმეტყველს ერქვა. თუ შეიძლება ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გადაიტანთ სათაურს ენოქ, იარედის ძე-ზე, (როგორც ეს ენუქ - ენოქზე გააკეთეთ) და ასევე ელია წინ.-ს ელია-ზე. მადლობა --მიშა () 06:21, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში გვერდი ელია არსებობს უკვე. --მიშა () 06:24, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ ჩემი წინა პასუხი ყურადღებით გადაიკითხო. ახლა რაც შეეხება შენს მიერ მითითებულ en:Template:Prophets of the Tanakh - გთხოვ ამასაც გადახედო რამდენს უწერია სათაურში სიტყვა „წინასწარმეტყველი“. ელია კი შენი გადამისამართებულია. რაც შეეხება თქმულს: სტატია უკვე არსებობს - სათაურის შეცვლის საშუალება ვიკიპედიას ყოველთვის აქვს. თუ არ გსურს ისევე გაკეთდეს როგორც შენს მიერ მითითებულ ინგლ. თარგში ე. ი. მხოლოდ სახელები - ასე რომ გაკეთდეს: ელია (ბიბლია), ენოქი (ნოეს წინაპარი), ენოქი (კაინის შვილი). იცი რა მაინტერესებს რელიგიის ენციკლოპედიებში ყველგან სახელებთან სიტყვა „წინასწარმეტყველი“ წერია? მეც ვეცდები გადავხედო. --ცანგალა () 10:36, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]



არა. და რატომ:

1) რატომ ელია (ბიბლია), როდესაც ვიცით მისი დაბ. ადგილი თეზბა და მშვენიერი ზედწოდება - ელია თეზბიტელი, თანახმა ვარ ამ შემთხვევაში.

2) რაც შეეხება ენუქს, ვერ დაგეთანხმები, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მესმის, რით სჯობს ენოქ წინასწარმეტყველს ენოქი (იარედის ძე )ან ენოქი (ნოეს წინაპარი), ჯერ ერთი რას ნიშნავს ნოეს წინაპარი? როგორ გავიგო ვინაა ენოქი - ნოეს წინაპარი, იქნებ ენოში (შეთის ძე) მეგონოს ისიც ნოეს წინაპარი იყო. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ტერმინების ხამრებისგან, როგორებიცაა შთამომავალი, წინაპარი და ა.შ. თავი უნდა შევიკავოთ. ეს ენციკლოპედიაა და მაქს. უნდა დავკონკრეტდეთ როდესაც ეს საჭიროა, როგორც ამ შემთხვევაში. კიდევ 1 რამ: რაიმე დაშავდა წინასწარმეტყველი თუ ვუწოდეთ, არ მესმის. --მიშა () 11:48, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მიშო, მინდა გითხრა რატომ ვუყურებ ინგლ. , გერმ. და გინდ რუსულ ვიკიეპდიებს? განსაკუთრებით კი გერმანულს. პროფესიონალები მუშაობენ, რომლებმაც იციან ენციკლოპედიის შექმნის პრინციპები და სტატიის ხარისხები (მაქსიმალურად ცდილობენ მიკერძოებული არ იყოს). ორჯერ გაიყიდა კიდევაც ვიკიპედიის CD (ვიკიპედიის თანხმობით). აქედან გამომდინარე დიდი სურვილი მაქვს ქართული ვიკიპედიაც მის ხარისხამდე მივიდეს სტატიები თუ არა სათაურები მაინც. თუ შინაარსობრივ ხარისხს ვერ დავიცავთ (ბევრი სტატია მიკერძოებულიც გვაქვს და ა. შ.) ელემენტარულად სტატიის სათაურები მაინც იყოს ენციკლოპედიური და დაცული გვქონდეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ელია და ენოქიც მხოლოდ სახელებით წერია. მაგ. გერმ.-ში ენოქის შესახებ მხოლოდ ერთი სტატიაა და იქ წერია, რომ არ უნდა შეეშალოს მკითხველს მეორე ენოქში. ახლა კი პასუხი შენს კითხვაზე:რაიმე დაშავდა წინასწარმეტყველი თუ ვუწოდეთ - დაშავებით არ შავდება, მაგრამ რამდენად ენციკლოპედიურია? ამიტომ გთხოვე გადაამოწმე რელიგიური ენციკლოპედია. ქსე-ში, რომელზეც გაღიზიანება აქვთ ვიკიპედიის მომხმარებლებს წერია სახელებით (აბრაამი, პავლე, ელია, სამწუხაროდ ენოქი არ არის). მე, შენ და ქართული ვიკიპედიის ყველა მომხმარებელმა უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორც ენციკლოპედიის შექმნის წესებს შეესაბამება და არა ისე თუ ცანგალას ან მიშოს სურვილის მიხედვით. ამიტომ ვუყურებ სხვა დიდ ენოვან ვიკიპედიებს, ამიტომ ვიყურები ქსე-ში და ამის შემდეგ სხვა მომხმარებლებს ვუზიარებ „აღმოჩენებს“ რომ ერთად გადავწყვიტოთ თუ ქართული ვიკიპედიისთვის როგორ აჯობებს. არსებობს ვიკიპედია:გვერდების სახელები - რელიგიური სახელების შესახებ სამწუხაროდ არაფერი არ წერია (გთხოვ გადახედო აღნიშნულ გვერდს). ეს იმას ნიშნავს, რომ არავის არ გვაქვს იმის საშუალება საკუთარი სურვილით შევქმნათ სტატია ნებისმიერი სათაური. თუ შეიქმნება ყველა უნდა გადამისამართდეს იმ სათაურზე, რომელიც ენციკლოპედიის მიერ არის მიღებული. გამეხარდება, თუ შენ გაიგებ ჩემს მიზანს. ვიკიპედია ყველასათვის და ყველა ვიკიპედიისთვის (ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის)ცანგალა () 21:09, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

დასკვნა (გაგრძელება)[წყაროს რედაქტირება]

არ ვიცი ცანგალა, არ მინდა ცუდად გამიგო, თითქოსდა შენი ჯინი მჭირდეს, მაგრამ მე ეს სათაურიც მაკმაყოფილებს. ”გადაამოწმე რელიგიური ენციკლოპედია” - ამჟამად ხელთ არ მაქვს სამწუხაროდ. ”...და არა ისე თუ ცანგალას ან მიშოს სურვილის მიხედვით” - გეთანხმები. ეს კამათი შორს წაგვიყვანს ვწუხვარ --მიშა () 12:38, 24 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძიებას ნუ შევწყვიტავთ. --ცანგალა () 22:45, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]