განხილვა:ენგურის ჰიდროელექტროსადგური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შენდება მდინარე ენგურზე 1961 წლიდან. ამ წინადადების შინაარსი იქნებ ვინმემ ამიხსნას? ეჭვი მაქვს ეს ტექსტი ქსე-დან ან რომელიღაც ძალიან ძველი ლიტერატურიდანაა შემოტანილი, რადგან მშენებლობის დასრულების თარიღი არსად არ წერია. გარდა ამისა სტატიის ზოგიერთი სექცია საერთოდ გადასაწერია--დათო1010 21:06, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაშვების თარიღი ოფიციალურ საიტზეც წერია. ჩავასწორე მონაცემები + ამოვშალე მკვდარი ბმული. --Henry (მომწერეთ) 21:43, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშენებლობის დასრულების თარიღი ჩასასწორებელია - 1978 წელი არის ნაწილობრივი გაშვების თარიღი. ამავე სტატიის მიხედვით (იხ. თაღოვანი კაშხლის შესახებ), -„რათა შესაძლებელი ყოფილიყო სადგურის ამუშავება ორ რიგად. პირველი რიგის კაშხალი აგებულ იქნა 1978 წელს“ (ციტატა ამავე სტატიიდან), თაღოვანი კაშხლის მშენებლობა დასრულდა 1987 წელს - „ კაშხლის მშენებლობის დამთავრების მომენტისათვის (1987 წ) ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა გამოიმუშავა...“ (ამავე სტატიიდან) და წყალსაცავის შევსებაც, როგორც ჩანს, ამ დროს დასრულდა. ამიტომ, მშენებლობის დრო უნდა ეწეროს 1961-1987 წწ. ვინმე შეასწორებს, თუ მე შევასწორო? პატივისცემით--Ninushka განხილვაწვლილი 23:12, 29 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

ვფიქრობ სტატიის ძირითადი სათაური ამჟამინდელის ნაცვლად უნდა იყოს უბრალოდ ენგურჰესი, რადგან სწორედ ამ ფორმით გამოიყენება ის საზოგადოებაში. DavidAs 07:32, 8 ნოემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]