განხილვა:ემა ტომპსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰენრი, მგონი იჩქარე. იხ. ტომფსონ-ი (Thompson) უილიამ - ირლანდიელი სოციოლოგი და ეკონომისტი, სოციალისტ-უტოპისტი (დაახლ. 1785-1833) უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი --M. განხილვაწვლილი 07:28, 2 იანვარი 2015 (UTC)

კეთილი, მაგრამ, ლიტერატურა 2 წამით რომ დავივიწყოთ - Th ხომ არის ? p როგორ იქნებ , როდესაც იგი ph და f არ არის? მეორეც - ამ ვიკიპედიაში ანომალიებსაც აქვს ადგილი - მაგალითად მოიყვან მედისონ-სკვერ-გარდენს და რატომღაც აღმოჩნდება, რომ იგივე ლიტერატურულ წყაროებში თუ ენციკლოპედიებში ვიღაცამ დაწერა მადისონი (რომელიც ზუსტად ისევე იწერება). გაიგებ რამეს?

p.s. ახლა ვნახე ბევრგან წარმოთქმა გვარის და ტ-სკენ კი იხრება, ანუ შეიძლება ომპსონი დარჩეს - მაგრამ ფ კვლავ არ მესმის. გარდა ამისა, ეს ფ-ები და ქ-ები ეწინააღმდეგება დახმარებას და ზოგადად ყველა სხვა პრინციპს, რომელსაც ვიყენებთ ვიკიში (ქრისტოფერს, მაქკარტნის, ქრისს და ასეთებს არ ვწერთ უკვე დიდი ხანია). --Henry (მომწერეთ) 07:38, 2 იანვარი 2015 (UTC)

კი, ლოგიკურად თომპსონი უნდა იყოს, მაგრამ რაკიღა გვაქვს მოცემული ლექსიკონურად დადასტურებული გვარი ტომფსონი, ეს უნდა გამოვიყენოთ. --M. განხილვაწვლილი 07:46, 2 იანვარი 2015 (UTC)

ამ შემთხვევაში, ვაი რომ ეგ ლექსიკონი ბევრ რამეში გვაბნებს, სამწუხაროდ. და მეც ვერ გამიგია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი ვმუშაობ აქ - გვაქვს ლექსიკონი, დახმარების სახელმძღვანელო, პრესა და ა.შ. - რომელი ერთი უნდა ჩაითვალოს სწორედ? ან რატომ უნდა ჩაითვალოს მაინცდამაინც ლექსიკონის ეგ პუნქტი, ტომფსონი სწორად, როდესაც იგივე nplg.gov.ge-ზე გვხვდება - სეტონ-თომპსონიც და ტომპსონიც? --Henry (მომწერეთ) 07:54, 2 იანვარი 2015 (UTC)

მინდოდა იმის თქმა, რომ ყველა ერთმანეთს სასტიკად ეწინააღმდეგება. --Henry (მომწერეთ) 08:00, 2 იანვარი 2015 (UTC)

ჰო წინააღმდეგობები არის ხოლმე. ჩემი პირადი აზრი ასეთია:

  1. პირველ რიგში მივმართოთ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს, რადგან მაინც სპეციალიზებული, პირთა სახელებზე დაკონკრეტებული ლექსიკონია
  2. თუ იქ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული გვარი ან სახელი არ გვხვდება მივმართოთ სხვა ლექსიკონებს, აკადემიურ გამოცემებს, თარგმანებს და აშ.
  3. თუ კონკრეტული გვარი ვერც ასე ვიპოვეთ, გამოვიყენოთ დახმარების გვერდი, რომელიც პირველ პუქტში მითითებული ლექსიკონის მიხედვითაა შექმნილი
  4. უკანასკნელ შემთხვევაში ვენდოთ საკუთარ საღ აზრსა და ყურს, ანუ მოვისმინოთ როგორ წარმოითქმის ესა თუ ის სახელი მათ მშობლიურ ენებზე. ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით იმ შემთხვევებში გვარგია, როცა საქმე თანამედროვე მოღვაწეებთან გვაქვს, რომელთა გვარები აქამდე ქართულად აკადემიურად არავის უთარგმნია --M. განხილვაწვლილი 09:03, 2 იანვარი 2015 (UTC)