განხილვა:ედუარ მანე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედუარდ მანე არის სწორე! გადამისამართება არასწორეა! ადმინისტრაციას ვთხოვ შეცვალოს (უკან დააბრუნოს) :)-- მერო ( ვუპასუხოთ) 07:47, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

წყარო? - ალ-ო / 08:16, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ედუარ მანე (დ-ს გარეშე) - მართებულია, ქსე, ტ. 6 გვ. 406, თბ., 1983, აგრეთვე უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 221, თბ., 1989--ცანგალა () 10:22, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა, ვერ დაგეთანმებით! პირველ რიგში ედუარდ მანე ფრანგული სახელია, ფრანგულ ენაში თანხმოვანი "d" სიტყვის ბოლოს იკითხება (გამონაკლისია, ანუ არ იკითხება "t" და "s"). მეორე ყველა ლიტერატურასა თუ ვიდეო მასალაში ნახსენებია ედუარდ მანე! მესამე – თვით ხელოვნების ისტორიის ლექტორმა დამიდასტურა რომ ედუარდ არის სწორედ! და ბოლოს ქართულ გრამატიკაში უცხო სახელებს ვწერთ ისე როგორც ის მშობლიურ ენაზე იკითხება!! მაგ. გერმ. Alfred Einstein იწერება ალფრედ აინშტაინი (ი – სახელობითი ბრუნვის ნაწილაკია). ამდაგვარად, ედუარდ მანე არის სწორე!!!-- მერო ( ვუპასუხოთ) 11:05, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული - ეს არის შექმნილი ქართველი ენათმეცნიერებების მიერ (არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისია ენის სამმართველოსთან არსებული). აქ რომ გადახედო ფრანგულ სახელებს (ფრანგულს და არა გერმანულს ან ინგლისურს), რომლებიც დ-თი მთავრდება არსად არ იკითხება (Reynaud, Raymond, Du Vigneaud და ა. შ.). ხელოვნების ისტორიის ლექტორს მანეს ხელოვნების შესახებ ვერ შევეკამათებით, ხოლო მანეს მართლწერაზე შეგიძლია შენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუსწორო, რადგან მომავალში სხვებს მაინც ასწავლოს მართებულად :))). გთხოვ ნახო ინგლ. en:Édouard Manet, სადაც წერია ტრანსკრიფცია. ძალიან გთხოვ ინგლისურს, გერმანულს ერთმანეთში ნუ აურებ, რადგან ყველა ენა თავისებური წესით არის დამკვიდრებული ქართულ ენაში. --ცანგალა () 11:20, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


მე მაინც ვერ დავეთანხმები სახელ "ედუარ"_ს, და აუცილებლად მოვიძიებ დამამტკიცებელ ინფორმაციას. (სხვა სახელები არ ვიცი.. შეიძლება გამონაკლისია). არ შეიძლება ამდენი წყარო მცდარი იყოს.. :) -- მერო ( ვუპასუხოთ) 13:32, 10 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]