განხილვა:ეგზოპლანეტა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (1 სექტემბერი, 2016).

მოგესალმებით ყველას! ამ სათაურთან (ეგზოპლანეტა) მაქვს ერთი პრობლება. მე ვფიქრობ, რომ "ეკზოპლანეტა" უნდა იყოს და არა ეგზო, რადგან სრულად რომ წარმოვთქვათ არის ასე: ექსტრასოლარული პლანეტა, აქედან გამომდინარე ან ეკზო უნდა ვთქვათ, ან ექსო, არავითარ შემთხვევაში ეგზო... რას იტყვით? ვისაც ქსე აქვს, იქნებ გადაამოწმოს? დიდი მადლობა! --Astronomer განხილვაწვლილი 20:39, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე რატომღაც ეგზოპლანეტა მახსოვს და შესაძლოა რაიმე გრამატიკულ საკითხთან გვაქვს საქმე (ასიმილაცია ან დისიმილაცია თუ სწორად მახსოვს). ვკითხოთ აბა ქსე-ს.--მიხეილ მიწერა 20:49, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად და ეკზო რა ტერმინია :). უმართებულოა. სწორია ეგზო (ბერძნ. exō - გარეშე, გარეთა; ქსე). მაგ., ეკზოტიკაა სწორი თუ ეგზოტიკა?, ან გვაქვს ეგზოგენური პროცესები. არავითარი ეკზო. ესეც იხილეთ. დარჩეს ამჟამინდელი სათაურით--ოთოჯი / მომწერე 20:58, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Extrasolar გამოითქმის ექსტასოლარ თუ ეგზტრასოლარ? Astronet.GE-ს ადმინისტრატორი (საკმაოდ გამოცდილი ასტრონომი) ეკზოპლანეტად მოიხსენიებს. ნუ რავიცი, თუ ოფიციალურად ეგრეა იყოს :) მეც სულ ეკზოს ვიყენებ. ასე თუ ისე მოგვარდა ეს პრობლემა --Astronomer განხილვაწვლილი 22:14, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თანაც ბერძნული ἔξω, ლათინურ ტრანსკრიპციაშიც (exō) ჩანს, რომ გამოითქმის, როგორც ექსო (რამდენადაც ვიცი, ξ არის „ქსი“ ასო) აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ან „ექსოპლანეტა“, ან ოდნავ რუსული გავლენით „ეკზოპლანეტა“ (ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ჩვენი ტერმინების უმრავლესობა რუსულის გავლენით გაჩნდა)92.51.113.79 14:50, 23 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]