განხილვა:ებრაული ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნდა იყოს გადამისამართება ივრითიდან ებრაულ ენაზე და არა პირიქით (როგორც ამჟამად არსებობს). შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ვიკიპედიებსაც. გერმ.-ში კი არსებობს ორი სტატია. ქსე წერს:"ივრითი, როგორც ებრაული ენის არასწორი სახელწოდება, რომელიც უკანასკნელ ხანებში იხმარება ზოგიერთ ენაში". (ალბათ ეს უკვე მოძველებულია). --ცანგალა () 08:47, 15 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) - Island 09:25, 15 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყოველთვის მაინტერესებდა რომელი იყო სწორი ებრაული ენა თუ ივრითი:) მადლობა, რომ გამარკვიეთ :) --გიგა 09:48, 15 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი სახელი უნდა შეიცვალოს. უნდა იყოს: ივრითული. Geagea 07:13, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


ამ ენას ქართულ ენაზე ებრაული ჰქვია და არ შეიძლება მას ივრითული დავარქვათ. მაშინ გერმანულ ენას დავარქვათ დოიჩური, ფრანგულს – ფრანს(ეზ)ული და ა.შ.. --Pirtskhalava 10:48, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართული ებრაელები უძახიან ივრითულ. ებრაული ენა მემგონი ქვია იდიშ. Geagea 11:23, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


ჯერ ერთი „მე მგონია“ არ ითვლება. მერე მეორე, ვწეროთ იმაზე, რაც ვიცით. თუ ქართველი ებრაელები ამ ენას ივრითულს უწოდებენ, ლიტერატურულ ქართულად მას ებრაული ენა ჰქვია. იდიშს რაც შეეხება; იდიში არ არის ებრაული ენა, არამედ გერმანიკულ ენებს მიეკუთვნება. ეს არის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ, ძირითადად ე.წ. აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელთა ენა, მაგრამ იგი ებრაული ენა არ არის. სხვათა შორის კატეგორიაში მოთავსებული ლადინო არც გერმანიკული ენაა და არც ებრაული ენა. გარდა ამისა, ებრაული ენები კატეგორიად რომ გაგიკეთებიათ, ასეთი ენები ბუნებაში არ არსებობს. თვითონ ებრაული ენა სემიტური ენებს მიეკუთვნება. კიდევ ერთხელ გთხოვთ იმ თემებზე დავწეროთ, რომლის აზრზეც ვართ.

მე ერთს ვთავაზობ ვიკის უფროსობას, იქნებ გავაკეთოთ ისე, როგორც ამას გერმანულ ვიკიში იქმან. ანუ; გერმანულ ვიკიში შემოტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად როგორც პროექტი ფიქსირდება და სანამ ეს პროექტი ვისმე ლიგიტიმაციას არ გაივლის, არ ხდება მისი ვიკიფიცირება, ანუ სტატიასთან შერწყმა. --Pirtskhalava 14:46, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

ებრაული ენა? ჰო. ებრაელთა ენები? კი, მაგრამ ებრაული ენები არ არსებობს[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:ებრაული ენები გადავაკეთე ებრაელთა ენებად. ახლა არ ვიცი როგორ გავაწითლო ეს გადასწორებული. იქნებ ცანგალას გაეკეთებინა. --Pirtskhalava 21:39, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

სუყველაფერი არ გამიგია მაგრამ:
1. ებრელური ენები (en:Jewish languages). მაგათში შედის ყველა ენები რო ებრაელები ლაპარაკობენ: იდიში, ყიბრული (en:Judaeo-Georgian), ლადინო და სხვა. ებრაელები ლაპარაკობენ სხვა და სხვა ენებს.
2. გერმანულ ენა --> გერმანელებს. ისრაელურ ენა --> ისრაელებს.
3. მე გავსინჯე ადრე სიდან ნოდის "ებრაული ენა". და მოვნახე რომ ასე უძახოდენ იდიშურ ენას ევროპაში. მაგრამ მე არ ავალ ეკსპერტი იმიტომ დავწერე "მე მგონია".
4. ჩვენ ისრაელში უძახით ივრითული.
Geagea 21:48, 11 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

თქვენ ისრაელები ახსენეთ და მით დავიწყებ. ამ სიტყვაში პირადად მე მესმის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე. რაც შეეხება ებრაელს. ებრაელი აღმსარებლობას აღნიშნავს. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ყოფილა მცდელობები, რაკი ებრაელები თავს ერთ ჯგუფად რელიგიურ საფუძველზე მოაზრებდნენ, მათი აღმსარებლობა ეროვნებად გაესაღებინათ. მაგ.; საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს ერთხელაც (დაახლ. 60-იან, 70-იან წწ.) პასპორტებში, ეროვნების გრაფაში რელიგიური მრწამსი ჩაუწერეს. ეს არ იყო ეროვნება ამ ცნების ტრადიციული გაგებით და მეტად აბნევდა მდგომარეობას, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ებრაელებისთვის მაკონსოლიდირებელი ფაქტორი არ იყო ენა – აშკენადები იდიშზე და მის ქვესახეობებზე ლაპარაკობდნენ, ხოლო სეფარდები კი სპანიოლურზე. ამ მხრივ ცოტა სიცხადე შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამ, როცა გაჩნდა ამ სახელმწიფოს მოქალაქის ცნება. ეროვნებას, როგორც ცნებას რაც შეეხება, იგი საკმაოდ გვიანია. ამიტომაც მე პირადად არ მიმაჩნია დიდ ტრაგედიად თუ ებრაელებს რელიგიური მრწამსის და მოქალაქეობის ცნებები უფრო აერთიანებთ ვიდრე ეროვნებისა. ცნება ეროვნების, ან ნაციონალიზმების გაჩენამ XIX საუკუნეში უამრავი უბედურება მოუტანა ევროპას. საქართველოში ერთ ხანს თითქოს შეასრულა გარკვეული როლი სსრკ-ს ნგრევის პროცესში, მაგრამ დღეს მან სენისა და ავადმყოფობის სახე მიიღო და თუ დროზე არ უმკურნალეს მას, არც ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოს უქადის სიკეთეს. საქართველომ მარტო სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო როდი დაკარგა მისივე განვითარებისთვის ჰაერივით საჭირო ადამიანური რესურსები, არამედ იმის გამოც, რომ ქართულენოვანი საზოგადოების ნაწილმა არ ინება, ან ვერ დაარწმუნა ამავე ქვეყნის არაქართული მოსახლეობა ქართველებთან თანაბრობაში. ეს პატარა გადახვევა იქით „გადავდოთ“ და ახლა ბოლოს მოკლედ იმას გეტყვით ჩემთვის რა იყო მიუღებელი.

ენათა კლასიფიკაციაში არ არსებობს ასეთი ენების ჯგუფი სახელწოდებით ებრაული ენები. ამდენადაა მიუღებელი სახელწოდება ებრაული ენები. შეიძლება ვთქვათ ებრაელთა ენები და ამ ნათქვამში ვიგულისხმოთ იდიში ან ლადინო. ებრაული ენა კი ერთია და მისი მონათესავე ერთ-ერთი ენა როგორც ენათმეცნიერები ამბობენ არაბულია. იხილეთ აგრეთვე სემიტური ენები. --Pirtskhalava 02:54, 12 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

I didn't understand evrything but I agree that the classification of Jewish languages is not part of language tree and they are Dialects of of other languages. however, the term "Jewish languages" exist and mean "the language that jewes speaking". It can refer to different languages. Hebrew is Semitic language like Arabic and Aramaic. The modern Israeli Hebrew called in a various "Ivrit". tou ca n see de:Iwrit. It is a new language from the begining of 20th century. maybe it is needed a new article: ივრითული - The modern Israeli Hebrew. we, the Georgian Jews, call it "ივრითული". Geagea 00:26, 14 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]