განხილვა:დონალდ საზერლენდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადატანა რატომ იჩქარე ?. აი ნახე აქ ბმული მოვიპოვე. - ოთოჯი განხილვა 07:30, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ნახე დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. მაგის წყაროა „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 1989. სტატიის უკან დაბრუნება არაა პრობლემა, მაგრამ ასე ყოველ სტატიაზე ძებნა რთულია. თუ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში ამას არ ვიყენებთ, შევცვალოთ მაშინ --M. განხილვაწვლილი 12:07, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
სადერლენდი - ყოფილი საგრაფო შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი). (ამას გვეუბნება) ეს და ამ დროს გვარი შეცვალეს. მე პირადად დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში დავეყრდნობოდი. სამწუხაროდ აქ მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები გვერდებზე ვერ გადავედი.--ცანგალა () 13:10, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორც ზევით ბმული დავდე დონალდ საერლენდია, კარგი მაგალითია ერნესტ რეერფორდი (Rutherford). უნდა გადავიტანოთ. კიფერზეც, რომ შეიქმნება სტატია გვარიც გარკვეული გვექნება მანამდე. - ოთოჯი განხილვა 12:47, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
პრობლემა ამ სტატიის სათაური არაა. პრობლემა არის ის, რომ ორი სხვადასხვა ლექსიკონი (უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2004 და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1989) ერთსა და იმავე გვარს გადმოსცემს სხვადასხვანარად. უფრო მნიშვნელოვანია რომელს იღებს ვიკიპედია ძირითად სახელმძღვანელოდ. დახმარების გვერდიდან ჩანს, რომ მეორეს. თუ რაიმე შეიცვლება, უნდა გასწორდეს ჯერ დახმარების გვერდი და შემდეგ მივადგეთ სტატიებს. ასე რომ ამ სტატიას კი ნუ გადავიტანთ, არამედ დახმარების გვერდზე გადავიდეს ეს განხილვა და იქ გადაწყდეს. --M. განხილვაწვლილი 13:06, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
შენი მშვენივრად მესმის, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. იმ დახმარებაში არ არის ნათქვამი, რომ Sutherland ყოველთვის სადერლენდით გადმოდის. ის დახმარება ხომ არ არის ამ მსახიობის კონკრეტული წყარო. საბედნიეროდ ლექსიკონში დონალდ საერლენდია. - ოთოჯი განხილვა 13:24, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
იმ დახმარებაში ძალიან კონკრეტულადაა, ნათქვამი, Sutherland ყოველთვის სადერლენდია, აბა სხვა რა შეიძლება იყოს ნათქვამი? 2004 წელს გამოცემული წიგნი სერიოზულ წყაროდ არ მიმაჩნია, ვინაიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ენის პალატას ეგ არ შეუმოწმებია და სადღაც პალიტრის ან დიოგენეს გამოცემული იქნება და არა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. არვიცი კიდევ ვიმეორებ მე დარწმუნებული ვარ, რომ სადერლენდი სწორი ფორმაა და თუ გამონაკლისის სახით ვამკვიდრებთ ეგ სხვა საქმეა. მე მაქვს სურვილი და თუგინდა დავგეგმოთ ვიზიტი ენის პალატაში ძალიან კომპეტენტურ პირთან და გავარკვიოთ ეს საკითხები. მე დიდი სურვილი მაქვს.--GagaVaa 11:36, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, ცანგალა მართალი უნდა იყოს, ანუ გვარია შეცვლილი. ჩვენს დახმარებაში წერია ზოგადად Sutherland — სადერლენდი, მაგრამ 2004 წელს გამოსულ უნივერსალურ ენიკლოპედიურ ლექსიკონში (შდრ. უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი 15 წლით ადრეა გამოსული) კი შემდეგი რამ წერია:

სადერლენდი - ყოფილი საგრაფო შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი).
სადერლენდი ერლ უილბურ - იხილე საზერლენდი.
.....................................(ვნახულობთ საზერლენდს)......................................
საზერლენდი დონალდ - კანადური წარმოშობის ამერიკელი კინომსახიობი (დაიბადა 1934 წელს).
საზერლენდი ერლ უილბურ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (1915-1974 წწ).

რაც შეეხება წყაროს სანდოობას: დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ენის პალატის მიერ შემოწმებულია ეს გამოცემა, მაგრამ ამაზე მისი სახელი უნდა მეტყველებდეს და ასეთი სერიოზული ლექსიკონი წინააღმდეგ შემთხვევაში არც უნდა გამოსცენ. ასეთია ჩემი აზრი. — G.G. 13:21, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გვარია შეცვლილი რას ნიშნავს? ვერ ვგებულობ ამ ფრაზის მნიშვნელობას მართლა. Sutherland არ არის ორივეგან? რამე მეშლება?--GagaVaa 15:11, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ერლ უილბურ საზერლენდი და დონალდ საზერლენდი ორივე შემთხვევაში გვაქვს წყარო — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. არ ვიცი მეტი რა ვთქვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადერლენდია შეცდომა. გვარი იმ შუაშია, რომ გვარებთან დამკვიდრდა, ხოლო საგრაფოსთან . წყარო გვაქვს და რატომ ვკამათობთ არ ვიცი. ვიკიპედია რა შუაშია თუ ასეა დამკვიდრებული წყაროში... - ოთოჯი განხილვა 07:46, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი მე ვერ წარმომიდგენია ერთდაიგივე სიტყვა სხვადასხვანაირად როგორ უნდა შემოდიოდეს. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი მსჯელობა დაფუძნებულია იმაზე, რომ წყაროს არაკომპეტენტურად მივიჩნევ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტურ ორგანოს ეგ წყარო არ შეუმოწმებია. ამის დამტკიცების ერთადერთი შანსია რაიმე სახის ვიზიტის დაგეგმვა ენის პალატაში, ან შესაბამის ორგანოში (ღვინჯილიასთან გაასწორებდა ეგ მაგარი კაცია ვიღიმი) და დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მე მაღელვებს ეს თემა და არის აქ ვიკიში კიდევ რამდენიმე კაცი ვისაც აინტერესებს ეს საკითხი.--GagaVaa 07:54, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგა, შენ ყველაფერი ბოლომდე არ გესმის. ვიკიპედიის ფარგლებს გარეთ რაიმე სახით მიღებული ინფორმაცია ძალაში ვერ შევა თუ იგი ავტორიტეტული წყაროთი არ იქნება წარმოდგენილი. ვიკიპედიაში დიდია ხანია ალბათ შეამჩნევდით, რომ მაქსიმალურად ვციდლობთ ყველაფერი წყაროებით დავამტკიცოთ. ვთქვათ გვერდის გადატანა, რომ მოხდება არგუმენტის სახით იმ ადამიანის ნათქვამს მოიყვან ?! ხომ ხვდები, რომ ეს შეუძლებელია. მე ვკითხულობდი შენ ნაწერებს და მივხვდი მხოლოდ იმას, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი ქართული აკადემიური გამოცემების მიმართ. მეორე, მხრივ, განა როდის ყოფილა საქართველო განებივრებული ენციკლოპედიებითა და უნივერსალური ლექსიკონებით ?! არ ყოფილა ეს. ერთადერთი ენციკლოპედიაა ქსე, ისიც უკვე ძველი მეტწილად. ამიტომ ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ ასეთი სურათია საქართველოში ამ მხრივ. დაბოლოს, შევდივარ თქვენ მდომარეობაში მაგრამ ვგრძნობ ორიგინალურ კვლევას, რასაც ვიკიპედიაში არ მიესალმებიან. - ოთოჯი განხილვა 08:09, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
შენი მსჯელობა მესმის მაგრამ ლოგიკური არაა, უცხოენოვანი ენების შემოტანის დახმარების გვერდზე გვერდზე მოცემულია, თურქული ენის ალფაბეტი ქართული შესაბამისობებით, რომელზეც მითითებულია, რომ ის კომისიის ერთერთი წევრის მიერაა მოწოდებული, იმ წყაროს ჩვენ ვიყენებთ. ამით ყველაფერი ნათქვამი. რაც შეეხება უახლესი წყაროს სანდოობას: მე ხვალ შემიძლია გამოვცე წიგნი დავარქვა მას უცხოურ პირთა ენციკლოპედიური ლექსიკონი, და სუდერლანდი ჩავწერო, ვინმე დამიშლის??? წყაროს ფასი არ აქვს თუ ის კომპეტენტური ორგანოს მიერ არ არის შემოწმებული--GagaVaa 11:21, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
აზრიც იმაშია, რომ წყარო არ გაქვს. ქსე და ლექსიკონი კარგია თუ ცუდია ეს შენი სუბიექტური შეხედულებაა და მოდი ამაზე ნუ ვიდავებთ. ითვლება აკადემიურ გამოცემად, — ეს ფაქტია. როდესაც წყარო გვაქვს ვტოვებთ სათაურს წყაროს შესაბამისად. როდესაც უფრო უახლეს და აკადემიურ წყაროს მოიტან მერე გავაგრძელოთ განხილვა. სადავო არაფერია. - ოთოჯი განხილვა 11:45, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ტირაჟი რამდენი ექნება ჩემს მოტანილ წყაროს ალბათ მნიშვნელობა არ აქვს ჰო?ვიღიმი მოკლედ ოთო მემგონი ძალიან კარგი იქნება თუ ქართული ენის მარეგულირებელ კომისიაში მივალთ და თურქული ენის მსგავსად სხვა ენებზეც გამოვართმევთ წერილობით ან სიტყვიერ ინფორმაციას, იმ სახით რა სახითაც თურქული ენისთვის მოგვაწოდეს--GagaVaa 12:13, 4 სექტემბერი 2014 (UTC).[უპასუხე]
ჩემთვის წიგნი იმ შემთხვევაში არის ავტორიტეტული თუკი მას კომპეტენტური რეცენზენტი ჰყავს, — პირი, რომელიც ნაშრომს კრიტიკულად განიხილავს :). იმ შემთხვევაში სუდერლანდს ვეღარ ჩაწერ :)). ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — მხოლოდ 15 ენაა წარმოდგენილი; არ არის ჩინური, იაპონური, ისლანდიური და სხვა უამრავი ენა. ეს დასაფიქრებელია. ისლანდიის ვიკიპროექტი, რომ ჩატარდა თითქმის შეუძლებელი იყო დასახელებების თარგმნა. ეს კი დიდი პრობლემა იყო. არაერთი საკითხია გასარკვევი, ბუნებრივია და ყველანაირ სიახლეს მივესალმები. - ოთოჯი განხილვა 12:34, 4 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

არვიცი ახლანდელი წყაროების პრინციპები როგორ და რაზე დაყრდნობითაა შემუშავებული მაგრამ წყაროს სიახლემდე, პირველად პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული წყაროს, და შემდეგ სხვადასხვა კერძო რედაქციების მიერ გამოცემულ წყაროს. ეს აქსიომაა და აუცილებლად უნდა დავნერგოთ ვიკიში. მაგალითად ამ სემთხვევაში ვერ ვხვდები როგორ შეიძლება მარტოკაცის მიერ შედგენილი (ღვაწლმოსილი პიროვნება ალექსანდრე ელერდაშვილი, თუმცა მიუხედავად ღვაწლისა და ნიჭიერებისა, ის უნივერსალი არ არის) და გამომცემლობა ფანტაზიის მიერ გამოცემული წიგნი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2004, საპირწონედ გამოდგეს ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის მიერ გამოცემული წიგნის? ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ რა პიროვნებები მუშაობენ და მუშაობდნენ აქ წიგნების შედგენაზე, მაგრამ პიროვნებები არ არის მთავარი, მთავარია რომ ეს ორგანიზაცია არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციალური სამეცნიერო და სარედაქციო–საგამომცემლო სტრუქტურული ერთეული (იხ ლინკი) და მათი დადგენილება ამ სფეროში არის კანონი. ისევე როგორც პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას ვერ ჩავანაცვლებთ ვიღაც იურისტის მიერ გამოცემული კონსტიტუციით.--GagaVaa 06:32, 5 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]