განხილვა:დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა სახელები და საზღვრები შეცვლილია. ჯერჯერობით დასარედაქტირებელია ვიკიპედიაზე ეპარქიებზე განთავსებული ზოგიერთი სტატია. ვიკიმომხმარებელი დეკანოზი ილია ჭიღლაძე გვეხმარება სტატიების რედაქტირებაში, ამიტომ როგორც შემმოწმებელი ვადასტურებ, რომ მისი რედაქტირება სწორია და ეტაპობრივად მეც შევეცდები ყველა სტატია გავასწორო. გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:04, 10 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი, მაშინ აუხსენით დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, რომ ინფორმაციის შეცვლისას, მას თან დაურთოს წყარო, როგორც შემმოწმებელი მე ხომ უნდა გავიგო შეესაბამება თუ არა ცვლილება რეალობას. --Mehman 97 21:16, 10 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მეჰმანს ვეთანხმები, ზოგადად ამ მომხმარებელს ეს პრობლემა აქვს. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სტატიაში არცერთი წყარო აღარ მუშაობს. ამ საიტზე კი ჯერ კიდევ წერია დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია. --ჯაბა 1977 04:57, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

წყარო გავასწორე.--ჯაბა 1977 05:01, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

დავიბენი. მითითებულ წყაროში წერია, რომ ჩრდილოეთიდან ესაზღვრება აგარაკ-წალკის ეპარქია, არადა ამ ეპარქიას ეწოდება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია. --ჯაბა 1977 05:05, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

აშკარად შეცდომა დაუშვეს, იმედია გაასწორებენ --Mehman 97 10:10, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

www.orthodoxy.ge არაა ოფიციალური ვებ-გვერდი. მსგავსი სტატიებისთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ http://patriarchate.ge-ს. ზოგიერთი რამ აქაც კი გასასწორებელია. გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:57, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მაგ საიტზეც ბევრი რამაა გასასწორებელი. ამის გამო დიდად სანდო წყაროდ არც ეგ მიმაჩნია. --ჯაბა 1977 13:02, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიახ, სწორედ მაგაზე ვთქვი ,,ზოგიერთი რამ აქაც კი გასასწორებელია". გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:41, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში წყაროა უმთავრესი. --ჯაბა 1977 15:53, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
გავიგეთ ჯაბა, ვიცით, ვინ შეგედავათ მაგაში?გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:10, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

კარგია რომ გაიგე და აწი მსგავს რამეს აღარ დაწერ: როგორც შემმოწმებელი ვადასტურებ, რომ მისი რედაქტირება სწორია --ჯაბა 1977 18:19, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]