განხილვა:დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არ წაშალოთ! გიორგის ვეტყვი და ვიკიწყაროში გადაიტანს--მოცარტი 10:15, 22 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნუ გეშინია, კიდევ ბევრგან დევს ინტერნეტში (მაგ. lib.ge).– Rastrelli F 13:21, 22 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


აქაც დავწერ ბარემ. ვიკიპედიაში ორი სტატია არსებობს ამ რომანზე... მეორე არის სახელწოდებით „დიდოსტატის კოსტანტინეს მარჯვენა“. რამე მოუხერხეთ. borbolia777 12:24, 19 მარტი 2012 (UTC)

რადგან მეორე სტატია ამაზე პატარაა, შეგვიძლია ტექსტები გავაერთიანოთ (ანუ, რაც იქ წერია ისეთი, რაც ამ სტატიაში არაა, აქ გადმოვიტანოთ). ამ ყველაფრის შემდეგ სათაური უნდა გავასწოროთ (სწორი იქნება ალბათ დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, რადგან ამ სახელით დაიწერა). Deu. 12:28, 19 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მგონი ამგვერდის დაცვა არარეგისტრირებული მომხმარებლებისგან ურიგო არ იქნება? --Rastrelli F 10:20, 19 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ამჟამინდელი ვარიანტი არის ენობრივად ძალიან გაუმართავი. მეორდება ერთი და იგივე აზრი. ინფორმაციის ნაწილი საერთოდ ზედმეტია და არ შეესაბამება ენციკლოპედიური სტატიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, დაშვებულია შეცდომებიც-მაგალითად, კოლონკელიძეს, რატომღაც, თალანგვა ჰქვია. კათალიკოსი მელქისედეკი, რატომღაც, მთავარეპისკოპოსობამდეა "ჩამოლაბორანტებული" (მხოლოდ პერსონაჟების სიაში იწოდება კათალიკოსი), ჩამოთვლილია "ჭიაბერის შვილები", მაშინ, როცა ჭიაბერს არანაირი შვილები არ ჰყოლია, ის ხალხი მისი ძიძიშვილები (გამზრდელების ვაჟები) იყვნენ და სხვ. მინდოდა, ეს შეცდომები შემესწორებინა და გამემართა სტატია, ჩემი ვარიანტი უარყავით. თქვენ ხართ უფლებამოსილი მომხმარებლები და სამწუხაროდ, ამაში შეკამათება შეუძლებელია, მაგრამ, ის შეცდომები მაინც შეასწორეთ. არ შეიძლება ასე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ივლიტა 79 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@ივლიტა 79: მადლობა მონდომებისთვის და წვლილისთვის! ვიკიპედიაში დამკვიდრებულია რამდენიმე ფუნდამენტური წესი (მათ შორის ერთ-ერთი თქვენი მონდომებაცაა), მათ შორის იმგვარ სტატიებზე, რომლებიც ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეხება, რადგან ასეთ დროს ზღვარი საკუთარ ორიგინალურ ნააზრევსა და სანდო წყაროს მოხმობას შორის ძალიან ფაქიზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასეთ დროს წყაროების დამოწმება, რაც დადასტურებდა თქვენი მონდომებისა და წვლილის ობიეტურობას და სანდოობას, შესაბამისად საჭიროებას! იყავით გაბედული რედაქტირებაში, თუმცა არ დაივიწყოთ ვიკიპედიის წესები.--Rastrelli F 07:58, 24 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]