განხილვა:დევისპირა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიოლოგიური ლექსიკონის თანახმად, Antirrhinum არის დევისპირა. - OTOGI Messages 08:58, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ვიკიპედიას სხვა წყაროები არ გვაქვს. წესით უნდა იყოს ინფორმაცია, რომ ამ წლის ამ განკარგულების(წესის) შეცვლის თანახმად დასახელება შეეცვალა. ამდაგვარი ლექსიკონებიდან მხოლოდ ფაქტის წინაშე ვართ. მაგ. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ. 2012 ასეთი დასახელება შეტანილი არ არის. მაგ. დეზურა, დევის ტბა, დევისხვრელი, დევის პინები, დევის ნამუხლარი, დევენაანთხევი, დევი — ეს ყველაფერი არის.--ცანგალა 09:29, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ძაღლიპირა და დევისპირა სინონიმებია. არანაირ გადარქმევაზე აქ საუბარი არ არის. ის რასაც იძახი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. უპირველესი ის არის, რომ ძაღლიპირა და დევისპირა სინონიმებია და ახალი წყაროს თანახმად, უპირატესობა ენიჭება დევისპირას. სულ ეს არის. - OTOGI Messages 09:41, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ხოდა ენციკლოპედია „საქართველო“–ში (ტ. 1, თბ. 2012) ეს უპირატესობა არ ჩანს. ხოლო მითითებული ბმული რამდენად არის სარწმუნო წყარო? ქსე-ში თავის დროზე დევისპირა არ იყო მითითებული ე. ი. სინონიმები როდის გახდა? არაფერი არ არის მეორეხარისხოვანი. ლექსიკონში კი ორივე სახელი უნდა ეწეროს თუ სინონიმებად ითვლება. --ცანგალა 13:48, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
აი ნახე რა ვნახე გუგლში [1] ქართლური – ძაღლიპირა; კახური – ლომის ყბა, შაშვისპირა, შაშვის ყბა;მეგრული – ჯოღორიში დუდი. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961. ქსე და ქე უფრო გვიან არის გამოცემული და შეიძლება ქართლურს მიეცა უპირატესობა.--ცანგალა 13:58, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ზუსტად მაგას ვიძახი, რომ არსებობს არაერთი კუთხური სახელწოდებანი. ბიოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ახლა უპირატესობა ენიჭება დევისპირას. ქსე აქ არაფერ შუაშია, მანდ თავისთავად ყველა კუთხური სახელწოდებანი არ ჩაიწერებოდა. ბიოლოგიური ლექსიკონის თანახმად, გადავიტანოთ დევისპირაზე, ხოლო გადამისამართება დავტოვოთ. - OTOGI Messages 14:04, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
კუთხური სახელწოდებები, რომ არსებობს ეს მე ვიპოვე გუგლის მეშვეობით (შენ სინონიმებზე საუბრობდი — მხოლოდ ორ სახელწოდებაზე). ე. ი. მითითებული ლექსიკონი (ლექსიკონი შექმნილია 2012-2014 წლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში. ) — დაუბრუნდა 1961 წელს და ენციკლოპედია „საქართველო“ (ტ. 1, თბ. 2012) ეს არ გაითვალისწინა. ცოტა მიკვირს. წესით ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონს ისევე უნდა ეწეროს, როგორც ამას ბოტანიკური ლექსიკონი გვეუბნება (1961). ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი — ჩემი აზრით სუსტია. უბრალოდ საჩქაროდ შექმნეს, რომ მუშაობაში ჩათვლოდათ. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. ეს გუგლში გამოჩნდება და საკმარისია საღად მოაზროვნე მომხმარებელი გაეცნოს. წარმატებები.--ცანგალა 14:27, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: მანამ სანამ შენ დაგუგლავდი გუშინ მე და მომხმარებელი:ნინუშკა ამ თემაზე ვსაუბრობდით და მაგ ლექსიკონზეც (nplg), ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგენება საჭირო არ არის, OK? :). ეგ ლექსიკონი უშენოდაც ვიცოდით. რაც შეეხება სინონიმს: შენი კომენტარიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ამ საკითხში ვერ ერკვევი, ვინაიდან სინონიმი არის: ორი ან მეტი სახელწოდება, რომელიც ერთი და იმავე ტაქსონს მიეკუთვნება. ასე რომ, აქაც ცდები, ვინაიდან ძაღლიპირა და დევისპირა სინონიმებია. და ბოლოს, რაც შეეხება წყაროს, მახსოვს შარშან მხურვალე დამცველი იყავი ფორუმებისა და ბლოგების გამოყენებისა სტატიებში როგორც სანდო და აკადემიური წყაროებისა. აქაც გაურკვეველი გარემოებაა, ვინაიდან საღად მოაზროვნე ადამიანი ნათლად მიხვდებოდა, რომ ბიოლოგიური ლექსიკონი გაცილებით უფრო აკადემიურია, ვიდრე ჩათი თუ ფორუმ-ბლოგი. აბა, წარმატებები. - OTOGI Messages 18:12, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]