განხილვა:დეივიდ ბეკჰემი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დევიდ ბექჰემი)

5 წლის მერე ბექჰემი თამაშს თავს რომ დაანებებს და ვიკიპედიაში სტატია რომ კვლავ იქნება, მერე უნდა ჩასწორდეს სტატიაში? მერე ხომ აღარ იქნება "თანამედროვეობის სუპერვარსკვლავი"? მგონი ეს საკითხი გასათვალისწინებელია. სუბიექტური და განუსაზღვრელი მონაცემების დაწერის მაგივრად ჯობია დავწეროთ, რომ ამა და ამ ჩემპიონატის გამარჯვებული, ამა და ამ პრიზის მფლობელი თარიღის მითითებით, მერე მკითხველმა არჩიოს ეს ფეხბურთელი სუპერვარსკვლავია თუ "ბანძი" ფეხბურთელი:)--linguistus 20:17, 9 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედია თანამედროვეობას მიჰყვება ფეხდაფეხ. ეს სტატია ჩემი დაწერილი არ არის, თუმცა თუ ის დღეს სუპერვარსკვლავად ითვლება, მომავალშიც ალბათ დაიწერება, რომ ამა და ამ დროს ეს პიროვნება ”უსაზღვრო” პოპულარობით სარგებლობდა. არ არის ეს გასაგიჟებელი ამბავი. Alsandro 20:42, 9 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა, მეს მაგას ვამბობ, არ ჯობია ისე დავწეროთ რომ ჩასამატებელი და შესაცვლელი მომავალში არაფერი იყოს? მერე თავიდან უნდა ვიკითხოთ ეს სტატიები და ვასწოროთ და ვასწოროთ? ცოტა გაუგებარია, თუმცა არ ვგიჟდები და ჩასასწორებელს ამიტომ არაფერს ვხედავ, იმედი მაქვს მომავალში მოვესწრები იმ დროს, ბექჰემი რომ თამაშს თავს დაანებებს და მაშინ მე თვითონ მოვუხსნი მას სუპერვარსკვლავის სტატუსს, მანამდე კი გაიხაროს ბიჭმა:)--linguistus 22:37, 9 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ck - კ (და არა ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი. იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური და დეივიდ.ცანგალა () 18:07, 16 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
მაშინ გადავიტანოთ დეივიდ ბეკჰემი-ზე, და გადამისამართების გვერდი გავაკეთოთ არსებული სახელიდან და დევიდ ბეკჰემი-დან--GagaVaa განხილვაწვლილი 09:20, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაგა, დეივიდს რაც შეეხება, მაგაზე დიდი ხანია საუბარი მიდის და ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.--H.McC. განხილვაწვლილი 09:54, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც ჩავერთვები საუბარში, სად ვნახო???--GagaVaa განხილვაწვლილი 07:01, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა გვიშლის ხელს, რომ სათაური გასწორდეს ვინმე ამიხსნის?--GagaVaa 09:05, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ბეკჰემი შესასწორებელია. რაც შეეხება დევიდს/დეივიდს, ალბათ ეს წესი პრაქტიკულად გაუქმდა, რადგან თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მათ შორის ავტორიტეტულ ლიტერატურაში ვერსად შეხვდებით დეივიდს. Deu. 14:17, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
შევხვდებით და თან ისეთ ავტორიტეტულ წყაროში, როგორიც უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონია.--Saliner 20:28, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე, საერთოდ, იმ ვიკიპედიურ უმცირესობას ვეკუთვნი, ვინც თვლის, რომ ავტორიტეტულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული და ცოტა არ იყოს მოძველებული გამოცემა, არამედ ზოგადად ყველა აკადემიური გამოცემა, რომელიც მეტ-ნაკლებად აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოებაში. მეორე: აგრეთვე იმ უმცირესობის ნაწილი ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ სტატიების სახელწოდებები უნდა ეფუძნებოდეს უახლეს ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებულ დასახელებას. უახლეს ლიტერატურაში კი ვგულისხმობ არა მხოლოდ ავტორიტეტულს, არამედ ნებისმიერ გამოცემას/მედიას — ხოლო კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობას ვანიჭებ ავტორიტეტულებს. ასე რომ, მე სულაც არ მგონია, რომ იმ უამრავ სამეცნიერო ნაშრომსა და, საერთოდ, უკვე წლებია დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომ ინგლისელთა სახელ David-ს ჩვენში დევიდად მოიხსენიებენ, გადაწონის ის ფაქტი, რომ თუნდაც ყველაზე ავტორიტეტული ლექსიკონი და ქსე (თუმცა ამ უკანასკნელზე არ ვარ დარწმუნებული) ამ სახელს დეივიდად ასაღებს. ვიღიმი Deu. 20:46, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მაგრამ რომელი წყარო? (შემუშავებული სპეციალისტების მიერ) ამ განხილვაში არ არის მოყვანილი არცერთი მსგავსი წყარო. მოძველებული რას ჰქვია? მის მერე გამოცემულ რომელ რესურსშია დევიდად? თუ ასე მივუდგებით, ზოგადად როგორ იყენებენ და არა სანდო წყაროების მიხედვით, სულ აგვერევა ყველაფერი.--Saliner 21:06, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სახელ დევიდზეა საუბარი თუ დევიდ ბექჰემზე? ამ უკანასკნელზე რა აკადემიური ლიტერატურა უნდა არსებობდეს? სახელს რაც შეეხება, David-ები თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში რომ დევიდებად იხსენიებიან და არა დეივიდებად, ამას არ უნდა ბევრი განხილვა (იმედია ამაზე წყაროს მოყვანას არ მომთხოვს ვინმე, არაა ეს სერიოზულობა : )).
რაც შეეხება სპეციალისტების მიერ შემუშავებულ უფრო ახალ წყაროს, ეგეთები რომ არ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ენის ნორმები არ იცვლება. სწორედ მაგას ვამბობ, ჩემთვის ამ ეტაპზე არ არსებობს სპეციალისტების მიერ გამოცემული ერთი დოგმატური გამოცემა ენის ნორმების დასადგენად. ენა ცოცხალია და მის განვითარებას ვერ შეაჩერებს ის ფაქტი, მის ნორმებს რომ არავინ აახლებს ოფიციალურ დონეზე. დღეს ენის ნორმაა ის, რაც დამკვიდრებულია საზოგადოებაში (სხვათა შორის, სწორედ ასე ფიქრობენ ენა.ჯი-ს შემქმნელები, რომლებიც თავის მხრივ ენის ნორმათა დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები არიან. შეგიძლიათ, პირადად მისწეროთ და დაადასტურებენ).
ე. წ. ავტორიტეტული გამოცემები რომ აწ უკვე აღარაა ავტორიტეტული, ამის მაგალითად გეტყვით, რომ ქეგლის მიხედვით სწორია ოცდაპირველი და არა ოცდამეერთე (იხ. მე-7 ტომის პირველივე განმარტება) ვიღიმი. Deu. 21:18, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
რა არის არასერიოზული? წყაროს მოთხოვნა? საუბარი მაქვს ზოგადად სახელ David-ზე, რომელიც ბექჰემის შემთხვევაშიც ერთი უნდა იყოს და ლივინგსტონისაც. მე მომყავს 1989 წელს გამოშვებული უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, სადაც ყველა David დეივიდად წერია, ასევე, ქსე (მაგ: ლივინგსტონი, დეივიდ - ქსე, ტ. 6, გვ. 226, თბ., 1983), ყოველი შემთხვევისთვის, ესეც - ზუსტი ტრანსკრიფცია. თუ თქვენ გაქვთ უფრო ახალი სამეცნიერო წყარო, რომელსაც ვიკიპედიაში ვაღიარებთ, დაწერეთ და მაშინ თქვენ იქნებით მართალი, მაგრამ ჯერ ვერცერთ წყაროს ვხედავთ. რაც შეეხება ენა.ჯი-ს, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალბატონი ლალი ეზუგბაია ჩემი საყვარელი ლექტორია და მასთან ხშირად მისაუბრია ენის საკითხებზე, მაგრამ აქ, ძალიან კონკრეტულ შემთხვევასთან რა შუაშია, ვერ ვხვდები.--Saliner 00:00, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
არასერიოზულია, მოსთხოვო ერთი და ავტორიტეტული წყარო მას, ვინც არ აღიარებს ერთი წყაროს ავტორიტეტულობის თეორიას : )). ასევე არასერიოზულია, მოსთხოვო ადამიანს წყარო იმის დასადასტურებლად, რომ დღევანდელ საზოგადოებაში დევიდი უფროა გავრცელებული, ვიდრე დეივიდი. სხვა ვიკიპედიებში ამას ასე აკეთებენ: ა ბატონო და ა ბატონო. აქ ჩანს, რომელი უფროა გავრცელებული.
მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევთანხმდებით, რადგან შენ და ბევრნი სხვანი თითო-ოროლა ავტორიტეტულ წყაროს ანიჭებთ უპირატესობას, მე და ერთი-ორი სხვა კი მივიჩნევთ, რომ ქსე, ქეგლი და უპსოლ სრულიად უძლურნი არიან საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციების წინაშე და ენის თანამედროვე გამოწვევების გადასაწყვეტად ხშირად უვარგისნი.
დემოკრატიის უზოგადესი წესის თანახმად, რაკი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაშია, აგერ უკვე წლებია არაა გატარებული ვიკიში. ვიღიმი Deu. 09:19, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
არა მხოლოდ წყაროები, არამედ თვითონ ამ სახელის ზუსტი წარმოთქმაც ჩემს აზრს ამტკიცებს. ვიკიში არ ვმუშაობთ მაგ პრინციპით, რომელი მეტად დამკვიდრებულია, სხვა შემთხვევაში გვექნებოდა კიოლნი და არა კელნი. აი, შეადარეთ ეს და ეს. 11-ჯერ მეტ შედეგს გვიჩვენებს, მაგრამ მაინც კელნი გვაქვს და ასეა არაერთი. თუ ზოგადად წესს განვიხილავთ, მაშინ ეს გაცილებით ფართო განხილვის თემაა და ფორუმზეა გასატანი.--Saliner 09:27, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვიცი რომ არ მოქმედებს. კი, ფაქტობრივად დამკვიდრებულ წესს განვიხილავთ, მაგიტომაც ვერ შევთანხმდებით. მაგრამ ამაზე უმრავლესობის აზრი ისაა, რაც შენ გაქვს და ფორუმზე გატანა ალბათ არ ღირს. Deu. 09:31, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ისე, სხვათა შორის, გერმანულმა ვიკიპედიამ Suchum გადაიტანა Sochumi-ზე მიუხედავად იმისა, რომ მათი აკადემიური გამოცემები ქალაქს Suchum-ად იხსენიებენ. ერთადერთი არგუმენტი Sochumi-ს სასარგებლოდ იყო ის, რომ დღეს ქალაქს სოხუმის სახელით იცნობენ თვითონ გერმანელებიც და ქალაქიც საქართველოშია :). არა მგონია, გერმანელებს შენ ან სხვები, ვინც ავტორიტეტული წყაროს თეორიას იზიარებთ, შეედავოთ : )). თუმცა, ეს სხვა თემაა, ლირიული გადახვევა, ასე ვთქვათ. Deu. 09:36, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ლირიული გადახვევის პასუხად: ეს და ეს. კი, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ქალაქი საქართველოშია, გადაიტანეს Sochumi-ზე. და ჩვენც, მარტო იმიტომაც კი, რომ ინგლისური სახელია და გამოითქმის დეივიდად, უნდა გვქონდეს მასზე, დამატებით, აკადემიური წყაროებიც ამ აზრს რომ არ ამტკიცებდნენ.--Saliner 09:44, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
არა, გუგლის ძიება Suchum/Sochumi-სთან დაკავშირებით არ გამოდგება, რადგან Suchum-ის ჩაწერისას გუგლი მარტო გერმანულ დასახელებებს არ ითვლის. Deu. 10:04, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური – ck - კ (და არა ქ).--Saliner 10:11, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგაზე ზემოთაც იყო განხილვა. ბეკჰემი გამოდის. Deu. 10:12, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
არც ავტორიტეტულ წყაროებს ვაღიარებ და არც ტრადიციას ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. უბრალოდ, გამოითქმის როგორც დეივიდი და ყველა ასეთი სტატია დეივიდზე უნდა გადავიდეს. მე ეს ბეკჰემი უფრო მხვდები ყურში ცუდად, მაგრამ იყოს, ჯანდაბას :) --Tornike 11:02, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Saliner 18:39, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]