განხილვა:დალას მავერიქსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დალას მავერიკსი)

ამ სტატიის ტექსტი არსებობს ფორუმ.გე ს დალას მავერიქსის გვერდზე http://forum.ge/?f=35&showtopic=34590853 , რომელიც ეკუთვნის მომხმარებელ პაბლო ჰონის, მისი ნებართვით ტექსტის ძირითადი ნაწილი წამოვიღე. ასევე გთხოვთ თარგში ლოგო გამისწოროდ და ადგილი სადაც წერია დალას მავერიქსი ლურჯ ფერში რო გამიკეთოთ, როგორც ეს მათ ინგლისურ გვერდზეა. https://en.wikipedia.org/wiki/Dallas_Mavericks


დიდი მადლობა --ლევანჩხე განხილვაწვლილი 19:41, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყოფილა გვერდი და იმ დგვერდს შევავსებ, ეს წაშალეთ... :) ვეღარ გავიგე როგორაა ქართულად ზუსტი სახელწოდება და მაგან შემიყვანა შეცდომაში, პრესა დალას მავერიქსს წერს ხოლმე...--ლევანჩხე განხილვაწვლილი 19:58, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


და აი იქ გადავიტანე ეს სიახლე და დაამოწმეთ ვინმემ რა--ლევანჩხე განხილვაწვლილი 20:03, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სწორია „დალას მავერიქსი“. იხილეთ, ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, სადაც წერია: უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს.--Saliner 11:10, 28 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Saliner 18:06, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურში წერია ასე: ck — კ (და არა ქ): Pocklington — პოკლინგტონ-ი, Cockermouth — კოკერმუთ-ი. ჩემი აზრით მავერიკსი სწორი იყო. გარდა ამისა მინდა გითხრა რომ განხილვაში დაწერიდან მინიმუმ სამი დღე მაინც უნდა დაელოდო სხვის აზრს. --ჯაბა 1977 18:06, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, ზუსტად მაგ წესების შენიშვნიდან მაქვს ეგ პუნქტი მოყვანილი. იხილეთ, ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, სადაც წერია: უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს (და არა: კს). სულ ქვემოთ ნახე. თან ზუსტად იგივე საკითხი ერთი კვირის წინაც განვიხილეთ, აქაც შეიძლებოდა პირდაპირ გადატანა, რადგან საკითხი იდენტურია, მაგრამ მაინც დავწერე. მოცდას რაც შეეხება, სიამოვნებით. აი, ამ სტატიაზე სამი დღე კი არა, სამი წელია ვიცდი.--Saliner 18:22, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

აჰა. ეგ განხილვა არ მინახავს. გასაგებია. ზოგადად მოცდაზე კი გირჩევ დაელოდო სხვების აზრს და ისე გადაიტანო ხოლმე. დღეს შენგან ამის მაგალითი იყო: განხილვა:ჟან მორო, როდესაც მწვავე განხილვაა ჟანა დ'არკზე, ეს არ უნდა გადაგეტანა. --ჯაბა 1977 18:40, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მესამე დღე და სამი დღე რამ გაყოო? ვიკრიჭები ჰო, ერთი დღით ვიჩქარე.--Saliner 18:48, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გიმეორებ: როდესაც მწვავე განხილვაა ჟანა დ'არკზე, ეს არ უნდა გადაგეტანა. --ჯაბა 1977 19:30, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ის ცალკე განხილვაა და სულ სხვა რამეზე მიდიოდა საუბარი. მოროზე დავწერე არგუმენტები, რომელსაც ორდღენახევარი არავინ გამოხმაურებია. ჟანა დ'არკზე კი, ალბათ, შეხვედრაზე სჯობს მსჯელობა, უფრო კარგად მივიღებთ გადაწყვეტილებას.--Saliner 19:56, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჟანა და ჟან იყო ორივეგან პრობლემა და სხვადასხვა რაინაირადაა? ვიკრიჭები. კი შეხვედრაზე არამარტო ამ თემაზე გაგესაუბრებით. --ჯაბა 1977 20:14, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგრამ იქ, რამდენადაც მივხვდი, ხალხში ცნობადობა იყო გამონაკლისის დაშვების და ჟანაზე დატოვების ერთადერთი არგუმენტი. მოროზე კი არანაირი საპირისპირო არგუმენტი არ გამოჩენილა. მოკლედ, გავერკვევით შეხვედრაზე. ვიკრიჭები --Saliner 20:32, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]