განხილვა:დავით გურიელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საეჭვოა ლევან გურიელი დავითის შვილი ყოფილიყო. 1824 წელს, როცა ლევანი დაიბადა, დავითი მხოლოდ 6 წლის იყო. --Kober განხილვაწვლილი 06:36, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

პატარა მოკვლევა ჩავატარე. ქე-ში შეცდომაა. ლევანი მამია V-ის შვილიშვილი და დავითი შვილი ვერ იქნებოდა. დავითს შვილები არ დარჩენია. ლევანის მამა იყო სხვა დავით გურიელი, რომელიც თავის ძმასთან — ქაიხოსროსთან ერთად რუსებს ებრძოდა და თურქეთში გადაიხვეწა. იხ. Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. — გვ. 40-41. --Kober განხილვაწვლილი 06:50, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ამოვიღოთ. @M.:--ცანგალა 07:08, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამოდის, ქსე-მ შემიყვანა შეცდომაში. იქ წერია, რომ ლევან გურიელი გურიის უკანასკნელი მთავრის მამიას შვილიშვილი იყო. დავითის ძე არაა მითითებული, ეს მე დავამატე, მაგრამ მამიას სხვა ვაჟი არ ჰყოლია. საინტერესოა, ვისი ძე იყო? --M. განხილვაწვლილი 07:26, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავით გიორგი V გურიელის ძის. ეს სხვა დავითია, რეგენტ ქაიხოსროს უმცროსი ძმა და თანამებრძოლი.
ანუ: გიორგი V გურიელი ---> დავით გიორგის ძე გურიელი ---> ლევან დავითის ძე გურიელი
ქსე-ში შეცდომითაა მითითებული, რომ ლევანი მამიას შვილიშვილია. საინტერესოა, რომ დავით მამიას ძე გურიელზე (გურიის უკანასკნელი მთავარი) არც ქსე-ში და არც ქე-ში სტატია არაა. --Kober განხილვაწვლილი 07:30, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, ეს ზემოთმოყვანილ რუსულ წყაროში წერია თუ ვარაუდია? თუ მითითებულია, სტატიაშიც ჩავწერ. შეცდომა რაც იყო ამ და ლევან გურიელის სტატიიდანაც ამოვიღე --M. განხილვაწვლილი 08:05, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
წერია. იური ჩიქოვანის შედგენილი გენეალოგიური ცხრილებია მაგ წიგნში. --Kober განხილვაწვლილი 08:06, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]