შინაარსზე გადასვლა

განხილვა:გუნფო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

kun.pʰo — რატომ გუნფო და არა კუნფო ან ქუნფო? წესები გვაქვს კორეული ენისათვის? გიო ოქრო 11:54, 5 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

სწორი კითხვაა. წესი ამ ეტაპზე შემუშავების ეტაპზეა, და სავარაუდოდ კიდე 1 წელი იქნება :) სანამ წესი შემუშავდება, წერილობითი ვარიანტის უპირატესობა უფრო სწორია, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს. DerFuchs მიწერა 19:45, 10 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად, ლათინურ ტრანსლიტერაციას არ დავეყრდნობოდი. ჩინურისა არ იყოს, ძალიან აცდენილია. თუკი მუშაობენ, კარგია. გიო ოქრო 19:47, 10 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]
ლათინური სრულიად არის აცდენილი და გამოიუყენებელია ჩვენთვის, ისევე, როგორც რუსული. ქართული და კორეული თანხმოვნების ნაწილში საკმაოდ გავს, ხმოვნებში პატარ-პატარა პრობლემებია. ამ ტოპონიმის შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ ასო ㄱ (გ) სიტყვის დასაწყისში გამოითქმის გ-სა და კ-ს შორის. პრინციპში, ორივე ვარიანტი სწორია და უკვე წესების შემდგენელზეა დამოკიდებული, გ-დ გადმოიტანს თუ კ-დ. ამ ეტაპზე, რადგანაც წესი არ გვაქვს, წერილობით ვერსიას ㄱ->გ დაყრდნობა უფრო სწორია, თუმცა წესის შემუშავების შემდეგ, ეს შეიძლება შეიცვალოს. DerFuchs მიწერა 19:51, 10 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]