განხილვა:გუზან აბულასანის ძე ტაოელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:გუზანი)

შეკითხვის რეჟიმში: ხომ არ აჯობებს, სტატიას ერქვას გუზან აბულასანისძე? --Zolokin განხილვაწვლილი 23:07, 10 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიის სახელად "გუზან"–ის დატოვება ეს იგივეა, რაც იოანე საბანისძე რომ გამოიტანო სათაურით იოანე და არა იოანე საბანისძე --Zolokin განხილვაწვლილი 23:21, 10 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ „გუზანი“ შემოვიტანე როგორც ქსე-ში არის მითითებული. გუზან აბულასანისძე - რატომღაც არ არის ნახსენები. როგორც თვლით ისე შეასწორეთ.--ცანგალა () 12:18, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვნახე, თქვენ მართალი ხართ, გუზანი უნდა იყოს სათაური. ქსე–ში აბულასანისძე არ არის ნახსენები, მაგრამ როგორც მე მესმის ეს გვარად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ მამის სახელად და უნდა დაიწეროს ცალკ–ცალკე. მე გთავაზობთ ასეთ ვარიანტს: გუზანი, ქართლის ერისთავთრისთავისა და თბილისის ამირას, აბულასანის ძე ..." და შემდეგ როგორც არის. ამ შემთხვევაში აბულასანს ბმულიც გაუკეთდება და უფრო ნათელი გახდება სიტუაცია. თუ მეთანხმებით, მაშინ ჩავასწოროთ --Zolokin განხილვაწვლილი 23:22, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

თავად სტატიის აბულასანი გამდიდრება შეიძლება აქედან: http://qim.ge/abulasani.html (სამწუხაროდ, თვის ბოლომდე ჩემი ბიბლიოთეკიდან შორს ვარ).--Zolokin განხილვაწვლილი 23:22, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რომელი წიგნი გჭირდებათ? თუ საჭიროა, შემიძლია ბიბლიოთეკაში შევიარო და დავასკანერო...(ოღონდ ორშაბათიდან, შაბათი და კვირა თბილისში არ ვიქნები...)--გიორგი, 05:40, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო შევასწორებ. აბულასანის ძე - ეს სხვა მომხმარებელმა ჩაამატა. სტატიის ისტორიის მიხედვით ნათლივ ჩანს.--ცანგალა () 16:09, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ, გიორგი, მაგაზე არ შეგაწუხებთ, თვის ბოლომდე ორი კვირაღა დარჩა და ამის გულისთვის არ ღირს წიგნების სკანირება. თუ თქვენ დაგჭირდათ რაიმე ლიტერატურა ისტორიის, არქეოლოგიის, ფილოლოგიის, რელიგიისა და მომიჯნავე სფეროებში, მიგულეთ თქვენს გვერდით. კიდევ ერთხელ მადლობა. --Zolokin განხილვაწვლილი 21:14, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

„ისტორიანი და აზმანის“ მიხედვით გუზანი აბულასანისძეა. არის თუ არა ეს აბულასანი თამარის პერიოდის ამირა ინფორმაცია მე არ მაქვს. თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე ლოგიკურია რომ გუზანი ამულასანის შვილი იყოს რამდენიმე მიზეზით: სხვა აბულასანი ამ პერიოდში ცნობილი არაა საქართველოს სამეფოში; გარდა ამისა, გიორგი რუსი აბულასანის კანდიდატია და მისი გაძევების შემდეგ აბულასანსაც აქვეითებენ, შემდეგ კი გიორგი რუსის დასაბრუნებლად აჯანყებას სწორედ გუზანი იწყებს.
თუ ვინმეს მიუწვდება ხელი შესაბამის ლიტერატურაზე, კარგი იქნება თუ მოგვაშველებს. რაც შეეხება სტატიის სახელის შეცვლას, მე გთავაზობთ გუზან ტაოელი ან გუზან ტაოსკარელი. ასეა ეს პიროვნება ცნობილი ქართლის ცხოვრებიდან. --Kober განხილვაწვლილი 09:22, 24 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

p.s. ინტერნეტში ერთადერთი რაც ვნახე აბულასანისა და გუზანის ნათესაობაზე სომხური წყაროა, რომელიც გუზანს ამირა აბულასანის შვილად კი მიიჩნევს, მაგრამ ორივეს არც მეტი, არც ნაკლები, არწრუნებად ასაღებს. :))) --Kober განხილვაწვლილი 10:07, 24 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მხოლოდ იმას ვიტყვი რასაც სხვა განხილვის გვერდებზეც ვამბობ: ვიკიპედია ის ადგილი არ არის, სადაც ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შეცვლა ან დამკვიდრება ხდება. დავემორჩილოთ ნორმებს.--ცანგალა () 10:25, 24 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
თანახმა ვარ, მაგრამ ეს აქ რა შუაშია ბოლომდე ვერ ვხვდები. ისტორიული პირებისთვის გეოგრაგიული ეპითეტების მინიჭება ჩვეული პრაქტიკაა როგორც შუა საუკუნეების ისე თანამედროვე ისტორიოგრაფიაში. ლიტერატურაში ხშირია ”გუზან ტაოელი” ან ”გუზან ტაოსკარელი”. თვით ქსე ამბობს, რომ გუზანი ”ტაოსკარელის” სახლით იყო ცნობილი. საერთოდ, ჩემის მოკრძალებული აზრით, დროა ქართულმა ვიკიპედიამ გადახედოს თავის უკომპრომისო სწორებას ქსე-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს, სხვათა შორის, ოჩამჩირე გადავიტანოთ ოჩამჩირაზე (იხ. ქსე, ტ. 7) --Kober განხილვაწვლილი 20:00, 24 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
გადასატანია (ოჩამჩირა). „დროა ქართულმა ვიკიპედიამ გადახედოს თავის უკომპრომისო სწორებას ქსე-ზე“ - სამწუხაროდ ქსე არის შექმნილი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით. დროა საქართველოში გადახედონ სპეციალისტებმა ძველ ნორმებს და შეიმუშაონ ახალი. ცანგალა () 20:15, 24 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
კარგი. რადგანაც გუზან ტაოელი არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევაა, დავტოვოთ გუზანი :(. --Kober განხილვაწვლილი 06:01, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
კობერ, ლენინზე რა წერია ისიც გამოაქვეყნე, ძალიან გთხოვ, ისიც შევიტანოთ )))--გიორგი, 02:14, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
აჰა. წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში --> სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება საქართველოში; აგვისტოს აჯანყება ---> ”ხალხის ბნელი, შეუგნებელი მასების... ნაძირალა ელემენტების კონტრრევოლუციური გამოსვლა” (იხ. ქსე, ტ. 6, სტ. ”მენშევიკები”).--Kober განხილვაწვლილი 06:01, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
მადლობა--გიორგი, 06:10, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
Kober, ძალიან კარგად იცი, რომ ცანგალა მხოლოდ სახელებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც არის დამკვიდრებული და ჯერჯერობით არ არის შეცვლილი (გადახედე თუნდაც ახალ ენციკლოპედიას "საქართველო" ტ. 1, 1997). ვიკიპედიას ამის შეცვლა არ შეუძლია. ხოლო რაც შეეხება ქსე-ეს იდეოლოგიას - არ შეიძლება მისი შემოტანა. თუ ვინმემ შემოიტანა (თუნდაც ცანგალამ) ეს ინფორმაცია კი უკვე გასასწორებელია. გუზან ტაოელი ან გუზან ტაოსკარელი ამათი გადამისამართება შეიძლება მოხდეს გუზანზე.--ცანგალა () 06:49, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
კარგი, ბატონო. იყოს ნება ქსე-სი, მაგრამ ვიტოვებ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას არ ვეთანხმებოდე ქართული ვიკიპედიის ასეთ პოლიტიკას.--Kober განხილვაწვლილი 07:03, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ჩავატაროთ კენჭისყრა ამ საკითხზე. სულ ესაა.--გიორგი, 07:06, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

პირიქით, პირიქით. რაღაც ვერ ვხედავ კამათს სტატია "წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში", მისი სახელი ქსეში ხომ სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება საქართველოში! სადაა ამგვერდზე კამათი?--გიორგი, 06:58, 25 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]