განხილვა:გრიფინები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (22 ივლისი, 2017).

გრიფინები თუ Family Guy?--ILIA მომწერეთ 11:33, 7 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნეთ მეოჯახე გამოდის, და რო წაიკითხავს ვინმე სათაურს, არა მგონია ეგონოს, რომ ამ სერიალში შავი იუმორი შეიძლება იყოს. გრიფინები, ჩემი აზრით, უკეთესი ვარიანტია. --N.Burrduli განხილვაწვლილი 15:20, 7 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე ორიგინალ სათაურს ვამჯობინებდი, რადგან:

  • 1) სათაურების თვითნებური თარგმნა ცნობილი რუსული პრაქტიკაა, რომლის გადმოღებას და ჩვენთან დამკვიდრებასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები (ფილმების საიტებზე ხშირია ასეთი შემთხვევები, მაგრამ აქ მაინც ავარიდოთ თავი);
  • 2) „მეოჯახეთი“ მართლა ვერავინ მიხვდება და ეგ მეც ცუდი ვარიანტი მგონია, მაგრამ „გრიფინები“ არ აგვარებს მაგ პრობლემას. სასაუბრო ენასა თუ სოციალურ ქსელში ამ სერიალს არც „მეოჯახეს“ უწოდებს ვინმე და არც „გრიფინებს“, ყველა „ფემილი გაითი“ მოიხსენიებს. სათაური „გრიფინები“ მაქსიმუმ გაწვდეს იმ სექტორს, რომელიც რუსულად უყურებს ამ სერიალს. ცხადია, ორიგინალში ვინც უყურებს, ისინიც გაიგებენ, რაშია საქმე, მაგრამ, როგორც მინიმუმ, გაუკვირდებათ და რუსულიდან კალკირების გამო ცუდად განეწყობიან ქართული ვიკიპედიის მიმართ და, მე თუ მკითხავ, საკმაოდ გამართლებულადაც. გარდა ამისა, არის ხალხი (და მათი რაოდენობა გაცილებით მეტია), რომელიც საერთოდ არ უყურებს ამ სერიალს და მასზე სტატიის მოძებნისას გამოიყენებენ ორიგინალ სათაურს, რუსული ვარიანტი შეიძლება საერთოდ არც იცოდნენ. მე პირადად, ორივე სათაური განაგონი მქონდა, მაგრამ ახლა სტატიის მთავარზე ხილვისას აღმოვაჩინე პირველად, რომ „გრიფინები“ და „ფემილი გაი“ ერთი და იგივე რამეა :დ
  • 3) უცხოენოვანი ვიკიპედიების უმრავლესობაში სწორედ ორიგინალი სათაურითაა დატოვებული და არა სიტყვების თარგმნით გადატანილი.

ამიტომ (მომხრე) Family Guy-შოთა (განხილვა) 16:01, 6 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

@SHOTHA: - ეს მომხმარებელი, მაგალითად, თვლის, რომ (სპეციალურად ვსვამ ბრჭყალებში) - „რუსულიდან ადაპტაცია' ხშირად ბევრად მიღებული და სწორი ფორმაა ჩვენი რეგიონისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ მაგაზე რომ რუსეთში ფილმებს უკეთდება ოფიციალური დუბლირება“ იხ. განხილვა:ვარსკვლავური ომები --Abandoner განხილვაწვლილი 16:10, 6 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: დუბლირება ძალიან კარგი აქვთ ხოლმე ნამდვილად, ვერ დავიწუნებ. მე თვითონ 98 % შემთხვევებში ყველაფერს რუსულად ვუყურებ, რადგან არ ვიცი ინგლისური კარგად, მაგრამ სათაურების თარგმნისას მაინცდამაინც პროფესიონალიზმს ეყრდნობიან-მეთქი რომ ვთქვა, დიდი ტყუილი იქნება. ძირითადად, მარკეტინგული მიზნებისთვის ცვლიან ხოლმე სათაურს თვითნებურად. Семьянин, ნუ, ძალიან არანახვადი რამე იქნებოდა რუსეთში :დ თუმცა ჩვენს შემთხვევაში „რუსულიდან ადაპტაციის“ მიზანს თუ ბენეფიტებს ვერ ვხედავ, ვერანაირს. შენ რა აზრის ხარ ამ სტატიის სათაურზე, ჰენრი?-შოთა (განხილვა) 16:29, 6 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
ვორჭოფობ, სამწუხაროდ. მართალია, უფრო მეტად ინგლისურისკენ ვიხრები. ვერ ვხედავ პრობლემას ინგლისური ორიგინალის გამოყენებაში. --Abandoner განხილვაწვლილი 16:33, 6 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) -- UndDerDie 20:45, 6 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) Gobrona განხილვაწვლილი 10:31, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]