განხილვა:გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წერეთელი დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით. რაც არ უნდა ჩვენ ამოვიღოთ მისი ბიოგრაფიიდან - ეს ყველაფერი მის ბიოგრაფიაში არსებობს. მაშინ გაანადგურეთ ყველა არქივები. Zangala 09:00, 2 ივლისი 2006 (UTC)

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ დღეს საბჭოთა ეპოქის ორდენებისა და მედლების მითითება უადგილოა და ბევრი ღირსეული მამულიშვილის ხსოვნისთვის შეურაცხმყოფელიც კი? რა შუაშია აქ ”არქივების განადგურება”? ლევზურ 05:30, 30 აპრილი 2007

ყველა ეპოქას თავისი ორდენები და მედლები ჰქონდა. ამ მეცნიერს ამ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა (შეიძლება ესეც შეურაცხმყოფელი იყოს მისთვის), ხოლო სამშობლომ როგორ დააფასა იგი რატომ არ არის საინტერესო? ზოგ მომხმარებელს (ხომ შეიძლება ვინმე ასეთ თემებზეც მუშობდეს) შეიძლება აინტერესებდეს ეს ინფორმაცია (კატეგორიის შექმნაზეც კი მიფიქრია), რატომ არ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება ვიკიპედიით გაიგოს? რითაც ოდნავ მაინც ვუმსუბუქებთ ძიების წყაროოს. --Zangala 08:38, 30 აპრილი 2007 (UTC)

თქვენ "სამშობლო"-დ ყოფილი საბჭოთა იმპერია მიგაჩნიათ? გიორგი წერეთელს იმპერია არ მიაჩნდა სამშობლოდ და ახალგაზრდობის წლები მასთან ბრძოლას შეალია. მან კატეგორიული უარი განაცხადა ე.წ. სკკპ-ს წევრობაზე, რის შემდეგაც ამ თემაზე საუბარს ვერ უბედავდნენ. სწორედ საბჭოთა იმპერიამ და მისმა დრაკონულმა პოლიტიკამ შეიწირა მისი არაერთი უახლოესი ნათესავი. რა შუაშია აქ ეპოქა? დიახ, არაერთ ქვეყანას სხვა და სხვა ეპოქაში ჰქონდა სხვა და სხვა ჯილდოები, მაგრამ ეს ორდენები მისი იყო და არა სისხლით მოსული დამპყრობლის მიერ დაწესებული. დღეს საბჭოთა ორდენებზე საუბარი პრიმიტივიზმია. თუ ვინმეს აინტერესებს ეს საკითხი პროფესიული თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს უამრავი სხვა წყარო. ლევზურ 01:41, 7 მაისი 2007

მე სამშობლოდ მიმაჩნია საქართველო მისი დაარსებიდან დღემდე - მთელი თავისი ისტორიით (ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი). თუ მეცნიერმა სკკპ წევრობაზე უარი განაცხადა, მას შეეძლო ე. წ. საბჭოთა ორდერებზეც ეთქვა უარი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. --Zangala 21:59, 6 მაისი 2007 (UTC)

სამწუხაროდ, თქვენნაირებთან კამათს (რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა იყოს თქვენთან მოკამათის მტკიცებები) არანაირი აზრი არა აქვს. ოდნავ მაინც თუ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რისთვის შეიქმნა თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი? ან, იქნებ, თქვენთვის სტალინი და მისნაირი ქართველთმოძულე დრაკონები "ღირსეული ქართველები" არიან?.. ლევზურ 04:40, 19 მაისი 2007

) უკვე დამთავრდა რემონტი ახლად გახსნილ მუზეუმში? პარალელურად სტალინის მუზეუმიც არსებობს გორში თბილისიდან 80 კმ დაშორებით მისი დიდი ბიუსტით. აქედან გამომდინარე ისმის თქვენს მიერ დასმული იგივე კითხვა: თუ რისთვის შეიქმნა თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი? Zangala 09:44, 19 მაისი 2007 (UTC)

სტალინის მუზეუმი და ძეგლი რომ არსებობს საქართველოში, სტალინისა, რომელმაც დაპყრობის, დანაკუწების, სისხლისა და ვაების მეტი არაფერი მოუტანა საქართველოს, ქართველების სირცხვილია! ამ ადამიანმა ვინც ააშენა (რუსები და რუსეთის ველიკოდერჟავული იმპერია), ისინი უნდა ფიცულობდნენ მის სახელს. სტალინი დოკუმენტებში მშობლიურ ენად რუსულს უთითებდა! მოსკოვში, ყოფილი სუკ-ის არქივში, დაცულია საქართველოდან 1937-1939 წლებში გაგზავნილი ათობით სია დასახვრეტი ხალხისა, რომლებსაც ამშვენებს სტალინის რეზოლუციები: "ზა, რასტრელიატ. ი. სტალინ". სამწუხაროდ, თქვენი ბოლო შენიშვნა სიბეცის ნიმუშია! კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენისთანებთან საუბარი "მგლის თავზე სახარების კითხვის" ტოლფასია. თქვენისთანებისთვის არაფერს ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ათასობით ღირსეული მამულიშვილის მიერ დაღვრილი სისხლი და თავად საქართველოს დამოუკიდებლობა. მეცოდებით! ლევზურ 02:36, 23 მაისი 2007

პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხართ. ძალიან ვწუხვარ, რომ ცხოვრებამ ეტყობა ისე გაგაბოროტად, რომ ყოველგვარი ეთიკური ნორმები თქვენთვის მიუღებელი გახდა. --Zangala 09:18, 23 მაისი 2007 (UTC)

ლევზურ ეს ენციკლოპედიაა და არა ეროვნულ გმირთა საიტი. ეგრე ბაბუაჩემიც ებრძოდა ჰიტლერს, მაგრამ მე იმდენი სტატია გავაშანშალე ფაშისტებზე რომ შენი ლოგიკით ბაბუაჩემი საფლავში უნდა გადაბრუნდეს... სტალინზეც გვაქვს სტატია და ხომ არ წავშალოთ? ორდენი ორდენია და თუ ვინმე დაჯილდოვდა უნდა აღინიშნოს კიდეც ბიოგრაფიაში. გიორგი მარუაშვილი 23:03, 23 მაისი 2007 (UTC)
ერთი კეთილი რჩევა ცანგალას: ჯერ მშობლიურ ენაზე წერა ისწავლეთ კარგად და მერე ეპაექრეთ ხალხს! თქვენ რა უფლება გაქვთ სხვათა დამოძღვრისა (პირველ რიგში საკუთარ თავზე დაიხედეთ). რაც შეეხება ამ ”ენციკლოპედია”-ს, უნდა მოგახსენოთ, რომ ”ვიკიპედია” გახლავთ ენციკლოპედიური საქმიანობის დღემდე მიღებული ყველა ნორმის სრული უგულებელყოფა. სამწუხაროდ, ქართული ”ვიკიპედია” სულ უფრო და უფრო ემსგავსება ინგლისურს. ბატონო გიორგი, როდის გავხდი თქვენი ”ძმაკაცი”, შენობით რომ მომმართავთ?! თქვენ ორივეს ის გაკლიათ, რასაც, სამწუხაროდ, არ იძლევა არც ”ბაკალავრობა” და არც ”მაგისტრობა”... ლევზურ 08:27, 29 მაისი 2007