შინაარსზე გადასვლა

განხილვა:გიორგი ნაფეტვარიძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სექცია ბიოგრაფიის ბოლოში არის ლურჯი ბმული საპუნ-გორა. მე როგორც ვიცი აქამდე არ ყოფილა შემთხვევა ინგლისურ სტატიაზე გადასულიყოს ქართული ვიკიპედიიდან სტატიის შიდა ბმული. ვფიქრობ ჩასასწორებელია. --JABA 1977 16:55, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩასასწორებელია, რა თქმა უნდა. – BruTe () 17:03, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ვერ დაგეთანხმებით, რახან ესეთი ფუნქცია არსებობს ესეიგი უნდა გამოვიყენოთ.--GagaVaa 12:36, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე წინააღმდეგი ვარ სხვა ვიკიპედიის ბმულის გამოყენების. ჯაბას რომ არ დაეწერა ისე ვერც მივხვდებოდი, რომ ლოკალური ვიკის ბმული აქვს. მსგავსი რამ დაუშვებელია, ვინაიდან ბევრს აბნევს თითქოს მსგავსი შინაარსის სტატია ქართულად იყოს რაც სინამდვილე არაა--დათო1010 12:42, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, ფუნქცია არსებობს. საერთოდ რა დატვირთვა აქვს წითელ ბმულს, - ვიღაც წაიკითხავს სტატიას, ნახავს წითელ ბმულს და გადაწყვეტს სტატიის დაწერას (იდეაში). გარე ბმულის შემთხვევაში კი ეს მომენტი ქრება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია. :) – BruTe () 12:47, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიზიარებ ჯაბას, დათოს და სანდროს მოსაზრებებს. „რახან ესეთი ფუნქცია არსებობს ესეიგი უნდა გამოვიყენოთ“ — ამ შემთხვევაში, არასწორი მიდგომაა. „რადგან დანა მაქვს, ვინმე უნდა დავჭრა“ ამის მსგავსი სიტუაციაა, როდესაც იმავე დანით მსხლის დაჭრაც შეიძლება, მაგალითისთვის. — G.G. 13:15, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წითელი ბმულის არსებობა მეც ისე მესმის როგორც სანდროს. აქ საკამათო აღარაფერია. ვასწორებ. --JABA 1977 14:12, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბრუტეს მიდგომას პრინციპში ვიზიარებ და ვეთანხმები, მაგრამ წინააღმდეგობაც არის: ვინ აწესებს გარკვეული სიტყვის ლინკადქცევის აუცილებლობას? არც არავინ. ამას თავად რედაქტორი წყვიტავს, რომელი სიტყვა დალინკოს და რომელი არა. ამ შემთხვევაში თავისუფლად შემეძლო საერთოდ ლინკის გარეშე დამეტოვებინა საპუნ-გორა და ამაზე არავინ ყურადღებას არ გაამახვილებდა და არც შემეკამათებოდა. მაგრამ აქ ამ ფუნქციის საშუალებით მშვენივრად მოვახერხე და ჯაბამ, ბრუტემ, დათომ და სხვა მკითხველებმა საპუნ-გორაზე უფრო მეტი გაიგეს ვიდრე მისი საერთოდ არ დალინკვის შემთხვევაში გაიგებდნენ, იმედს ვიტოვებ შესაბამისად ამ სტატიის ქართულ ენაზე შექმნის დაუძლეველი სურვილიც გაუჩნდათ. ნუ რავიცი ჩემი აზრი ყოველთვის მართალი ნამდვილად არაა, ამიტომ პატივს ვცემ თქვენს აზრს, თან რათქმაუნდა მეც ვიზიარებ ნაწილობრივ და მაგრამ უფრო დავტოვებდი, ვიდრე წავშლიდი.-GagaVaa 21:21, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ შენი მიზანი ის იყო, რომ მასზე გაგვეგო, მაშინ გამოგივიდა (თუმცა მასზე სტატია მაინც არცერთს დაგვიწერია :D). ეს ხუმრობით, ისე სიტყვის ბმულად ქცევის აუცილებლობას არავინ აწესებს, რედაქტორები თვითონ ვხვდებით რაზე შეიძლება დაიწეროს ენციკლოპედიური სტატია და რაზე - არა. – BruTe () 12:57, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]