განხილვა:გერმანული ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სალიტერატურო გერმანული ენა ჩამოყალიბდა VIII—IX სს-ში ძველზემოგერმანული დიალექტის საფუძველზე, XIII—XV სს-ში — საშუალოზემოგერმანულის და XV ს-დან — ახალზემოგერმანულის საფუძველზე. უძველესი წერილობითი ძეგლებია: სენ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორის ტრაქტატის თარგმანი რაინ-ფრანკონულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).“ <-- ეს ხომ არ ჯობია ისტორიის განყოფილებაში გადავიტანოთ? DatoDeutschlandAntwort 08:12, 15 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

მაგ მონაკვეთის გაკეთებას სხვანაირად ვაპირებ. თუ არ დამავიწყდა, შეიძლება სულაც ამ დღეებში გადავაკეთო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 15:13, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გერმანისტი ვარ. ვკითხულობ ახლა ამ სტატიას – დიდი მადლობა ავტორს, კარგად აღწერს ენას. აქ ალბათ შეცდომაა? 9. zu- machen (გა)ღება zumachen (და)კეტვა. დახურვა. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.218.201.248 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

zumachen ნიშნავს დახურვას, დაკეტვას. სად წერია, რომ ეს გაღებაა? გავასწოროთ. Deu განხილვა 14:24, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, დათო, მადლობა გავასწორე. შეცდომა იყო. გავასწორე. მადლობა შენიშვნისთვის. კარგი სიტყვისთვისაც. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 14:37, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Nehmt an dieser Arbeit teil ! ყველამ მიიღეთ მონაწილეობა ამ სამუშაოში ! - აქ "ყველამ" ზედმეტია, ან გერმანულში ჩავამატოთ. --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 14:41, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს სად, რომელ თავში წაიკითხეთ? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 14:52, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

- ვიპოვე და გავასწორე. იმედია, ასეთი ფორმით მისაღები იქნება? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 14:56, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი. იმედია, ასეთი პატარა შესწორებების წინააღმდეგი არ იქნებით. --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 15:01, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ასეთის არა. )))) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 15:03, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Untrennbare Präfixe im Partizip Perfekt[წყაროს რედაქტირება]

"თავსართ ge- ს არ დაირთავენ მხოლოდ ის ზმნები, რომლებიც ინფინიტივში ieren-ზე ბოლოვდებიან. მაგ.; gratulieren, kondolieren და ა.შ.. ანუ ინფინიტივში -ieren -ზე დაბოლოებული ზმნები მხოლოდ -(e)t ბოლოსართს დაირთავენ. მაგ.;"

ამასთან ისიც ხომ არ აღვნიშნოთ, რომ მოუცილებადთავსართიანი ზმნებიც არ დაირთავენ ge- ს? --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 15:13, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ესეც სწორი შენიშვნაა. bekomen მაგალითად. Deu განხილვა 15:59, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს გასწორდა. ნახეთ. უი, ერთი m-ით მიწერია? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:25, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვნახე, bekommen ყველგან ორი m-ით მიწერია. არასწორი შენიშვნაა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:34, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ მე შემეშალა : ) Deu განხილვა 16:40, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოდალური ზმნები[წყაროს რედაქტირება]

მოდალური ზმნების აღწერისას, მივიჩნევ მნიშვნელოვნად, ავღნიშნოთ მათი Partizip Perfekt–ის ინფინიტივთან იდენტური ფორმები, მაგ. Ich habe heute Nacht nicht schlafen können.
ასევე, რომ Partizip Perfekt–ის ge-...-t–ფორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხდება, როცა ზმნები დამოუკიდებლად იხმარება, მაგ. "Ich habe heute arbeiten müssen." – "Und ich dagegen habe es nicht gemusst."--გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 15:33, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ, რომ სტატიაში ყველაფრის აღნიშვნა არაა საჭირო. ეს სტატია ენციკლოპედიური უნდა იყოს, განკუთვნილია ჩვეულებრივ მკითხველისათვის და არა მხოლოდ პროფესიონალებისათვის. მე ვფიქრობ, რომ გერმანულ გრამატიკაში ძირეული ჩაკონკრეტება ამ სტატიაში არაა საჭირო. Deu განხილვა 16:02, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

რატომ, დათო? ვერ დაგეთანხმები. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელზე ჩამოსათვლელია ასეთი (ახსნითი) სახელმძღვანელოების რაოდენობა. შათირიშვილია ერთი, ზოლტარიოვა (ძალიან ძველია) და კიდევ ერთი უნდა იყოს. ამ სტატიის წერაც ამიტომ დავიწყე. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:21, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე კი პირიქით, მიმაჩნია, რომ მოდალური ზმნების აღწერისას ეს გრამატიკული წესი აუცილებლად უნდა იღინიშნოს. მოდალური ზმნების საწყისი ფორმებიც ამგვარად უნდა დასახელდეს:
მაგ.
können - konnte - hat gekonnt/hat können
müssen - musste - hat gemusst/hat müssen etc.

--გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 16:40, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს უკვე არ ვიცი. მანდ პრობლემა ის იქნებოდა, რომ ხსენებული ფორმები მხოლოდ ძირითად საუღლებელ ზმნასთან იძენენ განსაკუთრებულ სემანტიკურ ფუნქციას და ამით უკვე მორფოლოგიის მიმოხილვიდან მართლა სხვა სფეროში გადავიდოდით. ერთი სიტყვით, მე კიდევ ერთხელ დავძებნი და თუ მართლა არსად მიწერია მოდალური ზმნების ეს თავისებურება, შევეცდები რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია, რომ შემოხვედით ვიკიზე. თუ სურვილი გექნეთ, მომწერეთ ელ-ფოსტაზეც. კამათი ამ თემაზე, აქვე გავაგრძელოთ, სხვებიც წაიკითხავენ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:50, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Es friert — ყინავს. Es donnert — ავდრდება[წყაროს რედაქტირება]

Ich friere, frierst du hier nicht? - ამ ზმნას არ მოვიყვანდი მაინცდამაინც პირნაკლობის მაგალითად.
Es donnert — ავდრდება? თუ ქუხს?--გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 15:46, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

frieren-ს აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. 1. mich friert (მყინავს); 2. ich friere (ვიყინები, მცივა); 3. es friert (ყინავს). ეს უკანასკნელი მნიშვნელობა ნამდვილად პირნაკლია: აი აქ ნახეთ ეს სამივე მცირედ განსხვავებული მნიშვნელობა. donnern-ის შემთხვევაში მართალი ხართ. Deu განხილვა 16:11, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
"მიხ ფრიერტ" სად მიწერია, კაცო? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:27, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე წეღან გცემდი პასუხს და შენ ჩაერთე და ნაწერიც გამიქრა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:22, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

დათო, ბრაუნიც შენც ხარ? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:23, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, არა. ბრაუნი სხვაა. მე ბრაუნს ვპასუხობ :). Deu განხილვა 16:42, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ა, ოკ. ))) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:55, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

„ფრიერენი“ ამოვიღე. დიდად არც მე მომწონდა. თუ არ ვცდები, ადმონისთან მქონდა ნანახი. მე არ მომწონდა, სწორედ ბევრისთვის დამაბნეველი იმ -ieren-ის გამო. თუმცა, ერთი შეხედვით, ისედაც ცხადი უნდა იყოს, რომ „ფრიერენ“ ძლიერი ზმნაა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:29, 16 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ä ან ae - ცუდი არ იქნება, რომ ae-ც ჩაიწეროს, რადგან როდესაც ä-ის ჩაწერის საშუალება არ გვაქვს იწერება ae. აგრეთვე სხვა უმლაუტებშიც იგივე ჩანაწერი გაკეთდეს.--ცანგალა () 16:30, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ეს მეწერა ადრე და მგონი, დათომ წამიშალა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:36, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Pirtskhalava, მე ამ სტატიაზე მანამდე ვმუშაობდი, ვიდრე შენ დაიწყებდი დამუშავებას. მაგის მერე მე არაფერი არ წამიშლია. Deu განხილვა 16:43, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი, დათო, ასე მახსოვდა, ცუდი არაფერი მიგულისხმებია. არც ამ წაშლაზე მაქვს რამე გართულება. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:52, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არსებითი სახელი[წყაროს რედაქტირება]

მდედრობით ანუ ნულოვან ბრუნებას ეკუთვნის მდედრუბითი სქესის ყველა არსებითი სახელი (die). მათ მხოლობით რიცხვში არა აქვთ დაბოლოება, ეცვლებათ მხოლოდ არტიკლი (არტიკლის ბრუნების წესის მიხედვით). მრავლობითში კი დაირთავენ -n ან -en დაბოლოებას:
ამას მე შევცვლიდი ასე

"მდედრობით ანუ ნულოვან ბრუნებას ეკუთვნის მდედრობითი სქესის ყველა არსებითი სახელი (die). მათ მხოლობით რიცხვში არა აქვთ დაბოლოება, ეცვლებათ მხოლოდ არტიკლი (არტიკლის ბრუნების წესის მიხედვით). მრავლობითში კი დაირთავენ –e, -n ან -en დაბოლოებას, ფუძისეული ხმოვანი ზოგჯერ დაირთავს Umlaut–ს".--გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 17:06, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადამაქვს უცვლელად. არაჩვეულებრივია. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:13, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბრუნების ტიპები[წყაროს რედაქტირება]

რახან არსებითი სახელის ბრუნების ტიპებს აღვწერთ, შერეულიც უნდა მოვიხსენიოთ (Herz, Buchstabe, Gedanke etc.), რას იტყვით? თორემ ეს თემა თითქოს დაუსრულებელია ამის გარეშე --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 17:11, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

შერეული არ მიწერია? ახლავე ვნახავ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:14, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზედსართავი სახელის ............... ბრუნება[წყაროს რედაქტირება]

ზედსართავი სახელის [დასარედაქტირებელ] ბრუნებას რას ვუპირებთ? ხომ არ დაგეხმაროთ? --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 17:19, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობელი ვიქნები. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:22, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაჩვეულებრივია. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:29, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ :) --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 18:43, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]


--Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:45, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოვრჩი ზედსართავს, აბა გადახედეთ და შეასწორეთ, რაც შესაწორებელია ) --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 19:35, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გარდამავლობა[წყაროს რედაქტირება]

არაჩვეულებრივად კარგად მიდის ყველაფერი. გარდამავლობაზე თუ შეგექნეთ უკეთესი ახსნა (განმატება, წესი) ან უკეთესი მაგალითები, კარგი იქნება თუ დამატებთ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 19:12, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გარდამავლობას და გარდაუვალობას გადავხედავ, თქვენი ნებართვით :) --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 19:51, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

კეთილი. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 20:54, 10 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გარდამავლობის სექციაში იქნებ ვახსენოთ, რომ ბევრი გერმანული ზმნა (anfangen, abschließen, wechseln, öffnen და სხვ.) ერთდროულად გარდამავალი და გარდაუვალია, რომ არ შეიქმნას იმის ილუზია, რომ ეს კატეგორიები ერთმანეთს გამორიცხავს („სხვა ყველა დანარჩენი ზმნა გერმანულში გარდაუვალია.“).--Vancho განხილვაწვლილი 22:10, 21 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თემის გაყოფა[წყაროს რედაქტირება]

ამჟამად სტატიის სათაური არ შეესაბამება მის შიგთავსს. თემის თითქმის 90% გრამატიკაა უამრავი ქვესათაურით, რაც უსიამოვნო წასაკითხია, მით უმეტეს როცა მკითხველი თემაში გერმანული ენის მიმოხილვას ელის და არა მისი გრამატიკის გაკვეთილს. ჩემი აზრით, ეს უზარმაზარი გრამატიკა ახალ თემაში გერმანული გრამატიკა უნდა გადავიტანოთ, მიმდინარე თემაში კი გრამატიკა მკვეთრად უნდა შევამოკლოთ, როგორც ეს ინგლისურ ვიკიზეა. --Vancho განხილვაწვლილი 22:10, 21 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ენის დახასიათება გულისხმობს ენის გრამატიკის აღწერას. თუ ახალი რამის დამატება შეგიძლიათ, დაამატეთ, თუ არადა, შემოკლებებს შეეშვით. --Pirts განხილვაწვლილი 22:45, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რაც შეეხება სტატიას "გერმანული გრამატიკა", მაგ თემაზე მე ვაპირებ კიდევ უფრო აკადემიური ენით დაწერილი მასალის განთავსებას, თუ თქვენ გეჩქარებათ დაწერეთ ახალი, მაგრამ აქედან არ გირჩევთ წაღებას. არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თქვენ გერმანული გცოდნიათ, შევიხედე თქვენ გვერდზე, რა სპეციალობისა ხართ, ვანჩო? --Pirts განხილვაწვლილი 22:56, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ გეთანხმებით, რომ „ენის დახასიათება გულისხმობს ენის გრამატიკის აღწერას“ -- მიმდინარე თემის სტრუქტურაც კი არ შეესაბამება ამ მოსაზრებას. კარგი მაგალითისთვის იხილეთ შვედური ენის რჩეული სტატია ინგლისურ ვიკიზე, რომელიც გრამატიკის გარდა მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიული გავრცელების, დიალექტების, ფონოლოგიის, სიტყვათა მარაგის, დამწერლობის და ნიმუშის სექციებს. როგორც შვედურის სტატიაში შენიშნეთ, სექციები არამარტო არსებობს, არამედ არც ერთი სექცია არ ჩრდილავს სხვა სექციებს საკუთარი დეტალურობით.

მოკლედ, ამ სტატიას ერთდროულად ორი პრობლემა აქვს:
  • დისპროპორციულად დიდ (90%) ზომას ანიჭებს თემის ერთადერთ ასპექტს (გრამატიკას). ამის შესახებ იხილეთ ინგლისური ვიკის წესი ნეიტრალობაზე;
  • ზოგადი თემა უნდა წარმოადგენდეს შესავალს და არა მისი რომელიმე ასპექტის დეტალურ განხილვას. ამის შესახებ იხილეთ ინგლისური ვიკის წესი რელევანტურობაზე.

ჩემი კომპეტენცია შესაბამის გვერდზე განვიხილოთ. --Vancho განხილვაწვლილი 01:53, 23 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვანჩო,

მიდით გადაიტანეთ. მე გეუბნებით ჩემს აზრს. მორჩა. ქართული ვიკიპედია ასე მოვიდა, როგორც მოვიდა. ახლა თქვენ სტატიების რიცხვი რომ გაზარდოთ, ადექით და თუ გნებავთ, გააკეთეთ ამ უკვე დაწერილი მასალისგან 10 სტატია. მე გირჩევდით, თუ შეგიძლიათ, ახალი მიამატოთ რამე.

უსიამო საკითხავი კიდევ რას ნიშნავს, არ მესმის. შედით გერმანულ ვიკიპედიაზე და ნახეთ იქ როგორ არის. მე გეუბნებით, რომ სულ მალე ვაპირებ ვრცელი სტატიის გაკეთებას გერმანულ გრამატიკაზე. მერე კიდევ რა პროცენტებით მელაპარაკებით, სიტყვები დათვალეთ, თუ რა ჰქენით. ეს ვერ გავიგე კიდევ.

თქვენ არ ჩანხართ ფილოლოგი და ასე მიტომაც ლაპარაკობთ. კომპეტენციაზე საუბარსაც მიტომ აარიდეთ თავი. გეუბნებით დახასიათება გულისხმობს მათ შორის ენის გრამატიკის დახასიათებასაც. --Pirts განხილვაწვლილი 14:24, 23 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გერმანულ ვიკიპედიას გადავხედე და სტატია უამრავი სექციისგან შედგება, რომელთან გრამატიკას მინიმალური ადგილი უჭირავს... ეს მაგალითიც ჩემს არგუმენტს ეხმარება.

ნებისმიერ ვარიანტში, არ მესმის, რატომ გახდა ჩემი შემოთავაზება წყენის საფუძველი. განხილვის გვერდი ამისთვისაა. კომპეტენციაზე ლაპარაკს კი თავი იმიტომ ავარიდე, რომ აკადემიურ სნობიზმს არ ჰქონდეს ადგილი აქ... თუმცა თქვენ ამან, როგორც ჩანს, არ შეგაჩერათ. --Vancho განხილვაწვლილი 00:28, 24 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვანჩო, ჯერ არაფერი მწყენია, მაგრამ ძალიან საწყენი იქნება თუ ამხელა დაწერილ მასალას ცალცალკე სტატიებად დაჩეხავდა ვინმე. აქ დაწერილი მასალა გერმანულ გრამატიკაზე არ არის არცერთ ქართულ ენაზე შექმნილ გრამატიკის წიგნში. ამიტომ მაინტერესებდა გერმანისტი ხართ, თუ არა. ქართველმა გერმანისტებმა იციან ეს პრობლემა და აი, ამიტომ. რაც შეეხება, ენის დახასიათებას. ეს საკითხი სხვადასხვაენოვან ვიკიში სხვადასხვანაირადაა გადაწყვეტილი. სხვათაშორის, ის მასალა, რომელიც ინგლისურ ვიკიში ძირითადად ენის ზოგად დახასიათებაში უწერიათ, ესეც ძალიან პირობითი რამაა; საზღვარი "ენის დახასიათებასა" და "გრამატიკის დახასიათებას" შორის არის ძალიან არამკვეთრი მანამ, სანამ ეს ორივე ცნება, ან სტატია არ შეივსება შესაბამისი შინაარსით. ამის დასანახად, როგორც ჩანს, რაღაც ფილოლოგიური კომპეტენციაა საჭირო და უბრალოდ ერთ-ორი ენის რაღაც დონეზე ცოდნა. სნობიზმზე კიდევ ჩაიხედეთ ლექსიკონში, მაშინაც კი, თუ ძალიან დაწმუნებული ხართ, რომ მისი მნიშვნელობა იცით. ფრაზა "უსიამო წასაკითხია" არ არის არგუმენტი, არამედ მეტად სუბიეტური გამონათქვამია. არ ვიცი, თქვენ ტერმინოლოგიურ მხარეს გულისხმობთ ამ უსიამოვნოში. ამის საპასუხოდ, შეიძლება ვიღაც ადგეს და გითხრათ, რომ არა, მეტად სასიამოვნო წასაკითხიაო. გერმანულ გრამატიკაზე მე ვამზადებ სტატიას დუდენის გრამატიკის მიხედვით მომზადებულს. გარდა ამისა, ჩაიხედეთ ქსე-ში და ნახეთ იქ როგორი უსიამო წასაკითხავია ეს დახასიათებები. --Pirts განხილვაწვლილი 10:43, 24 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

„აქ დაწერილი მასალა გერმანულ გრამატიკაზე არ არის არცერთ ქართულ ენაზე შექმნილ გრამატიკის წიგნში“? ამ გვერდზე დაწერილი მასალა გრამატიკის წიგნს რომ ჰგავს, ამაშია პრობლემა. წიგნს ვიკიპედიას არც ერთი გვერდი არ უნდა ჰგავდეს, და მით უმეტეს არ უნდა ჰგავდეს ენის ზოგადი მიმოხილვის გვერდი გრამატიკის წიგნს.

მე არ ვიცი კონვენცია ქართულ ვიკიზე, რომელიც ენის გვერდის სტრუქტურას წყვეტს. თუ თქვენ იცით, მიმითითეთ.

ენის და გრამატიკის დახასიათებას შორის მკვეთრი საზღვარია; გრამატიკის დახასიათება ენის დახასიათების ნაწილია, თუმცა ენის დახასიათება გრამატიკის გარდა ბევრ სხვა თემას მოიცავს. სიმრავლე-ქვესიმრავლის ტიპის დამოკიდებულებაა, და არ მესმის, რატომ ვართულებთ.

სტატიის შემოკლება/დაყოფის არგუმენტები წინა პოსტში მოვიყვანე (ნეიტრალობის & რელევანტურობის პრობლემები -- ამიტომაა სტატია უსიამოვნო წასაკითხი). კიდევ გავიმეორებ, რომ სტატიის ფაქტუალურ სისწორესთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ამაში არაა პრობლემა.

რაც შეეხება ქსე-ს, ვიკიპედიას მოდელი, კიდევ კარგი, ქსე-ს არ ეფუძვნება.

ბოლოს, იმედია ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ვიკის სტატიები საშუალო მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული და არა ვიწრო პროფესიულ წრეებზე (ფილოლოგებზე და ა.შ.). --Vancho განხილვაწვლილი 12:16, 24 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვანჩო, მიდით და გადააკეთეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ მართებულად. მე რამდენადაც ვიცი, უკან დაბრუნება მაინც შეიძლება. სიტყვა ეფუძნება ვ-ს გარეშე იწერება. --Pirts განხილვაწვლილი 13:35, 24 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

უნდა ვაღიარო, ვიკის განხილვის ისტორიაში ასეთი დრამატული გამოხმაურება არასდროს მიმიღია.
თუმცა, რაც მთავარია, მადლობას გიხდით ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ქართული ენის ფასდაუდებელი გაკვეთილისთვის.
აქვე აღვნიშნავ, რომ თემაში დიდი ცვლილებების შეტანამდე ვიკის სხვა მომხმარებლების აზრიც მაინტერესებს. --Vancho განხილვაწვლილი

ვანჩო, მე უკვე გითხარით, თქვენ დაწერეთ, თუ არ ივარგებს, წაშლა ყოველთვის შეიძლება. --Pirts განხილვაწვლილი 22:33, 24 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

Vancho-ს ვეთანხმები იმაში, რომ ამ სტატიაში გრამატიკის გარდა გერმანულ ენასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც უნდა იყოს გაშუქებული და გრამატიკის ვრცელი აღწერა ცალკე სტატიაში იყოს. - Island (გ) 14:23, 25 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი, ბატონო, მეც გავიზიარებ მაგ აზრს, - ალბათ, უკვე ნახეთ, გერმანული გრამატიკა გავაკეთე, სხვანაირად მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ახლა როგორც არის, ისე არის, - ოღონდ მითხარით, რა ვწეროთ ამიერიდან სტატიებში გერმანული ენა, ფრანგული ენა და ა.შ..

იქნება გამოვიმუშაოთ, რაღაც სტანდარტივით, რა კონტენტი იქნება ენის სტატიაში და რა გრამატიკისაში. --Pirts განხილვაწვლილი 22:51, 25 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ვიკიპედიაზე ენის და ენის გრამატიკის გვერდების შექმნისთვის ცალკე სახელმძღვანელოები არ არის საჭირო. ამ ზოგადი გვერდებით ვიხელმძღვანელებდი:

გარდა ამისა, ენის სტატიებში ყოველთვისაა იმის რისკი, რომ სტატია დაემსგავსოს წიგნს, რაც არ გვინდა (ამისთვის ვიკიწიგნები არსებობს).

წყაროების გამოყენება ყველა სტატიაში მისასალმებელია, მაგრამ განსაკუთრებით გერმანული ენის სტატიაში. გრამატიკაში ალბათ ნაკლებად. მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკური წყაროებია (წიგნები) თუ ონლაინ-წყაროები, ვიკის უამრავი თარგი აქვს მათი სტანდარტიზებისთვის. ზოგი არასრულყოფილია, მაგრამ მათი გამოყენება ნებისმიერი ციტირებისას მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მე შეიძლება ჩიკაგოს სტილს ვიყენებდე, სხვა APA-ს, სხვა კი -- პირად სტილს და სქოლიო ცუდი წასაკითხი გახდება. არსებობს თარგები:
  1. წიგნებისთვის
  2. პერიოდული გამოცემებისთვის
  3. ვებგვერდებისთვის
  4. ახალი ამბებისთვის
  5. ენციკლოპედიებისთვის
  6. ციტირებისთვის

ჩემი აზრით, ენის სტატიის სტრუქტურის კარგი მაგალითია ინგლისური ვიკიპედიის სტატიები ენებზე.

მიმდინარე სტატიაში რამდენიმე ცვლილება შევიტანე და წყაროები დავამატე. --Vancho განხილვაწვლილი 07:42, 26 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვანჩო, დაწერეთ ერთი ამ მითითებული ინსტრუქციების მიხედვით სტატია გერმანულ ენაზე და დავინახავთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი პრაქტიკულად განხორციელდეს. გელოდებით. თუ მოგვეწონება და მისაღები აღმოჩნდება, ჩვენც გადავიღებთ. --Pirts განხილვაწვლილი 10:49, 26 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თემის ვინმეს მიერ (მათ შორის ჩემ მიერ) უზურპირების მომხრე არ ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, გერმანული ენის თემაზე ბევრი ვიკიპედიელი ერთად იმუშავებს. --Vancho განხილვაწვლილი 16:44, 26 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა ვიცი, ასე უნდა იყოს და ისე უნდა იყოსო და ... მაინტერსებდა გამეგო, როგორია სასიამოვნოდ დაწერილი ტექსტი. როგორც ჩანს, ვეღარსდროს გავიგებ ამას თქვენგან.

ისლანდ, კარგი იქნება, თუ დავადგენდით, რა ჩავწეროთ ენის სტატიაში და რა ჩავწეროთ გრამატიკის სტატიაში. იმიტომ რომ საზღვარი ენასა და გრამატიკას შორის, მოგეხსენება, არ არის მკვეთრი, ანუ სად იწყება, ან მთავრდება ენის დახასიათება და პირიქით, სად – გრამატიკის დახასიათება. გამაგებინე, თუ შეიძლება, ბულგარულ ენას რა ვუყო, რა ვუყო ინგლისურ ენას.

--Pirts განხილვაწვლილი 17:44, 26 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ახლა ენისა და გრამატიკის საზღვარზე (თუ საერთოდ არის ასეთი) მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს :) შემიძლია ვთქვა, უბრალოდ, ამ სტატიაში სხვა საკითხებთან (მაგ., ენის ისტორია, გავრცელების არეალი, დიალექტები და ა.შ.) ერთად გრამატიკის მოკლე, კომპაქტური მიმოხილვა იყოს და უფრო ვრცელი აღწერა ცალკე სხვა სტატიაში. ინგლისური ვიკიპედია კარგი მაგალითი იქნება. - Island (გ) 05:41, 27 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ასეთნაირად გკითხავ; მე ოდესღაც განვავრცე სტატიები ინგლისური ენა და ბულგარული ენა. რას მირჩევ, გადავიტანო ამ სტატიებში უკვე არსებული მორფოლოგიური ნაწილი ახალ სტატიებად „ინგლისური გრამატიკა“ და „ბულგარული გრამატიკა“? --Pirts განხილვაწვლილი 15:09, 27 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ გრამატიკა დიდია (ბულგარულის გრამატიკაზე ბევრი წერია, როგორც ვხედავ), ჩემი აზრით, ცალკე სტატია ეკუთვნის.

ზოგადად მე მომწონს შვედური ენის რჩეული სტატიის სტრუქტურა ინგლისურ ვიკიზე:
  1. კლასიფიკაცია
  2. ისტორია
  3. გავრცელების არეალი
  4. დიალექტები
  5. ფონოლოგია
  6. სიტყვათა მარაგი
  7. დამწერლობა
  8. გრამატკა
  9. ნიმუში
  10. „იხილეთ ასევე“ (= გერმანულთან მჭიდროდ დაკავშირებული ვიკის სტატიების სია)
  11. სქოლიო
  12. ბიბლიგორაფია
  13. რეკომენდებული საკითხავი
  14. გარეშე ლინკები
ნებისმიერ ქვესათაურზე თუ მეტი ინფორმაცია გვაქვს (მაგ., გრამატიკაზე), იქვე მივლინკავთ.

გერმანული ენის სტატია გერმანულ ვიკიზე უფრო მძიმე საკითხავია, რადგან დისპროპორციულად დიდ ყურადღებას უთმობს ენის გავრცელების არეალს. თუმცა „ენის სტრუქტურის“ სათაურის ქვეშ აქვს გაერთიანებული ფონოლოგია, სიტყვათა მარაგი, დამწერლობა და გრამატიკა (და მართლწერა) და ესეც არაა ცუდი იდეა. --Vancho განხილვაწვლილი 23:47, 27 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]