განხილვა:გერმანიკული ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სტატიის სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

გერმანიკული ენები არასწორია უფრო სწორი არის გერმანული ენები--Nugo92 განხილვა 09:09, 21 ივლისი 2011 (UTC)

წყარო .. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 23:25, 21 ივლისი 2011 (UTC)

თუ გერმანიკულს უკუვაგდებთ, მაშინ კატეგორიაც უნდა გავასწოროთ. მე გერმანიკული ვიცოდი, — ენათმეცნიერების შესავალში ასე გვქონდა ნასწავლი, მაგრამ ლექსიკონებში ახლა ყველგან გერმანული წერია, ვნახე. თავის დროზე ისლანდთან მქონდა, მგონი, საუბარი ამ თემაზე. დადეთ წყარო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 23:38, 21 ივლისი 2011 (UTC)

Nugo92, ნუ ასწორებ მანამ არ შევჯერდებით. ქსეში წერია გერმანიკული— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 15:34, 22 ივლისი 2011 (UTC)

ვააა! აი, ხომ ხედავ. მე გერმანიკული უფრო მომწონს, ასე მისწავლია, მაგრამ ამ ნუგომ ისე მიასწორ-მოასწორა, არც უკითხავს რამე, ვეთანხმებოდით თუ არა, და ვიფიქრე ალბათ რამე წყარო აქვს-მეთქი. ახალ განმარტებით ლექსიკონში ხომ არ ნახავდით ? "გ" გამოსული უნდა იყოს. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 21:24, 23 ივლისი 2011 (UTC)

გერმანული ენები, თუ გერმანიკული ენები[წყაროს რედაქტირება]

ყველგან სხვადასხვანაირად წერენ.

ქეგლი (1954 წ.) ტომი II, (გეომეტრ-ი — გერშვა, 1430)[წყაროს რედაქტირება]

1. გერმანისტი - გერმანული ენებისა და ფილოლოგიის სპეციალისტი.
2. გერმანისტიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გერმანულ კულტურას, ენებსა და ფილოლოგიას.


უნდა ავირჩიოთ სარწმუნო წყარო, რომელიც იქნება სარწმუნო წყაროებს შორის ყველაზე გვიანდელი. და მასეთია ქეოლ 98 წლის სადაც გერმანიკული წერია.~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:03, 25 ივლისი 2011 (UTC)

ავირჩიოთ რა, მე პირადად გერმანიკული ენები (შესაბამისად გერმანული ენა) მომწონს. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:05, 25 ივლისი 2011 (UTC)

  • აქ მოწონება არაა მთავარი, ისაა გასარკვევი რომელია სწორი, ჩემი აზრით როცა ქართული დაბოლოება -ული არის სიტყვაში ლათინურიდან კ-ს დატოვება არ არის სწორი --Nugo92 განხილვა 07:30, 27 ივლისი 2011 (UTC)
„ჩემი აზრით როცა ქართული დაბოლოება -ული არის სიტყვაში ლათინურიდან კ-ს დატოვება არ არის სწორი“ — არის გამონაკლისებიც: სინთეთიკური, მუსიკალური (ალ-იც იგივე მნიშვნელობისაა). ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი წერს გერმანიკულ ენებს, როგორც დიქსტოსამ თქვა. ამიტომ აქ უკვე ჩვენი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. დააბრუნეთ ყველაფერი უკან. — დავით პასუხი 07:36, 27 ივლისი 2011 (UTC)
ნუგო ამბობს -ნულიაო, საბჭოთა ენციკლოპედია გვამცნობს -კულიაო. რომელს დავუჯეროთ? ნუგოს? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:46, 2 აგვისტო 2011 (UTC)

მაშ, დავტოვოთ გერმანიკული![წყაროს რედაქტირება]

დააბრუნეთ. გეთანხმებით. ოღონდ ამასობაში მე ცოტა რაღაც ტექსტიც დავამატე და იმას ნუ წაშლით. დამატებას ვაპირებ კიდევ. :) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 07:05, 28 ივლისი 2011 (UTC)

სათაურს თუ თქვენ დააბრუნებთ, ტექსტში მე თვითონ გავასწორებ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 07:10, 28 ივლისი 2011 (UTC)

დავითს ვერ დავეთანხმები რადგან მაგალითებში სინთეთიკური და მუსიკალური კ არის სიტყვის ნაწილი სინთეთიკა და მუსიკა, ამ ენების სახელწოდება სიტყვა გერმანია-დან გამომინარეობს და არა სიტყვა გერმანიკადან რომელიც არ არსებობს--Nugo92 განხილვა 08:58, 1 აგვისტო 2011 (UTC)

ხო, ენა არაა ყოველთვის კანონზომიერი. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:51, 2 აგვისტო 2011 (UTC)

გერმანიკული და არა გერმანული[წყაროს რედაქტირება]

გერმანიკული უნდა ეწეროს სათაურად. ამ შემთხვევაში რატომ არ ჩაიხედავთ ჩაიხედეთ ქსეში, მიკვირს. ცანგალა, ჩაირიეთ, თუ შეიძლება. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 87.144.147.23 (განხილვაწვლილი) .

გერმანიკული ენები - ქსე, ტ. 3, გვ. 125, თბ., 1978. --ცანგალა () 20:28, 30 იანვარი 2012 (UTC)
გადატანილია სწორ სათაურზე თავისი რედაქტირების ისტორიით.— G.G. 15:20, 31 იანვარი 2012 (UTC)

ძალიანაც კარგი, ბატონო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 04:11, 1 თებერვალი 2012 (UTC)