შინაარსზე გადასვლა

განხილვა:გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1949-1990)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
თემის დამატება
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

ხომ არ აჯობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1949-1990)? --JABA 1977 14:46, 20 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

de:Geschichte der Bundesrepublik Deutschland (bis 1990) — იყოს როგორც გერმანულში. პრობლემაა?--ცანგალა () 17:13, 20 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

პრობლემა ნაკლებად, მაგრამ როდესაც არსებობს იტალიის სამეფო (1861-1946), ვფიქრობ გამართლებულია მასეთი სათაურით არსებობდეს სხვაც. თანაც არ მესმის ქართულ ვიკიპედიაში გერმანულად რატომ უნდა იყოს? --JABA 1977 17:22, 20 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ჯაბას ვემხრობი, მაგრამ უბრალოთ დასავლეთ გერმანია რომ იყოს პრობლემაა?--GagaVaa 12:47, 19 მარტი 2015 (UTC)პასუხი
ვეთანხმები გაგას. მემგონი დასავლეთი გერმანია სჯობს. Gobrona განხილვაწვლილი 09:28, 12 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

ჩემთვის არც გაგას ვარიანტია ურიგო, მაგრამ რადგან დამკვიდრებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო ამიტომ შემოგთავაზეთ მსგავსი სათაური. თუმცა ერთი ცხადია, რომელიც არ უნდა გადაწყდეს, მეორედან გადამისამართებაა გასაკეთებელი. --ჯაბა 1977 09:37, 12 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

პრობლემა ისაა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის დღევანდელი გერმანიაც და დასავლეთ გერმანიაც. როცა გერმანია გაერთიანდა, აღმოსავლეთ გერმანიამ შეწყვიტა არსებობა და მისმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ მათ ანექსიას. ანუ დღევანდელი გერმანია იგივე გერმანიაა, რომელიც 1949 წელს დაარსდა, იგივე სახელით და იგივე კონსტიტუციით. ამ სტატიაში როგორც წერია, რომ „ყოფილი სახელმწიფო“ იყო, არასწორია — იმიტომ, რომ დღესაც არსებობს ეს სახელმწიფო. აღმოსავლეთ გერმანიამ, ანუ გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო „დასავლეთ გერმანიამ“, როგორც სახელმა აზრი დაკარგა გაერთიანების მერე, როცა თავად ქვეყანა დღესაც არსებობს. ამიტომაც, მგონია, რომ სტატია უნდა იყოს თავად ტერმინის შესახებ, რომ ასე ეძახდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას გაერთიანებამდე და მოიცავდა მხოლოდ დასავლეთ ნაწილს, ამა და ამ შტატებს, ჰქონდა კაპიტალისტური ეკონომიკა, ვაჭრობდა დასავლეთ ბლოკთან და ა.შ. 212.58.102.79