განხილვა:გერმანიის საქალაქო სასამართლო
იმედია აქ მხოლოდ გერმანიის ამტსგერიხტზე არ დაიწერება სტატია. საქალაქო სასამართლოები საქართველოშიც გვაქვს, როგორც საერთო სასამართლოების ერთ-ერთი სახე რაიონულთან ერთად. გერმანულ ამტსგერიხტზე ალბათ ჯობია დაიწეროს სტატია: ამტსგერიხტი. Deu. 20:04, 1 იანვარი 2013 (UTC)
ქართულად მაგას „საქალაქო სასამართლო“ ჰქვია. საერთოდ, არ იქნება ცუდი, თუ ამტსგერიხტზეც იქნებოდა გამოახებადი მაგ სტატია. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 20:38, 1 იანვარი 2013 (UTC)
- ამტსგერიხტი არ ითარგმნება (როგორც ბუნდესტაგი). გარდა მაგისა, "საქალაქო სასამართლო" ქართულ რეალობაში სხვა ორგანიზაციაა, ქართული სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ნაწილია - სტატია გერმანიის ვითარებას აღწერს, მაშინ, როცა საქალაქო სასამართლო გვაქვს საქართველოშიც. სტატიას უნდა ერქვას "ამტსგერიხტი" ან "საქალაქო სასამართლო (გერმანია)". თუმცა, მე პირველს ვემხრობი, რადგან ასეთი დასახელებები, როგორც წესი, არცერთ ენაზე არ იტარგმნება. Deu. 09:31, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ვეთანხმები Deu-ს.--ცანგალა (გ) 10:12, 4 იანვარი 2013 (UTC)
- გაუგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ქ-ნ ჩაჩანიძეს და ვინ იცის, ეგებ გაითვალისწინოს კიდეც. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:37, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ვინ არის ქალბატონი ჩაჩანიძე? სხვა ენოვანი ვიკიპედიები წერენ „ამტსგერიხტი“--ცანგალა (გ) 14:30, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ჩაჩანიძე რა შუაშია? არ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ქართული „საქალაქო სასამართლო“ და გერმანული „საქალაქო სასამართლო“? (თუნდაც რომ ითარგმნებოდეს ეს სიტყვები). Deu. 14:41, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ამას დავა რად სჭირდება, რომ უნდა განსხვავდეს? — მიხეილ მიწერა 15:03, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ჩაჩანიძე რა შუაშია? არ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ქართული „საქალაქო სასამართლო“ და გერმანული „საქალაქო სასამართლო“? (თუნდაც რომ ითარგმნებოდეს ეს სიტყვები). Deu. 14:41, 4 იანვარი 2013 (UTC)
ვეთანხმები, მიშას. ახლა ვაპირებდი ამის დაწერას. --ჯაბა ლაბაძე 15:07, 4 იანვარი 2013 (UTC)
ჩაიხედეთ ჩაჩანიძის წიგნში, 24-ე გვერდზე, და ნახავთ, როგორაა თარგმნილი "ამტსგერიხტი". რაც შეეხება სათაურს, კი, სათაურს სჭირდება დაზუსტება. მე ვემხრობი ვარიანტს „საქალაქო სასამართლო“ (გფრ). [აქ ხელის მოწერა დამვიწყებია.] --Pirtskhalava განხილვაწვლილი 19:44, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ხოდა სათაურზეა საუბარი.--ცანგალა (გ) 15:45, 4 იანვარი 2013 (UTC)
სათაურს აქამდე მეც გავასწორებდი, მაგრამ გადამისამართებას ვეღარ ვპოულობ. რა უყავით, სად წაიღეთ? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 15:48, 4 იანვარი 2013 (UTC)
- ზემოთ მარჯვნის ვარსკვლავის შემდეგ ისარს რომ ხედავ იქ არის. გადატანა.--ცანგალა (გ) 15:58, 4 იანვარი 2013 (UTC)
ვნახავ, მადლობა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:04, 4 იანვარი 2013 (UTC)
დევიღუპეეეე! ხალხო, მიშველეთ! ტრირი ჩავწერე, გე-ფე-რე-ს ნაცვლად. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:11, 4 იანვარი 2013 (UTC)
ნახეთ ერთი, სწორად არის? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 16:13, 4 იანვარი 2013 (UTC)
- სათაურში ფრჩხილების გამოყენებას ვერიდებით, ამ შემთხვევაში კი ფრჩხილების თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია. — მიხეილ მიწერა 16:25, 4 იანვარი 2013 (UTC)
გერმანიის საქალაქო სასამართლო ივარგებს? --ჯაბა ლაბაძე 16:30, 4 იანვარი 2013 (UTC)
მე არც "ამტსგერიხტის" წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ეთერ ჩაჩანიძის ავტორობით გამოცემულ იურიდიულ ლექსიკონში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც საქალაქო სასამართლო. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:01, 4 იანვარი 2013 (UTC)
- გადამისამართება გაუკეთდა „ამტსგერიხტიდანაც“. — მიხეილ მიწერა 18:15, 4 იანვარი 2013 (UTC)
ამტსგერიხტის პირდაპირ გადმოტანის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]მე ფორმა "ამტსგერხტის" წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ სტატიის მთავარ სათაურად დავტოვოთ იგი.
ამტსგერიხტისნაირი სიტყვების სხვა ენებიდან წამოღება კი შეიძლება, მაგრამ ასე პირდაპირ გადმოტანა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა არ არსებობს სიტყვის ადეკვატი, როცა სიტყვის არც კალკირებით თარგმნა ხერხდება, როცა საერთოდ რეალია იმდენად უცხო არის, რომ მის გამგონ-წამკითხავს დრო სჭირდება, ვიდრე მიხვდება რაზე ელაპარაკებიან.
აი საქალაქო სასამართლო უფრო გასაგებია, გერმანელისთვისაც და ქართველისთვისაც. ორივე ქვეყნებში პირველი ინსტანციის სასამართლოა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:59, 4 იანვარი 2013 (UTC)