განხილვა:გერმანიის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია გერმანიის იმპერია არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (26 ნოემბერი, 2009).

განხილვა[წყაროს რედაქტირება]

resursebi, sqolio, literatura aklia... - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 02:54, 9 დეკემბერი 2007 (UTC)

პირველი სურათი რაღც უშნოდაა გამოჩხერილი, დაფაში რომ ჩავსვათ ბოლოსკენ? ლიტერატურა ეგებ მოვიძიოთ, და კიდევ უფროსი ხაზის რეისი, თუ რაისი?--Rastrelli 05:10, 2 აპრილი 2008 (UTC)

ჩემს მიერ გამოყენებულ წიგნში წერია უფროსი ხაზის რეისი--Ventusa 13:39, 2 აპრილი 2008 (UTC)

მაშინ თამამად გეტყვი რომ წიგნი რუსულ კალკს მიყვება (რუსულად ფროიდიც - Freud - ფრეიდია), სინამდვილეში (გერმანულში რომ გადავამოწმე) არის როისიReuß ältere Linie და Reuß jüngere Linie R 16:38, 2 აპრილი 2008 (UTC)

გეთანხმები (დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში)--Ventusa 17:16, 2 აპრილი 2008 (UTC)

ქართულში როგორ არის დამკვიდრებული არ ვიცით, მაგრამ გერმანულიად როგორც ორივემ აღნიშნეთ როისი იკითხება.--ცანგალა () 17:46, 2 აპრილი 2008 (UTC)

ზუსტად მაგიტომ სტატიაში ჯერჯერობით არ ვასწორებ--Ventusa 20:17, 2 აპრილი 2008 (UTC)

––––––––––––––––––––––––––––

– "როისი" არის მართებული ფორმა. რაც შეეხება იუნგერე ლინიესა და ელტერე ლინიეს, იქნება ქსე–ში ყოფილიყო–თქო. თუ არადა,... მაშინ ნეიმანის სინონიმების ლექსიკონში მოსაძებნია შესაბამისი სიტყვა. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე არ მომწონს სიტყვა "ხაზი". ამ სიტყვას შემდეგი სინონიმები აქვს; ზოლი, არე, ზონა, სარტყელი. მოგწონთ რომელიმე? მე არა. --pirtskhalava 21:22, 2 აპრილი 2008 (UTC)

იუნგერე ლინიე არის უმცროსი შტო... მართებული "როისი უმცროსი ან უფროსი შტო" გიორგი მარუაშვილი 11:57, 4 აპრილი 2008 (UTC)

–––––––––––––––

შტო?

გასაგებია. გენეალოგიური ტერმინია. მაგრამ... როგორც მიხვდი, ამავე დროს არის ტოპონიმიც და სწორედ ამის გამო ტოპონიმზე შტოს ("როისი უმცროსი ან უფროსი შტო") დარქმევა ძნელია. (თუ ასეთი ფორმით უკვე არაა დამკვიდრებული) იქნებ კიდევ რამე უფრო სპეციფიკური სინონიმი მოინახოს–თქო, ისეთი,... რომელიც ორივე შემთხვევაში ოპტიმალურად გაიჟღერებდა... თუ არა და დაგვეტოვებინა ისე როგორც გერმანულშია – მისი ვრცელი და შემოკლებული სახელწოდებით. ("ნიჟნი ნოვგოროდი", "დონის როსტოვი", "მაინის ფრანკფურტი", ან "ოდერის ფრანკფურტი". ამ ბოლო ორ შემთხვევაში, თავადაც კარგად იცი, ამ ქალაქების შემოკლებული ვარიანტებიც არსებობს) Grüsse --pirtskhalava 16:25, 4 აპრილი 2008 (UTC)

გაურკვევლობა ტექსტის შინაარსში[წყაროს რედაქტირება]

,პოლონეთს დაუბრუნდა ზემო სილეზიის ნაწილი და გასასვლელი ბალტიის ზღვაზე,

რას ნიშნავს პოლონეთს დაუბრუნდა ზემო სილეზია და გასასვლელი ბალტიის ზღვაზე? ანუ იყო ეს მიწები ადრე პოლონეთის? მგონი,დასავლეთპომერნი,პომერნი,ოპელნი,სილეზია(გერმანულად Schlesien) იყო გერმანული პროვინციები და შინაარსობრივად აშკარად არასწორია,როცა გერმანულ მიწებს ""ვუბრუნებთ"" პოლონეთს.სწორი იქნებოდა ""პოლონეთმა მიიტაცა გერმანული ტერიტორიები"".

იქნებ,ვიმსჯელოთ ამაზე... --Georgier 14:42, 4 თებერვალი 2009 (UTC)


თავს უფლებას ვერ ვაძლევ,შევასწორო ერთპიროვნულად ტექსტი,ამიტომ კარგი იქნება თუ დატოვებთ თქვენს აზრს. იგივე ეხება ელზასის "დაბრუნებას". ელზასი საფრანგეთს ვერ დაუბრუნდებოდა,რადგან ის გერმანული პროვინცია იყო. --Georgier 21:11, 4 თებერვალი 2009 (UTC)

ფრანკფურტის ზავით (1871) გერმანიასა და საფრანგეთს შორის. საფრანგეთს გერმანიისთვის უნდა გადაეცა ელზასი და ლოთარინგიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და გადაეხადა 5 მლრდ, ფრანკი კონტრიბუცია. ვერსალის საზავო ხელშეკრულებით (1919) გერმანია საფრანგეთს უბრუნებდა ელზას-ლოთარინგიას (ელზას-ლორენს) (1870 საზღვრებში);--ცანგალა () 22:03, 4 თებერვალი 2009 (UTC)

კარგი,მაგრამ ელზასის საკითხი სადაოა. და რას იტყოდი პომერნზე,დასავლეთ პომერნზე,ოპელნსა და შლეზიენზე?

"გერმანიამ დაუბრუნა პოლონეთ....."

რატომ დაუბრუნა? წაართვა კი გერმანიამ ეს ტერიტორიები ოდესმე სლავებს? --Georgier 22:11, 4 თებერვალი 2009 (UTC)

ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიხედვით (1919) გერმანია უბრუნებდა პოლონეთს- პოზნანს , პომორიესა და დასავლეთ პრუსიის ტერიტორიის ნაწილებს, ქ. დანციგი (გდანსკი) და მისი ოლქი თავისუფალ ქალაქდა"" ცხადდებოდა. შლეზვიგის, აღმოსავლეთ პრუსიის სამხრეთი ნაწილის და ზემო სილეზიის სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხი პლებისციტს უნდა გადაეწყვიტა (პლებისციტის შედეგად შლეზვიგის ნაწილი 1920 შეუერთდა დანიას, ზემო სილეზიის ნაწილი 1921 - პოლონეთს, აღმოსავლეთ პრუსიის სამხრეთ ნაწილი გერმანიას დარჩა); ჩეხოსლოვაკიას გადაეცა სილეზიის ტერიტორიის მცირე ნაწილი, გერმანიას დარჩა პოლონეთის ძველი მიწა-წყალი ოდერის მარჯვენა ნაპირზე, ქვემო სილეზია, ზემო სილეზიის მეტი ნაწილი და სხვა საარი 15 წლით ერთა ლიგის გამგეობაში გადავიდა. (განხილვის გვერდი გამომივიდა სტატია ვერსალის საზავო ხელშეკრულება) - იქნებ დაწერო კიდევაც. --ცანგალა () 22:50, 4 თებერვალი 2009 (UTC)

გერმანია უბრუნებდა ამ მიწებს პოლონეთს,თუ გერმანიას უნდა მიეცა ეს ტერიტორიები პოლონელებისათვის? ეს იცი რას მაგონებს? ტაო–კლარჯეთი იყო ქართული პროვინცია,შემდეგ შეიერთა იგი ოსმალოებმა,შემდეგ გადავიდა რუსეთის,საქართველოს შემადგენლობაში და ბრესტ–ლიტოვსკის ხელშეკრულებით საქართველომ ""დაუბრუნა"" თურქეთს ეს მიწები,თუ დაგვაბრუნებინეს? უკაცრავად,ოდერის მარჯვენა სანაპირო,რომელიც ამჟამად გერმანიას ეკუთვნის როდიდან გახდა პოლონეთის ძველი მიწა–წყალი? --Georgier 22:59, 4 თებერვალი 2009 (UTC)

ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919) - ქსე, ტ. 4, გვ. 375, თბ., 1979. და იცი ლიტერატურად მითითებულია რა არის (იმედია რუსული იცი) История дипломатии, 2 изд. т. 3., М., 1965. ხელშეკრულებები დიპლომატიურად იქმნებოდა. და ალბათ ახლაც ასეა. ვიღიმი აი როგორ წერია ბათუმის ხელშეკრულება საქართველოს ჩამოსცილდა... დიპლომატიის გარეშე არაფერი არ არის. ჩემი და შენი ურთიერთობაც. ვიღიმი, ხოლო სადაც დიპლომატია არ სჭრის იქ ომია.--ცანგალა () 23:31, 4 თებერვალი 2009 (UTC)


მაშინ ვიხმაროთ ტერმინი გადაეცა და არა–დაუბრუნდა,რადგან დაბრუნება შინაარსობრივად არასწორია.რაც არ წართმეულა,რაც მისი საკუთრება არ ყოფილა,იმის დაბრუნება შეუძლებელია. ეს იყო ანექსია წითელი არმიის მიერ,როცა პომერნი,დასავლეთი პომერნი,შლეზიენი დაუქვემდებარეს პოლონეთის მთავრობას.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,მილიონობით გერმანელი გახდა იძულებული,დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და იქცნენ ლტოლვილებად.რაც შეეხება ქალაქ დანციგს,არ ვიცი რატომ არქმევენ პოლონელები გერმანულ მიწებს/ქალაქებს სახელებს,მაგრამ მას არაფერი ჰქონდა საერთო პოლონეთთან. დანციგის ისტორია --Georgier 23:43, 4 თებერვალი 2009 (UTC)

მე რომ მკითხო დიპლომატიური უფრო პოლონეთს "უბრუნებდა", ვიდრე პოლონეთს "გადაეცა" ან "დაუბრუნდა". ხელშეკრულებიდან გამომდინარე უბრუნებდა. გერმანიას არ გადაუცია და არც დაუბრუნებია, არამედ უბრუნებდა. როდესაც ეს ტერიტორიები პრუსიის იყო. მაშინ პოლონეთი არ არსებობდა. რაც შეეხება დანციგ/გდანსკ ბერლინში ქუჩასაც კი შეუცვალეს ძველ სახელწოდებაზე. ეს ყველაფერი ისტორიაა. ისე საინტერესო სტატია გაქვს რომ დაწერო. -ცანგალა () 00:09, 5 თებერვალი 2009 (UTC)

და მე რომ მკითხო,დიპლომატიურად გერმანიისაგან გადაეცა ეს მიწები პოლონეთს,ხოლო ისტორიულად–ჩამოსცილდა.ზუსტად ისე,როგორც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხე. ღამე მშვიდობისა --Georgier 00:15, 5 თებერვალი 2009 (UTC)

ფაქტები[წყაროს რედაქტირება]

რჩეული სტატიაა და რამდენიმე ადგილას აქვს ჩასმული {{ფაქტი}} იქნებ რამე მოვუხერხოთ ამ საკითხს ! --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:39, 17 თებერვალი 2012 (UTC)

ვეთანხმები პაატას. ან უნდა მივხედოთ ამ სტატიას ან არადა სტატუსი უნდა ჩამოერთვას. --ჯაბა ლაბა 17:10, 17 თებერვალი 2012 (UTC)