განხილვა:გარდაბნის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემის და სოფლის საკრებულოები აღარ არსებობს--ლთ 01:52, 25 თებერვალი 2007 (UTC)

2006 წლის ზაფხულის აგვისტოს თვეში უკვე ვიცოდი, რომ უნდა გაუქმებულიყო. იგივე პრობლემა იყო 2006 წლის დეკემბერში, როდესაც რაიონები (გურიის) წაშალა ანონიმურმა მომხმარებელმა და შეცვალა მუნიციპალიტეტებით. იმ პერიოდში ვესაუბრე პრეზიდენტის კანცელარიაში და მიპასუხეს რომ არავითარი ცვლილებები არ იყო. იგივე მიპასუხეს პარლამენტშიც. ლიკუშ, მე არ გეკამათები, მაგრამ მაინტერესებს როდის გაუქმდა (ბრძანების ნომერი, წელი და ა. შ.). თუ მხოლოდ სიტყვიერად გაუქმდა - ეს გაუქმებულად არ უნდა ჩაითვალოს. თუ არსებობს ბრძაბულება კანონის შეცვლასთან დაკავშირებით სად არის. პრესაში თუ გამოცხადდა და ა. შ.Zangala 10:46, 25 თებერვალი 2007 (UTC)
აქვე მინდა სხვა პრობლემაც მოვიხსენიო მაგ. წყნეთი გარდაბნის რაიონს შეუერთდა, ხოლო კიკეთი, ტაბახმელა და კიდევ სხვა მრავალი სოფლები გარდაბნის რაიონს გამოეყო და თბილისს შეუერთდა. ეს ინფორმაციებიც არის გადასახედი. Zangala 20:25, 25 თებერვალი 2007 (UTC)
იხ. პარლამენტის გვერდზე კანონი თვითმმართველობის შესახებ , ამოქმედდა 2006 წლის ოქტომბერიდან, როცა ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. 64 და შემდგომი მუხლებით გაუქმდა ძველი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოები და დადგინდა მუნიციპელიტეტების საზღვრები.

თბილისის საზღვრების შეცვლის აქტის ნომრებს დავადგენ და მოგწერ--ლთ 06:00, 26 თებერვალი 2007 (UTC)


გთხოვ ნახო მცხეთის რაიონში ცვლილება შევიტანე. რაიონი უნდა დარჩეს, არ უნდა შეიცვალოს მუნიციპალიტეტად და არც გადამისამართება არ არის გასაკეთებელი (ჩემი აზრით). Zangala 13:36, 26 თებერვალი 2007 (UTC)

თბილისის საზღვრები შეიცვალა საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის #4173 დადგენილებით " ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ". ახალ რუკას ამოვტვირთავ--ლთ 15:32, 26 თებერვალი 2007 (UTC)

მცხეთა ცოტა გავასწორე, აბა ნახე?--ლთ 15:37, 26 თებერვალი 2007 (UTC)

ვნახე და მეც მასე შევასწორებ ყველა რაიონში. დღეს კი შევთანხმდით რაიონისა და მუნიციპალიტეტის გადამისამართებაზე, მაგრამ როგორც ვხვდები ერთი და იგივე არ არის ამიტომ თუ არ გამიბრაზდები გადამისამართებას არ გავაკეთებ (რა რჩევას გაქვს?). მცხეთის რაიონში გავაკეთე აგრეთვე გამგებლის წარმომადგენელი ჩავწერე (ალბათ ნახე), თუ რა ჰქვია სოფლების ყოფილ საკრებულოებს ეს ვერ დავადგინე ე. ი. წარმომადგენელი სად? წარმომადგენლები რაოდენობრივად იმდენივე დარჩა რამდენიც საკრებულო იყო. იმ განხსვავებით თუ რომელიმე თბილისს შეუერთდა ან გაუქმდა. ზოგიერთი სოფელი რომელიც უკვე თბილისს შეუერთდა დავწერე მცხეთის რაიონის განხილვის გვერდზე. ალბათ ამ ორ რაიონში გარდაბანსა და მცხეთაში მოსახლეობისა და ფართობიც უნდა შეიცვალოს, რადგან თბილისს შეუერთდა. მოკლედ და კონკრეტულად ყველაფერი თავიდან უნდა დაიწეროს.Zangala 16:00, 26 თებერვალი 2007 (UTC)

დასახლებული პუნქტების რაოდენობა[წყაროს რედაქტირება]

დიდი ლილოს, კოჯრის, ტაბახმელას და ფონიჭალის (და საკრებულოების სოფლების) გამოკლებით და ორ ახალ სოფელთან ერთად (ახალი კუმისი, ფოლადაანთკარი), დასახლებული პუნქტი 38 გამოდის, 1 ქალაქი და 37 სოფელი. სოფლების კატეგორიაშიც 37 სოფელია, სტატია თელეთს თუ გამოვაკლებთ --გიგა პასუხი 15:41, 23 აპრილი 2014 (UTC)