განხილვა:გარდაბნის ვაკე
ქსეში გამიჯნულია ყარაიას ველი და ყარაიის ვაკე. ეს სტატია ყარაიის ვაკეზე უნდა იყოს, ანუ დასაწყისში ალტერნატიულ სახელწოდებაში ვაკე უნდა ეწეროს ველის მაგივრად. შესაბამისად ყარაიის ველზეც უნდა იყოს ცალკე სტატია. აი რა განსხვავებაა ყარაიის ველსა და ყარაიის ვაკეს შორის ეგ დასადგენია.-Surprizi განხილვაწვლილი 23:25, 4 ნოემბერი 2020 (UTC)
- უცნაურობაა ქსეს მე10 ტომში სტატია ყარაიის ვაკე მისამართდება გარდაბნის ვაკეზე, ხოლო ქსეს მე2 ტომში გარდაბნის ვაკის სტატიაში ალტერნატიული სახელი ყარაიის ველია. მე მგონი ეს უზუსტობაა და მიმაჩნია რომ იქედან გამომდინარე რომ ამ რეგიონში გარდაბნის სახელი ახალშეცვლილია ყარაიდან გარდაბანზე, განოდის რომ გარდაბნის ვაკის ძველი სახელწოდება ყარაიის ვაკე უნდა იყოს. შესაბამისად ყარაიის ველი სხვა გაგებაა.-Surprizi განხილვაწვლილი 23:44, 4 ნოემბერი 2020 (UTC)
@Surprizi: გარდაბნის ვაკე იგივეა რაც ყარაიის ველი. უბრალოდ სტატიაში ინფორმაცია არც თუ ისე ზუსტად არის გადმოცემული. ინფორმაციისთვის გარდაბნის ვაკეს ხსენებულის გარდა, სხვა სახელწოდებებიც აქვს. არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. - OTOGI Messages 10:36, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
- აბა ქსეში სტატია ყარაია, გარდაბნის ვაკის პარალელურად რატომაა? გასაერთიანებელია? მე აქ გავმიჯნე და თუ გასაერთიანებელია, გავაერთიანებ!--Surprizi განხილვაწვლილი 11:33, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
@Surprizi: ყარაიის ველი წარმოდგენილია ისტორიულ ჭრილში, ხოლო გარდაბნის ვაკე გეოგრაფიულში. აქ ყარაიის ველი აღწერილია როგორც ცალკეული ისტორიული ტერიტორია, როგორც მეფეთა სანადირო ადგილი და ნასიბუს ტომის დასახლების ადგილი. თვით დასახლებას ყარაია ერქვა და ამის გამო ლიტერატურაში ეწოდებოდა ყარაიის ველი, ქალაქის სახელწოდების შეცვლის შემდეგ უწოდებენ გარდაბნის ვაკეს. გარდაბნის ვაკე ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეთ როგორც ყარაიის ველი, რუსთავ-გარდაბნის ვაკე, ყარაიის სტეპი და სხვა. მაგრამ არსებითად, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ გარდაბნის ვაკე და ყარაიის ველი არის ერთი და იგივე ცნება გეოგრაფიულ ლიტერატურაში. უბრალოდ როგორც ზემოთ დავწერე, დაზუსტებებია შესატანი სტატიაში, მაგ., აზერბაიჯანში გარდაბნის ვაკე გადადის ფოლიოს ვაკეში, — ეს არ გვიწერია. ანუ ბევრი საინტერესო დეტალის დამატება შეიძლება გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით. რაც შეეხება სტატიებს, ძირითადი სტატია უნდა დარჩეს გარდაბნის ვაკე, ხოლო ისტორიული ყარაიის ველის ცნობები გადმოვიტანოთ ძირითად სტატიაში. - OTOGI Messages 12:49, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
- ძალიან საინტერესოა! ისე ყარაიის ველზე მრავალი კითხვა მაქვს და რადგანაც გეოგრაფიას შევეხეთ იქნებ რამე რუკა დავურთოთ, რომ ვიცოდეთ თუ სად იწყება და სად მრთავდება ყარაია. მე რაღაც ჩემი ჰიპოთეზები მაქვს და მაინტეტესებს რამდენად მცდარია ისინი.-Surprizi განხილვაწვლილი 15:19, 5 ნოემბერი 2020 (UTC)
@Otogi: შეგიძლია მითხრა ყარაიის ველის გეოგრაფიული საზღვრები? ანუ სამხრეთით რომ მტკვარია გასაგებია, მაგრამ აღმოსავლეთით რა ესაზღვრება? მხედველობაში არ მივიღოთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.--Surprizi განხილვაწვლილი 05:05, 9 ნოემბერი 2020 (UTC)
@Surprizi: რა თქმა უნდა! მაშ ასე... სამხრეთით მტკვარი რანაირად არის? პირიქით, გარდაბნის ვაკე დასავლეთიდან მტკვრის ხეობითაა ჩაკეტილი, მისი აღმოსავლეთი კიდეა ჯანდარის ტბის ქვაბული და ჯანდარის მერიდიანი. საერთოდ, აღმოსავლეთი საზღვარი დაბალი რელიეფის გამო ღიაა. როგორც ზემოთ დავწერე, ვაკე მიდის აზერბაიჯანში, სადაც მისი საზღვრები სამხრეთ-დასავლეთიდან მტკვრის ხეობითაა ჩაკეტილი, მაგრამ აქ უკვე გარდაბნის ვაკეზე აღარ ლაპარაკობენ. საქართველოს ფარგლებში ვაკის სიგანე 18-20 კმ-ია. სპეციალურ გეომორფოლოგიურ ნაშრომში „საქართველოს გეომორფოლოგია“ (1971) ყარაიის ველი და გარდაბნის ვაკე არის ერთი და იგივე. სხვა აკადემიურ ნაშრომებშიც ანალოგიური სიტუაციაა. ყარაიის ველი არის გარდაბნის ვაკის ძველი სახელწოდება. მე, მოვრჩი, მადლობა. - OTOGI Messages 08:07, 12 ნოემბერი 2020 (UTC)
- @Otogi: გასაგებია. მაგრამ შენ რაც აღწერე ესაა ყარაიას ველი დღევანდელ ქართულ რეალობაში. მე მაინტერესებს ისტორიული ყარაიის ველი აზერბაიჯანში სამხრეთ აღმოსავლეთით სადამდე გრძელდებოდა. საისტორიო წყაროებით თითქოს მწარე წყლამდე იყო. ისე სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მწარე წყალი გვააქვს სადმე?-Surprizi განხილვაწვლილი 10:23, 12 ნოემბერი 2020 (UTC)
@Surprizi: მწარე წყალი აღსთაფის შესართავის რაიონი უნდა იყოს დაახლოებით (და სინამდვილეშიც მანდვე მთავრდება ვაკის ბოლო). მე, თავშივე დავწერე, რომ სტატია ყარაიაზე იყო ისტორიულ ჭრილში. გეოგრაფიულად არ შეიძლება, რომ ორი სტატია გვქონდეს, ვინაიდან დღეს გარდაბნის ვაკე იგივეა რაც ყარაიის ველი. სტატიაში თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს, რომ ისტორიულად ვაკის საზღვრები იყო განსხვავებული, ვიდრე დღეს და ა.შ. მაგრამ რად გვინდა ორი სტატია ?. - OTOGI Messages 10:51, 12 ნოემბერი 2020 (UTC)
- არა, გაერთიანდეს არავარ წინააღმდეგი საერთოდ. მე უფრო საზღვრები მაინტერესებს მაგ ისტორიული ველის და მეტი არაფერი. ზოგადად კი ყველაფერში გეთანხმები. თუ გინდა გავაერთიანებ სტატიებს. ისე კი ამ რუკას რო გადახედო, შეისრული ვაკე რაც მოდის აღსტაფასთან სრულდება მაგრამ ზევით, მტკვრის მეორე ნაპირას არის დასახლება სალოღლუ, რომელშიც ჩადის ხეობა, რომელიც გარეჯიდან ჩამოდის. მართალია „გეოგრაფიული ვაკე“ მერეც გრძელდება მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ამ ხევს ადრე ერქვა „მწარე წყალი“. აქ ერთ გადმოცემას მოვიყვან რომ დოდომ თუ დავით გარეჯელმა ბერთუბნის მონასტერში, რომელიც ამ ხევზე დგას დაატკბო „მწარე წყალი“. ამასთანავე რუისთვის არხს ამ ხევის იქეთ ბუნებრივი გზით მორწყვა არ შეეძლო. თუმცა მეტი ინფორმაციაა საჭირო გეთანხმები. ანუ ჩემთვის მთავარია, რომ გეოგრაფიული ვაკის დედააზრს ჩავწვდი. კაი ვაერთიანებ სტატიებს.--Surprizi განხილვაწვლილი 12:14, 12 ნოემბერი 2020 (UTC)
@Surprizi: ჩემი მეგობრული რჩევა იქნება მსგავსი დაკვირვებები მხოლოდ მსხვილმასშტაბიან ტოპოგრაფიულ რუკეებზე ჩაატარო. რაც შეეხება შენს შეხედულებას, მთა სალოღლის ჩრდილოეთით მართლაც მოედინება ორი მნიშვნელოვანი მდინარე: არღალი და ჯანდარი. მაგრამ ეს უკვე ჩვენი განხილვის შინაარსს სცდება. კეთილი, თუ არ შეწუხდები მიხედე ამ სტატიას. - OTOGI Messages 13:42, 12 ნოემბერი 2020 (UTC)
@Otogi: შენ დაწერე, რომ ვაკის ერთერთი საზღვარია ჯანდარის ქვაბული. მაინტერესებს, რამდენად მართებულია ვახტანგის არხის ასევე ყარაიას საზღვრად გამოყენება?-Surprizi განხილვაწვლილი 04:52, 14 ნოემბერი 2020 (UTC)