განხილვა:განძიელი-გეგელია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყარო, წყარო და წყარო[წყაროს რედაქტირება]

კარგია, როდესაც მითითებულია სტატიის ინტერნეტწყარო, მაგრამ უკეთესი არ იქნებოდა, თუკი მივუთითებდით წიგნს? დღესდღეობით ვახუშტის ყველაზე კარგი გამოცემა არის ს. ყაუხჩიშვილის. დრო და დრო (როგორც მინიმუმ) წიგნებშიც უნდა ჩავიხედოთ. ვიკიპედიის დანიშნულება მე ასე მესმის, რომ მკითხველს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, მიუთითოს სად გაეცნოს ამა თუ იმ საკითხს უფრო დეტალურად. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, მკითხველს დავეხმაროთ, მივუთითოთ წიგნი (ავტორი, სათაური,გამომცემელი, წელი, გვერდი). ამ შემთხვევაში, მკითხველი თავისი შრომის წერისას შეძლებს ადვილად იპოვოს და მიუთითოს წყარო. სხვანაირად, ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი: "დაგუგლეთ" განძიელი და მიიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას სხვადასხვა საიტებიდან, ვიდრე ვიკიპედიის ამ სტატიიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში, სამეცნიერო შრომის ავტორი მოკლებული იქნება შესაძლებლობას მიუთითოს წყარო. მაშინ რაღას გვაძლევს ეს სტატია? წიგნი არის ყველაფრის ამოსავალი. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მესმის. სხვათა შორის, ინგლისურ ვიკიპედიაში არის შედარებით უფრო ვრცელი სტატია Gandzieli-Gegelia. --Zolokin განხილვაწვლილი 00:00, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი, ბატონო, სრულებით გეთანხმებით. :) ცოტას თუ მადროვებთ, ხვალ მეტ ინფორმაციას დავამატებ სტატიას. იონა მეუნარგიაც ახსენებს გეგელიებს დადიანებთან მიმართებაში და მაგის მოძებნას და დამატებას ვფიქრობ. პატივისცემით, — გრიგოლქართველი განხილვაწვლილი 00:23, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად. ეტყობა ავჩქარდი. --Zolokin განხილვაწვლილი 00:31, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სრულებითაც არა. პირიქით მადლობელი ვარ რჩევისათვის :) — გრიგოლქართველი განხილვაწვლილი 08:44, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგია, გმადლობ. გაქვთ ვახუშტი (ყაუხჩიშვილის გამოცემა)? თუ არ გაქვთ ვნახავ და ხვალისთვის მასაც დავამატებდი, თქვენი ნებართვით, წყაროებში. --Zolokin განხილვაწვლილი 09:24, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რამდენადაც მახსოვს არ მაქვს ეგ გამოცემა. თუ თქვენ მაგის დამატებას შეძლებდით იდეალური იქნებოდა, სტატიას კიდევ უფრო გაამდიდრებს. ისევ და ისევ მხოლოდ მადლობელი ვიქნებოდი თქვენი! პატივისცემით, — გრიგოლქართველი განხილვაწვლილი 21:19, 30 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]