განხილვა:განდალფი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გენდალფი არ უნდა იყოს მთავარი სათაური?--SHOTHA [UT] 18:16, 11 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანე დიდი ხნის წინ. გენდალფ, თრეინ (ჰობიტიდან) - ეს არის კინოს შემქმნელთა ფატალური შეცდომა (და აქ სიმართლე ჩვენს მხარეს არის), მით უმეტეს, ლინგვისტები ჰყავთ იქ) არის ინგლისურიდან შემოჭრილი წარმოთქმა და ძირითადად, ფილმებით შემოგდებული - ხოლო ფილმი პრიორიტეტული არაა, როდესაც არსებობს პირველწყარო. ტოლკინის ფონეტიკა ასეთია - როგორც იწერება, ისე იკითხება, შესაბამისად, განდალფია - და როგორც მიამბეს, მომავალ რედაქციებში (თარგმანის) ეს ვარიანტი გათვალისწინებული იქნება. მეტიც - უფრო გამართულია განდალ. შემიძლია მოვიყვანო მაგალითები ტოლკინის ლეგენდარიუმიდან ა-ს გამოყენებით - Mazarbul (მეზარბულ არ არის, არის მაზარბული), Amras (ამრასია და არა ემრასი) და ა.შ.

სხვათა შორის, გენდალფი ბოლომდე არც ფილმებში ჟღერს. რაღაც ა-ს და ე-ს შორის არის. ბეჭდების მბრძანებლის დანართი E (ანუ რომანის) ნათლად ხსნის წარმოთქმის პრინციპებს - როგორც თანხმოვნების, ასევე ხმოვნებს. ხოლო Tolkiengateway-ზე არჩეული აქვთ სწორი წარმოთქმა, რომელიც ჩართულია განდალფის სტატიაში - http://tolkiengateway.net/wiki/File:Gandalf.mp3

ელაიჯა ვუდის და სხვების წარმოთქმული აქ არ ითვლება. 'ჰობიტის' დოკუმენტურ მასალებში (ადრეულში) მაგალითად, ჯექსონი სმაუგს რატომღაც შმაუგს უწოდებს, რაც საერთოდ გაუმართლებელია. --Henry (მომწერეთ) 18:37, 11 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]