განხილვა:ბაფალო ბილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ბუფალო ბილი)

ახალმა მომხმარებელმა კი შეცვალა, ვერ ვეთანხმები მას, მაგრამ მაინც გადასახედია:

ყველა სიტყვა როგორც გამოითქმის ისე არ იწერება (უფრო ხშირად პირიქით). ბუფალო ბილი და კოვბოი შემოსული და დამკვიდრებულია ამ ფორმით. (კოვბოი იკითხება ინგლ. როგორც კაუბოი და არა კოუბოი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს). პარლამენტის უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც კოვბოი-ა [1]. - ალ-ო / 21:47, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიის გადატანა[წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 2007 წელს ყოფილა საუბარი სტატიის სახელის შეცვლაზე და მგონი დროა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოვწიოთ წინ. აშკარაა  რომ სწორია ბფალო და არა ბფალო. ამას მოწმობს ტრანსკრიფციაც და მითითებული 2011 წლის ლიტერატურაც ქართულ ენაზე. დაბელოდები ტქვენს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის არ არსებობის შემთხვევაში სტატიას გადავიტან, რადგან დროა რუსული დამკვიდრებული კალკებისგან განვთავისუფლდეთ. სასურველია, რომ „ბუფალოდან“ გადამისამართება დარჩეს.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 08:25, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში პიროვნებაზე სტატია არ არის, მაგრამ არსებობს სტატია ბუფალო (Buffalo) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში. (ქსე, ტ. 2, გვ. 590, თბ. 1977)--ცანგალა 08:51, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ქართულში u ძირითადად სამგვარად გამოითქმის: უ, იუ ან ა. გადახედეთ ზოგიერთი ინგლისური ბგერის წერის წესებს, სადაც აღმოვაჩენთ, რომ u-ს გაქართულების ვარიანტი პირდაპირაა დამოკიდებული სიტყვის ტრანსკრიფციაზე. შეგიძლიათ იხილოთ ეს საიტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ეს სიტყვები მოვძებნოთ და მათი გამოთქმაც ვიხილოთ. ჩემი აზრია, რომ ბუფალო საკმაოდ მოძველებული ვერსიაა, არასწორადაა ქართულში დამივიდრებული და შესაცვლელია. ამას მოწმობს ის ზემოთ აღნიშნული ახალი ლიტერატურაც, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:44, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მე ბუფალო-ს ვუჭერ მხარს. ეს ინგლისური სახელი (Buffalo) ქართულში მასე გადმოდის. გიო ოქრო 14:41, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: რომელი ნორმით გადმოდის ასე? აშკარაა რომ u ტრანსკრიფციით ა-დ იკითხება ხო?— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:47, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
სად არის აშკარა? თუ ქალაქი ბუფალოა, სახელი ბაფალო რატოა? გიო ოქრო 14:48, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ზემოთ მოცემულ საიტზეც (არა მარტო მანდ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია) შეგიძლიათ შეამოწმოთ სიტყვათა გამოთქმები. ბგერა u ქართულად გამოითქმის როგორც ა მაშინ, როდესაც ინგლისურ გამოთქმაშიც ა-დ ჟღერს და გამოითქმის როგორც უ, როდესაც ინგლისურ გამოთქმაშიც უ-დ ჟღერს (მაგალითად buffon გამოითქმის როგორც „ბუჶონ“ ამიტომ ქართულშიც გვაქვს როგორც ბუფონი და არა ბაფონი). მაგრამ Buffalo გამოითქმის როგორც ბაჶალო, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავის დროზე რუსულის გავლენით ქალაქის და შემდეგ მასთან დაკავშირებული სახელებიც არასწორადაა დამკვიდრებული. ქალაქის სახელიც აშკარად დამახინჯებულია.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:59, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ თუ გადაავლე თვალი, ნახავდი „კოვბოის“ შემთხვევას. ასე რომ როგორც გამოითქმის ყოველთვის ქართულში ისე არ გვაქვს. გიო ოქრო 15:02, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური მიხედვით: u — უ: Arthur — ართურ-ი, Julian — ჯულიან-ი.--ცანგალა 15:11, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: იქვე: u — ა: Butler — ბატლერ-ი, Russell — რასელ-ი, Sullivan — სალივან-ი, Sumner — სამნერ-ი.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:15, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სხვა მაგალითები ვნახე, რომ წერია, მაგრამ რადგან აქ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ იმიტომ დავწერე. --ცანგალა 15:17, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: გასაგებია. დიდი ხანი ვეძებდი კავშირს მაგ სიტყვებში u-ს გადმოტანის საკითხში და ერთადაერთი კავშირი შემდეგია: u-ს ვწერთ იმ ფორმით როგორც გამოითქმის. ართურში გამოითქმის როგორც უ, რასლერში, როგორც ა. ხოლო Buffalo, როგორც უკვე ორჯერ აღვნიშნე გამოითქმის როგორც ბაფალო. ამაზე მაქვს საუბარი. სად ვცდები? ხალხი „სპიჩკას“ თუ უფრო ხშირად იყენებს ვიდრე „ასანთს“ პირველს ხომ არ დავამკვიდრებთ? —~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 15:25, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არსად არ ცდები. უბრალოდ ქართულ ენაში დამკვიდრებულია ბუფალო (მე მხოლოდ ქალაქი ვნახე), ალბათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ალბათ დამკვიდრებულია რუსულიდან ან გამოიენეს u — უ: Arthur — ართურ-ი, Julian — ჯულიან-ი . ამიტომ უნდა დარჩეს ბუფალო. სხვების აზრსაც დაველოდოთ. „სპიჩკასა“ და „ასანთს“ შორის ვამკვიდრებთ იმას, რაც ქართული ენის სალიტერატურო ნორმებშია. თუ არ ვცდები გადამისამართება გვაქვს, თუ არა — გასაკეთებელია. ბუფალოც ასევე დამკვიდრებულია. --ცანგალა 15:33, 23 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მცდარია ბაფალო, და მართებული ბუფალო. ფაქტია, რომ უფრო სწორია ბაფალო. - OTOGI Messages 22:55, 20 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია ოპტიმალურ სახელწოდებაზე. -OTOGI Messages 22:30, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]