შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ბრიტანეთის სინგლების ჩარტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხომ არ გადაგვეტანა ქართულ შესატყვისზე? ბრიტანეთის სინგლების ჩარტი მიმაჩნია ოპტიმალურად, თან უკვე მრავალ სტატიაშია გამოყენებული ასე (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამის გამო უნდა გადავიტანოთ). მართალია, მთლად ზუსტი არაა, მაგრამ 'გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტი' ზედმეტად გრძელი მგონია.—G.G. 06:18, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბრიტანული სინგლების ჩარტი, სინგლების ბრიტანული ჩარტი - ესენი არასწორი იქნებოდა და შენი ვარიანტი უფრო სწორია. — BH განხილვაწვლილი 08:17, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი. მაშინ გადავიტან, ჩემსა და შენს გარდა მუსიკის საკითხებით მაინც არავინ ინტერესდება ხოლმე (იშვიათი გამონაკლისების გარდა). არსებულიდან გადამისამართებას დავტოვებ.—G.G. 08:39, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი ქართულში არასაჭირო სიტყვების დამკვიდრებაში. მაგას ისევ პირდაპირი ნათარგმნი(ცხრილი) სჯობს.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:08, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე, სიტყვა „ჩარტია“ პრობლემა?—G.G. 16:54, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩარტთან დაკავშირებით ოდნავ სხვა სიტუაციაა. მაგ სიტყვა უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია. არა მხოლოდ ქართულში, არამედ ბევრ არაინგლისურენოვან ქვეყანაშიც. როგორც ვხედავთ, არის გარკვეული პრობლემები. მაგალითად, თავისუფლად ვიყენებთ ’ჩარტს’, მაგრამ სიტყვა ’ტრეკი’ ყურს ჭრის.

სიტყვა ’ჩარტის’ გამოყენება გუშინ არ დაგვიწყია. უკვე დიდი ხანია, გამოიყენება მუსიკასთან დაკავშირებულ სტატიებში. ამიტომ, ჯერ-ჯერობით იყოს ასე, როდესაც სერიოზულად მივხედავთ მუსიკის სტატიებს, მაშინ ვიმსჯელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. — BH განხილვაწვლილი 17:00, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

აჰა.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:04, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
დამკვიდრებული რომაა და მაგიტომ ვიყენებთ, გეთანხმები, მაგრამ რას გულისხმობ ამ სიტყვებში: „ჯერ-ჯერობით იყოს ასე, როდესაც სერიოზულად მივხედავთ მუსიკის სტატიებს, მაშინ ვიმსჯელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე“? ანუ უშვებ, რომ შესაძლოა, სტატიის სათაური ასე გამოიყურებოდეს: ბრიტანეთის სინგლების ცხრილი? უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი, და ახლავე. პ.ს. როცა შევქმენი სტატია სახელწოდებით ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები, სიტყვა „ტრეკთან“ დაკავშირებით დღემდე არ გამოთქმულა პრეტენზია.—G.G. 17:14, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვუშვებ. უბრალოდ ვვარაუდობ, რომ სერიოზულ განხილვას შემდგომში დაექვემდებარება. როდესაც დრო მოვა.

ტრეკებს რაც შეეხება, ეგ ცალკე განსახილველი საკითხია. თუმცა, მე ვთქვი, რომ ’ჭრის’, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ პირადად ეს სიტყვა არ მაღიზიანებს. რუსებს აქვთ ’Дорожка' - იდეალური შესატყვისია, მაგრამ ჩვენთან ’ბილიკს’ ვერ იტყვი. — BH განხილვაწვლილი 17:35, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]


Дорожка რატომ არის იდეალური? იმიტომ რომ შეეჩვიე. ხოდა აქაც შეჩვევის ამბავია რა. ცხრილასაც ისე კარგად შეეჩვევით არ იცით ჯერ ხდ.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 09:17, 27 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]