განხილვა:ბორის ფთორიდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუ აკავშირებთ ამ გვერდს ინგლისურ ბორის ფთორიდთან, ქართულად ესაა ბორის ფთორიდი, ინგლისურად _ boron trifluoride. ყველა ყველაფერის პროფესორი როგორაა! (ფეისპალმი!)--ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:16, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ასე უხეშად ნუ მივმართავთ ერთმანეთს (ვგულისხმობ პროფესორობას). ამჟამად მე ვიტყოდი (ფეისპალმი!). მაშინ თქვენ თვითონ გაუკეთეთ ენათშორისო ბმული. --ცანგალა () 08:37, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ნახეთ თუნდაც ჩეხური ენა, იქაც ფთორიდი წერია და არა სამფთორიდი. ენებს ახასიათებს ეს პატარა სხვაობები, ყოველთვის 1:1-ზე არ მიდის სახელწოდების თარგმანი. ადრე მქონდა სწორად ჩასმული ინტერვიკი და ვიღაცამ არასწორად "გაასწორა". საკუთარი ::შრომა ყველას დაენანება, თუნდაც ცოტა იყოს.--ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:41, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მაგრამ თქმასაც გააჩნია მომხმარებლების მიმართ. ამჟამად სწორედ არის ბმულები?--ცანგალა () 08:45, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამჯერად სწორადაა, ბორის ტრიფთორიდისგან და ბორის სამფთორიდისგან გადამისამართება გავაკეთე ბორის ფთორიდზე (ბორი ხომ მუდმივად სამვალენტიანია, ზედმეტია ეგ 3 ან ტრი-თავსართი), რომელსაც დღეს ამ საქმეში დაკავებული ქართველი სპეციალისტები ყველაზე ხშირად იყენებენ. პრინციპში, ბორის (III) ფთორიდიდან ბორის ფთორიდზე გადამისამართებაც შეიძლებოდა, მაგრამ ქართული ტერმინოლოგია განათლების სისტემების ხშირმა ცვლამ სულ არივ-დარია. ყოველ 5 წელში სახელმძღვანელოებში ხან ბორის ფთორიდი (III)-ს წერენ, ხან (სამი) ბორის ფთორიდს, მოკლედ, სანამ არ შეჯერდებიან ერთ რომელიმეზე, დიდი აზრი არ ექნება გადამისამართების გაკეთებას.--ენარჯილისი განხილვაწვლილი 09:11, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]