განხილვა:ბოზავენდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიაში ვკითხულობთ: სოფელი აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, აღდამის რაიონში. ამ ერთ წინადადებაში უზარმაზარი პრობლემაა: თუ აზერბაიჯანია, მაშინ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა რატომაა და თუ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაა მაშინ აღდამის რაიონი რატომაა (რომლის სტატიაშიც ვკითხულობთ: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანში). მსგავსი კაზუსები გასასწორებელია: მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში - უნდა ამოვიღოთ და დარჩება ოთხი სიტყვა: სოფელი აზერბაიჯანში, აღდამის რაიონში. --Wiki - ჯაბა 20:08, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

თან აღდამს სეპარატისტები არ აკონტროლებენ ამჟამად. Mehman 97 21:59, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში წერია: „Kənd Ermənistan Silahlı Qüvvələri tərəfindən işğal olunub. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს.“ სხვა ინფორმაცია არც ინგლ. და არც აზერბაიჯანულში არ წერია. ვიკიპედია კერძო საკუთრება არ არის და სტატიაში შეცდომის აღმოჩენისას თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მისი გასწორება. --ცანგალა/ 22:16, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
და თუ წასაშლელია — წაიშალოს. პრობლემას ვერ ვხედავ. მეზობელი ქვეყნის სოფლების შემოტანის სურვილი მქონდა თუ ოთხ სიტყვაზე მეტს ინფორმაციას იპოვით ხომ კარგი, თუ არა...--ცანგალა/ 22:21, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

როდესაც ამ ცვლილებას ახორციელებ, იქვე ეგეც რომ ამოუშალო, არა მგონია დიდი პრობლემა იყოს. თან შეგვეშველები უამრავი ასეთი კაზუსია სტატიებში. --Wiki - ჯაბა 05:27, 12 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]