განხილვა:ბიუროკრატია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიაში სიტყვის მხოლოდ ტექნიკური განმარტებაა მოყვანილი. ტერმინ ბიუროკრატიას ნეგატიური მნიშვნელობა პოსტ-საბჭოთა კავშირში არ შეუძენია. სალაპარაკო ენაში ბიუროკრატიას როგორც წესი ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. Dimitri (Tamok) (გ) 06:41, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად სხვა კულტურებში არა აქვს ნეგატიური მნიშვნელობა; ამერიკაში ბიუროკრატია აქტიური ტერმინია სამთავრობო აპარატის განხილვისას, რაიმე ქვეტექსტის გარეშე. ბიუროკრატია მმართველობის აქტიური (თანამედროვე) ფორმაა. უარყოფითი მნიშვნელობა პოსტსაბჭოურ სივრცეში (და ზოგიერთ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში) მისი მოუქნელობის გამო შეიძინა, მაგრამ ზოგად განსაზღვრებაში ამის დაწერა მცდარია. - ალ-ო () 06:48, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ერთი მნიშვნელობით ბიუროკრატია მართვის აპარატის სინონიმია დაახლოებით. ამ შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ დაახლოებით იგივეა რაც ნეგატიური დამოკიდებულება მართვის აპარატის მიმართ და მაშინ რაც შენ დაწერე სიმართლეა. მაგრამ, სალაპარაკო ენაში დასავლურ სამყაროში ბიუროკრატია თითქმის ყოველთვის უარყოფით რაღაცას ნიშნავს. გარადა ამისა თანამედროვე ქართულ ენაში ბიუროკრატიას ცალსახად ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. Dimitri (Tamok) (გ) 06:56, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

დასავლურ სამყაროში ვცხოვრობ და ვმუშაობ კარგა ხანია და ერთი პერიოდი ფედერალური დაქვემდებარების დაწესებულებაშიც - ბიუროკრატია ყოველდღიური ტერმინია აქ, მას უარყოფითი განსაზღვრება არ აქვს. - ალ-ო () 07:01, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

magalitad naxe es [1], mesame mnishvneloba. salaparako enashi biurokratia umravles shemtxvevashi am mnishvnelobit gamoiyeneba. tamok

გეთანხმები, ბიუროკრატია არაა მართვის ყველაზე ეფექტური ფორმა, მაგრამ დემოკრატიამ უკეთესი ჯერ ვერ შექმნა. მის ნაკლოვანებებს მთელი სექცია შეგიძლია დაუთმო სტატიაში, მაგრამ განსაზღვრების პირველ აბზაცში ამას ვერ დაწერ, ჩემი აზრით. - ალ-ო () 07:51, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

მე არ მითქვია რომ ბიუროკრატია არ მომწონს (შეიძლება არ მომწონს კიდეც, მაგრამ არ მითქვია :) და რა ვქნა). საერთოდ, ვიკიპედიაში რასაც ვწერ ის ჩემი პირადი აზრი არ არის. რაც შეეხება ბიუროკრატიას, პირველი წინადადების შეცვლა არც მინდა. მე უბრალოდ ის წინადადება შევცვალე სადაც ეწერა რომ ბიუროკრატიამ ნეგატიური მნიშვნელობა პოსტ-საბჭოთა კავშირში მიიღო, რაც ჩემი აზრით არ არის სიმართლე. ზემოთ ამას ვწერდი. Dimitri (Tamok) (გ) 09:45, 12 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]