განხილვა:ბიზანტიის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია ბიზანტიის იმპერია არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (21 მარტი, 2015).

ბიზანტიის ისტორიის ამგვარი დაყოფა (პირველი, მეორე, მესამე პერიოდები) ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია? — ჯაბა ლაბაძე () 06:15, 27 თებერვალი 2011 (UTC)

შენიშვნები[წყაროს რედაქტირება]

ჯერ მხოლოდ გადავხედე ზედაპირულად. რამდენიმე შენიშვნა უკვე მაქვს. რომ წავიკითხავ, მერე ალბათ კიდევ გამოჩნდება რამე. ახლა კი:

  1. თუ სწორად გადავხედე, არსად არაა განმარტებები გაკეთებული სახელწოდების შესახებ. არადა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: ვინ უწოდა პირველად ბიზანტია, როდის და რატომ (ეს თანამედროვე სახელია).
  2. სექცია „რელიგია“ (1.2) ჯერ ერთი, რომ საკმაოდ უადგილო ადგილასაა ჩასმული. ისე ჩანს, თითქოს რელიგია არის ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ისტორიული ეპოქა ან ერთ-ერთი ეპოქისთვის დამახასიათებელი. კერძოდ, ეს ქვეთავი მოსდევს ადრეული ისტორიის ქვეთავს და წინ უსწრებს მეხუთე საუკუნეს... სინამდვილეში რელიგია არის არა ისტორიული მოვლენა ბიზანტიის იმპერიისა, არამედ მთელს მის არსებობას გასდევს და ამიტომ რელიგიას ცალკე, დამოუკიდებელი ქვეთავი უნდა დაეთმოს ისტორიის გარეთ. მაგალითად, როგორც კულტურასა და განათლებას აქვს დათმობილი.
  3. გარდა ამისა, თავად ქრისტიანული რელიგია და ბიზანტია იმდენადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული და რელიგიას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზანტიის თემატიკაში, რომ სექცია „რელიგიის“ განვრცობა არ იქნება ურიგო. ქრისტიანული ეკლესიის ადრეული და საეკლესიო კრებების პერიოდი, მწვალებლობები და ა. შ. ბიზანტიის იმპერიასთან მიმართებაში აუცილებლად განსახილველია.
  4. ბიზანტიის იმპერიისა და საქართველოს ურთიერთობები ამ სტატიაში მეორე ხარისხოვანია. ამიტომ ეს უკანასკნელი ქვეთავი უნდა იყოს. საერთოდაც ამ ქვეთავის მოშლაც შეიძლება და ცალკე სტატიის გაკეთება, იმიტომ რომ სტატია ისედაც დიდია. (თანამედროვე სახელმწიფოების სტატიებში, მაგ. ამ სტატიაში არასოდეს ვწერთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს — ამისთვის კეთდება ცალკე სტატია).
  5. ტექნიკა და ხელოსნური წარმოება — ამ სექციას მე ვუწოდებდი ასე: „ტექნიკა და ხელოსნობა“.
  6. სამართალზე მეტი შეიძლება დაიწეროს. ამაზე მე ვიზრუნებ, თუ შევძელი. ბიზანტიური სამართალი რელიგიასთანაც კავშირშია, ამიტომ რელიგიის სექცია მასთან ახლომახლო თუ იქნება, გამიხარდება.
  7. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ლიტერატურის ჩამონათვალში XI კლასის სახელმძღვანელოს მითითებისა. სკოლის სახელმძღვანელოების ბიბლიოგრაფიაში მითითება აკადემიურ გამოცემებში საშინლად მიუღებელია.
  8. ასეთი დიდი სტატიისათვის და ასე კარგად გამოკვლეული თემებისათვის 14 ცალი დამოწმება სქოლიოში ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტაა. ძალიან ცუდია, როცა კითხულობ სტატიას და ცალკეული ფაქტები სად შეიძლება გადამოწმდეს, არ იცი. თანაც უმრავლესობა ქართულია (უცხოურიც კარგი იქნებოდა) და მათ შორის 2 სკოლის სახელმძღვანელოა. აუცილებლად, მნიშვნელოვანი ფაქტები უნდა დავამოწმოთ სხვა ლიტერატურიდანაც. ამისათვის მარტივად შეგვიძლია ინგლისური ან სხვაენოვანი სტატიიდან გადმოვიტანოთ წყაროები შესაბამისი ფაქტების დასადასტურებლად.

ჯერ ეს იყოს, რომ წავიკითხავ, ვნახოთ მერე კიდევ, შეიძლება დავამატო ჩემი შენიშვნები. ვიღიმი Deu. 19:16, 1 თებერვალი 2015 (UTC)

1, 2, 4, 5, 7, 8 (მეტ-ნაკლებად) Yes check.svg გაკეთდა, სხვა ხარვეზებიც მალე გამოსწორდება :)--ႨႪႨႠ განხილვაწვლილი 15:44, 2 თებერვალი 2015 (UTC)