განხილვა:ბზიფის ციხე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ ჩამონათვალში ვერ ვნახე. კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები — გადასახედია.--ცანგალა 19:40, 30 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ორივეგან არის. კარგად მოძებნე. --Wiki - ჯაბა 20:07, 30 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ სხვა პრობლემაა. ენციკლოპედია საქართველოში წერია, რომ ეს ციხე არის გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. პრეზიდენტის ბრძანებულება გვეუბნება რომ ციხე არის გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კალდახვარაში. ეს სოფლები ძალიან ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან. ბუნებრივია ციხე ვერ გადავიდოდა რაიონიდან რაიონში. ფაქტია მიკუთვნება მოხდა არასწორად ერთ-ერთ წყაროში. რომელს ვენდოთ ეგ ერთად გადავწყვიტოთ. --Wiki - ჯაბა 20:20, 30 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ალბათ შეცდომა ბრძანებულებაშია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ.--ცანგალა 21:11, 30 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძეგლი (ციხე და ტაძარი) მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აყვარაში. შეგიძლიათ რუკებზე გადაამოწმოთ. მაგ., აქ. გიო ოქრო 17:18, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]