განხილვა:ბეტმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
.
QS icon orange empty.svg ბეტმენი არის რჩეული სტატიის ყოფილი კანდიდატი. გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმულები იმის გასაგებად, თუ რატომ არ მიენიჭა რჩეულის სტატუსი. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად.

პლეიბოი[წყაროს რედაქტირება]

პერსონაჟ გამოცანაში რიდლერი იგულისხმება ხო? და მაინტერესებს ეგ ითარგმნება?--Tornike Redhat-office.png 11:20, 26 ივლისი 2011 (UTC)

ეგ ალბათ არ უნდა ითარგმნოს. მაგრამ, ამ წინადადებაში: „ბეტმენის ვინაობა ცნობილია - ეს არის ბრიუს უეინი, მდიდარი ინდუსტრიალისტი, პლეიბოი და ქველმოქმედი.“ ჩემი ყურადღება მიიპყრო სიტყვამ პლეიბოი :). აზრი ვერ გამოვიტანე, ვერ დავაკავშირე პლეიბოი და ბეტმენი :). — დავით პასუხი 11:25, 26 ივლისი 2011 (UTC)

განებივრებული მილიარდელის გაგებითაა, ასახსნელად ცოტა ძნელია, მაგრამ შეცდომა არ არის--Tornike Redhat-office.png 12:00, 26 ივლისი 2011 (UTC)

O.K. უკეთ იცით :) — დავით პასუხი 12:11, 26 ივლისი 2011 (UTC)

დავით პლეიბოიში იგულისხმება მდიდარი მექალთანე, ანუ ასეთი ადამიანის იმიჯი აქვს საზოგადოებში ბრიუს უეინს. თორნიკე - რიდლერს შევასწორებ.

და ვინც ამ სტატიას არედაქტირებს, პერსონაჟებზე (მაგ: შხამიანი სურო) უკვე არსებობს სტატიები, სადაც მათი სახელების შემდეგ ფრჩხილებში წერია სიტყვა კომიქსი და თქვენ რატო ჩაასწორეთ სიტყვა პერსონაჟით? ასეთი სტატიები არ არსებობს. Beso-beso10 განხილვაწვლილი 17:39, 26 ივლისი 2011 (UTC)

მე ჩავასწორე (პერსონაჟით) და (DC კომიქსის პერსონაჟით). საერთოდ, თუ პერსონაჟია, არ ჯობია, (პერსონაჟი) იყოს, რატომ ’კომიქსი’? თუ დავუშვათ, უნდა შევქმნათ ბმული თავად კომიქსზე (და არა პერსონაჟზე) - დავუშვათ, თუ ჯოკერზე არის ცალკე კომიქსი - მაშინ იყოს ’ჯოკერი (კომიქსი)’ და თუ არსებობს ცალკე პერსონაჟი ჯოკერი - უნდა არსებობდეს ’ჯოკერი (პერსონაჟი)’. ანუ იმას ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს როგორც კომიქსის, ასევე კომიქსის პერსონაჟის სტატიებიც. — BH განხილვაწვლილი 17:48, 26 ივლისი 2011 (UTC)

ინგლისურ ვერსიებსაც გადავხედე და მოკლედ აი რას ვფიქრობ: რადგან ესენი არიან კომიქსის პერსონაჟები, უნდა ეწეროთ (კომიქსი), ინგლისურშიც ასეა. რაც შეეხება კომიქსების სერიას, მისი სათაური შეიძლება იყოს მაგ:”ბეტმენი: ბრიუს უეინის დაბრუნება” - ამას (კომიქსი)ს მიწერა ფრჩხილებში არ ჭირდება, ან შეიძლება იყოს როგორც შენ თქვი კომიქსების სერია, იგივე ჯოკერზე, მაგაზე შეგვიძლია დავწეროთ - ”ჯოკერი (კომიქსების სერია)”, ან ”ჯოკერი (გრაფიკული ნოველა)” [[1]]. ასე რომ ჩემი აზრით ჯობია სტატიებს კომიქსების პერსონაჟებზე ეწეროთ ”(კომიქსი)” ეწეროთ.--Beso-beso10 განხილვაწვლილი 07:09, 27 ივლისი 2011 (UTC)

გადავასწორე. ახლა რაც შეეხება ბრჭყალებს - ქართულ ვიკიპედიაში ვიყენებთ მხოლოდ „ასეთ ბრჭყალებს“ და ისეთებს, რომლითაც იწარმოება დახრილი ტექსტი. ”ასეთი ბრჭყალები” არ გამოიყენება ჩვენთან. — BH განხილვაწვლილი 07:21, 27 ივლისი 2011 (UTC)

ბრჭყალებს აუცილებლად გავითვალისწინებ. მოკლეთ დიდი მადლობა ყველას ვინც სტატიის გამართვაში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი მგონი დროა რჩეულებში წამოვაყენო. --Beso-beso10 განხილვაწვლილი 07:44, 27 ივლისი 2011 (UTC)

შეგიძლია, თუმცა მაინც მივასწორ-მოვასწორებთ, სანამ რჩეულებში შევა.— BH განხილვაწვლილი 08:04, 27 ივლისი 2011 (UTC)

თუკი აზრი არ იცვლება, იქნებ სიტყვა პლეიბოი შეცვალოთ მდიდარი მექალთანით. პლეიბოი ჩემში სხვა ასოციაციას იწვევს. — დავით პასუხი 18:52, 26 ივლისი 2011 (UTC)
პლეიბოი გამოიყენება ცალკე ტერმინად ადამიანის ტიპთან მიმართებაში, ისევე როგორც ’ალფონსი’, ’დენდი’ და ა.შ. — BH განხილვაწვლილი 18:56, 26 ივლისი 2011 (UTC)
ამიტომ იყოს ’პლეიბოი (ცხოვრების სტილი)’. en:Playboy (lifestyle)BH განხილვაწვლილი 18:57, 26 ივლისი 2011 (UTC)
გასაგებია. ე. ი. მე არ გამიგია უბრალოდ :). — დავით პასუხი 18:57, 26 ივლისი 2011 (UTC)


Caped Crusader (ბეტმენს ასეც ეძახიან) ქართულად როგორ ითარგმნება ხო არ იცით? Crusader ჯვაროსანია, Caped რაც თავზე ახურავს, მაგრამ ერთმანეთს ვერაფრით დავუკავშირე. Beso-beso10 განხილვაწვლილი 19:13, 26 ივლისი 2011 (UTC)

თავსაბურავიანი ჯვაროსანი? Cape ასევე არის მოსასხამი და ხომ ლოგიკურია - ’მოსასხამიანი ჯვაროსანი’. — BH განხილვაწვლილი 19:15, 26 ივლისი 2011 (UTC)

არ ვიცოდი Cape მოსასხამიც თუ იყო. კი ეგრე ჯდება. მადლობა. Beso-beso10 განხილვაწვლილი 19:19, 26 ივლისი 2011 (UTC)