განხილვა:ბერძნ.

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რადგანაც შემოკლება ბერძნ. არის და არა ბერძ. - ამ უკანასკნელს წავშლი. იმედია საწინააღმდეგო არაფერია?Zangala 19:16, 24 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

ოღონდ ჯერ ამიხსენი, რატომ სჭირდება მესამე თანხმოვანი შემოკლებას - როგორც წესი შემოკლებისას ორი თანხმოვანი რჩება ხმოვნის შემდეგ. სტატიების უმრავლესობაში ბერძ. ფორმით არის. Alsandro 19:18, 24 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო, იმაში ალბათ დამეთანხმები, რომ ბერძნ. არის ფუძე - ბერძნული, საბერძნეთი, ბერძნები და შემოკლებული დარჩა მხოლოდ ფუძე. ეს არის ჩემი ახსნა. Zangala 19:38, 24 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

არა, შემოკლებისთვის არ არის აუცილებელი მთელი ფუძე დარჩეს. მაგ. თუნდაც ”მაგ.” - მაგალითის სრული ფუძე არ არის, ან ”იხ.” - იხილეს სრული ფუძე. ერთადერთი ახსნა ”ბერძნ.” შემოკლებას შეიძლება ის ჰქონდეს, რომ ”ბერძ.” ორაზროვნებას იწვევს და შესაძლოა ასევე ნიშნავდეს ”ბერძენს”, ამიტომ უფრო დასაკონკრეტებლად ”ბერძნ.” გამოიყენება, რაც უბრალოდ ჩემი ვარაუდია შენი მტკიცების გასამყარებლად (თუ შენ ამის წინააღმდეგი არა ხარ). Alsandro 19:46, 24 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

სწავლის წინააღმდეგი არასოდეს არ ვარ. ე.ი. ბერძ. ვშლი.Zangala 19:54, 24 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]


(წინააღმდეგი) შესამოკლებლად მიღებულია ბერძ. ხმარება და არა ბერძნ., თავად გადაამოწმეთ, გინდ ენციკლოპედიებში, ყველგან გამოიყენება ბერძ., ასე რომ, უმჯობესია ეს გვერდი წაიშალოს და გაკეთდეს გადამისამართება გვერდიდან ბერძ.. --მიშა () 09:41, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. ამჟამად ვნახე ბერძ. - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი თბ. 1990, ბერძნ. - ქსე-ეს ენციკლოპედიაში მიღებული ძირითადი შემოკლებანი.; ბერძნ. - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი; ბერძნ. - საქართველოს ენციკლოპედია (1997). პირადად მე ბერძნ. უფრო მისაღებად მიმაჩნია. ცანგალა () 10:07, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]