განხილვა:ბერნჰარდ II (საქსონია)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

”აგებულ იქნა” - ფორმა ”იქნა” უმკაცრესად დაგმეს ”რუსთავი-2”-ის (ხ.ხოფერია) სპეციალურ გადაცემაში სხვადასხვა, ქართული ენის ექსპერტებმა. ძალიან ცუდ ტონად ითვლება და დღეს ერიდებიან კანცელარიულ ქართულშიც. Dobo 19:41, 27 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

კოტე ყუბანეიშვილს ხომ არ გულისხმობ?Zangala 19:43, 27 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

კოტე, პირიქით მომხრე იყო ყველანაირი ფორმის, ჟარგონის და ა.შ. ”იქნა” გააკრიტიკა ენის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და სხვებმაც (თუ არ ვცდები - ღვინჯილია). Dobo 19:48, 27 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]
ძალიან მკაცრად დაგმეს ”იქნა”.

მოქმედება სასურველია შეძლებისდაგვარად პირდაპირ ფორმაში გამოიხატოს, ირიბის ნაცვლად, თუმცა ეს არასწორი და, მითუმეტეს, "დასაგმობი" არაა. გმობის პერიოდი კომუნიზმთან ერთად ჩაბარდა ისტორიას. ენა ცოცხალია და ყველა ფორმას იტანს. აქ უბრალოდ ერთი ნიუანსია, ირიბი ფორმები წინადადებას ამძიმებს და ტექსტი ძნელი აღსაქმელი ხდება, თუმცა ეს დამწერზეა დამოკიდებული. Alsandro 23:11, 27 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ენის კომიტეტის თავმჯდომარე კარგი რომ ყოფილიყო "ყოფილი" არ გახდებოდა.


ალსანდრო, ერთ რამეს დავამატებ ძალიან ბევრი პიროვნება "ყოფილი" გახდა, რომლებიც კარგი სპეციალისტები არიან (და არა იყვნენ). ენის კომიტეტი საერთოდ გაუქმდა (მე როგორც ვიცი). არ ვიცი აშშ-ში როგორ არის, ხოლო გერმანიაში ენის რეფორმები ტარდება (ვის როგორ უნდა ისე არ წერენ, მაგრამ ენა ვითარდება). ქართულში, მაგ. ყუბანეიშვილს როგორც უნდა ისე წერს თავის ნაწარმოებებში - არავინ არ ედავება (როგორც მითხრეს ეს გადაცემა გინებით დატოვა), მაგრამ მისი ენით დაწერილი ვიკიპედია ნამდვილად არ ივარგებს. Zangala 09:22, 28 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]
ისევ მორალიზმზე გადახვედი, ამისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი. "ყოფილი" უკან მიმაქვს, ზედმეტად კატეგორიულია. დანარჩენს რაც შეეხება, ორი მაგალითი გონების საზრდოდ: ილია ჭავჭავაძეც როგოც უნდოდა ისე წერდა და ბევრი ახალი სიტყვა გამოიგონა. ჟოზე სარამაგო უსასრულო, გაუთავებელი უპუნქტუაციო წინადადებიბით წერს, ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. ირიბი ფორმა გრამატილკუად გამართულია და მოდური რომ არაა ამიტომ მას ვერავინ "დაგმობს". სასიამოვნო დღეს გისურვებთ ყველას. ა. Alsandro 12:26, 28 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]
სორი დაგვიანებული გამოხმაურებისათვის. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მე ორივე მართებულად მიმაჩნია. ირიბიც და პირდაპირიც. ხოლო ჩემს მიერ ხშირად გამოყენებული ირიბი ფორმები უბრალოდ იმ ფაქტის შედეგია, რომ გერმანულიდან პირდაპირ ვთარგმნი. გერმანულ ენაში კი (ცანგალა დამეტანხმება) ირიბი ფორმები ძალიან ხშირად იხმარება. გიორგი მარუაშვილი 16:03, 29 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]