განხილვა:ბეთელგეიზე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ბეთელჰეიზე)

ბეთელჰეიზე თუ ბეტელჰეიზე? DDA 15:39, 5 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ბეთელჰეიზე. - Island 16:17, 6 ივლისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ბათელჰეიზე არა, ბეთელგეუზე![წყაროს რედაქტირება]

რატომ ვეძახით ბეთელჰეიზეს? არაბული "ად ალ ჯაუზა", ინგლისური Betelgeuse, გერმანული Beteigeuze, ფრანგული Bételgeuse და ლათინური Betelgeuze როგორ იქცა ჩვენთან "ბეთელჰეიზედ"? სწორი ფორმა იქნებოდა ან "ბეთელჯეუზე" ან "ბეთელგეუზე" და არავითარ შემთხვევაში "ბეთელჰეიზე"!

შეცვლაზე საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. რომელი წყაროს მიხედვით არის ბეთელგეუზე. --ცანგალა () 18:40, 19 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

სწორედ ის აღვნიშნე, რომ "ბეთელჰეიზე" არ ჯდება არანაირ სალიტერატურო ნორმაში. ეს დასახელება მიღებულია რიგი შეცდომების წყალობით. ამ ვარსკვლავის საყოველთაოდ გავრცელებული დასახელებაა ლათინური Betelgeuze. ლათინურ ენაში ეს დასახელება შევიდა არაბული ენიდან ("ად ალ ჯაუზა" - დან) .რუსულში Betelgeuze გახდა Бетельгейзе. მერე, როგორც ჩანს, ქართველებმა ჩათვალეს, რომ ეს რუსული г არის "ჰ" და და თარგმნეს ყოველგვარი მეცნიერული საფუძვლის გარეშე "ბეთელჰეიზედ". ამოსავალი ვარსკვლევის დასახელებაში, ამ შემთხვევაში, არის ლათინური. ლათინურად ამ ვარსკვლავს ქვია Betelgeuze. ქართული სალიტერატურო ნორმების თანახმად("თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმები", პირველი კრებული, თბილისი, 1986), ლათინური G ქართულში გადმოიცემა როგორც "გ"(გვ. 44) და არა "ჰ". რაც შეეხება დიფთონგ "eu"-ს გადმოცემას. ეს დიფთონგი ქართულში გადმოიცემა როგორც "ევ" (neuralgia-ნევრალგია, Europa-ევროპა), სხვა შემთხვევები ითვლება გამონაკლისად.(neutral-ნეიტრალური) ანაც შეცდომად. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ, რომ "eu" დიფთონგი თანხმოვნებს შორის ზის, მგონია, რომ მისი გამოთქმა "ეი"-დ უფრო გამართლებულია. (ასევე გამოითქმის ლათინურში. თუ მკაცრად გავატარებთ სალიტერატურო ნორმებს, მაშინ გვექნება "ბეთელგევზე". შეიძლება ტრადიციას გავუწიოთ ანგარიში და წარმოვთქვათ "ბეთელგეიზე", მაგრამ "ბეთელ-ჰ-ეიზე" არ იქნება არც ერთ შემთხვევაში! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.243.253 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .