განხილვა:ბეთანიის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სტატიის სათაური უბრალოდ ბეთანია ხომ არ უნდა იყოს? აქაც სტანდარტიზაციაა საჭირო. მთავარი სტატიაა მაგალითად პარეხი და არა პარეხის მონასტერი. , D.DEU. პასუხი 16:38, 6 ნოემბერი 2010 (UTC)

პარეხიც და ბეთანიის მონასტერიც ცანგალას შექმნილია და დაველოდოთ მის კომენტარს. თუმცა პარეხი არ ივარგებს მაგალითად ადრეული უფრო ბეთანიის მონასტერია და კონტრკითხვა მებადება პარეხის მონასტერი ხომ არა? — ჯაბა ლაბაძე () 16:52, 6 ნოემბერი 2010 (UTC)


მონასტრების შემთხევვებში გვაქვს სამი სახის სათაურის შემთხევვა: იყალთო (მონასტერი), დავითგარეჯა და გელათის მონასტერი. პირველი არ მომწონს (ფრჩხილების წინააღმდეგი ვარ ყოველთვის). მეორესა და მესამეს შორის გავაკეთოთ არჩევანი, D.DEU. პასუხი 17:04, 6 ნოემბერი 2010 (UTC)

გეთანხმები დათო. მეც არ მიყვარს ფრჩხილები ვემხრობი უფრო მესამე ვარიანტს. — ჯაბა ლაბაძე () 17:07, 6 ნოემბერი 2010 (UTC)


ვინაა მომხრე, რომ ისეთი მონასტრები, რომელთა სახელები სოფლის ან დასახლების სახელს არ უკავშირდება, დავტოვოთ ყველაფრის გარეშე (მაგ. პარეხი, ბეთანია, გელათი), ხოლო ისეთები, რომლებიც დასახლების სახელთანაა დაკავშირებული – ამ ფორმით: ბოდბის მონასტერი. — დავით პასუხი 10:58, 23 აპრილი 2011 (UTC)

ლოგიკურია.—G.G. 11:56, 23 აპრილი 2011 (UTC)
მეც მომხრე, არა მგონია ჭირდებოდეს განსაზღვრა თუ სხვა რამეს არ ქვია მსგავსი სახელი, მაგრამ გელათი და ბეთანია სოფლებიც არის და მხოლოდ პარეხზე თუ გავაკეთებთ მსგავს რამეს.--GagaVaa განხილვაწვლილი 12:33, 16 სექტემბერი 2013 (UTC)

ნამდვილად არაა ლოგიკური. მონასტერს იმიტომ არ ეწოდა მონასტერი რომ სოფლისგან ან სხვა დასახლებული ადგილისგან განასხვავონ. მონასტერს იმიტომ ქვია მონასტერი რომ მონასტერია და სულაც არაა ყურადსაღები ანალოგი ჰყავს თუ არა გეოგრაფიულ ობიექტებში.

პ.ს. გელათი მაგ სიაში ნამდვილად არ იგულისხმება, გაჰყევით ბმულს და ნახავთ რატომ. — ჯაბა ლაბა 11:58, 25 აპრილი 2011 (UTC)

რა თქმა უნდა ჯაბა, არალოგიკურია, იმიტომ, რომ მე ვთქვი!.. სხვა მიზეზი არის არალოგიკურობის? ახლა ვნახოთ, როგორი ლოგიკურია თქვენი „დასაბუთება“, ბატონო ჯაბა: მონასტერს იმიტომ ჰქვია მონასტერი, რომ მონასტერია — რკინის ლოგიკა. ასევე რკინის ლოგიკა იქნება, თუ ვიტყვით, რომ მდინარეს იმიტომ ჰქვია მდინარე, რომ მდინარეა, ტბას იმიტომ ჰქვია ტბა, რომ ტბაა, ქალაქს იმიტომ ჰქვია ქალაქი, რომ ქალაქია, ორგანიზაციას იმიტომ ჰქვია ორგანიზაცია, რომ ორგანიზაციაა (მონასტერიც ხომ რაღაც გაგებით ორგანიზაციაა). დამეთანხმებით, არცერთ ამ ობიექტს სახელი ერთმანეთისაგან განსასხვავებლად არ ჰქვიათ. მაშინ, ბატონო ჯაბა, უფრო ლოგიკური ხომ არაა, შევქმნათ სტატიები: მდინარე მტკვარი, მდინარე რიონი, ქალაქი თბილისი, ქალაქი ხაშური, ორგანიზაცია ნატო. ლოგიკურია არა, ბატონო ჯაბა? — დავით პასუხი 12:18, 25 აპრილი 2011 (UTC)

დათო ხომ კარგად ხარ? როდის აქეთ მომართავ ბატონობით? ან "მე რომ თქვი" რა შუაშია? ეტყობა მძიმე დღე გაქვს. ნუუ ამას არაუშავს. მონასტერი – ბერ-მონაზონთა საეკლესიო და საადგილმამულო თემი, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა. ასეთი თემის ეკლესია და საცხოვრებელი ნაგებობები. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ნაწილი 2, გვ. 712. აი ამ განმარტებას ვგულისხმობდი მონასტერს როცა ვწერდი და აქედან უნდა გამოვიდეთ როცა ვწერთ რაიმეს და არა ვინმეს პირადი მოსაზრებებიდან. — ჯაბა ლაბა 13:06, 25 აპრილი 2011 (UTC)

კარგი, ჩემი მხრიდან ბოდიშს ვიხდი. ალბათ მართლა მძიმე დღე მაქვს. მაგრამ მე მაინც ვერ ვხედავ შენს მსჯელობაში ლოგიკას. მონასტრის განმარტება ყველამ ვიცით, მაგრამ ვერ გავიგე, რა საჭიროა მიწერა სიტყვა მონასტრისა სათაურში, როცა მონასტრის გარდა სხვა რამ ამ დასახელებით არ არსებობს. — დავით პასუხი 14:04, 25 აპრილი 2011 (UTC)

მიღებულია. ლოგიკას რომ ვერ ხედავ ეს გამკვირვებია. უკვე დროა ჩამოყალიბდეს ან ასე ერქვას სტატიებს ან ისე. ზოგი ასე (ბეთანია) ზოგი ისე (გელათის მონასტერი) ჩემთვის მიუღებელია. — ჯაბა ლაბა 14:23, 25 აპრილი 2011 (UTC)

ბეთანია, ისევე როგორც გელათი, მონასტერს სწორედ რომ სოფლის სახელწოდებიდან გამომდინარე ქვია და განსასხვავებლად მონასტერი აუცილებლად ჭირდება. ზოგადად როდესაც არ ემთხვევა სოფლის ან ქალაქის დასახელებას ალბათ არ არის საჭირო, თუმცა საფეხბურთო კლუბებს ყოველთვის ვუწერთ – ემთხვევა მისი დასახელება ქალაქს თუ არა.--GagaVaa განხილვაწვლილი 09:54, 16 სექტემბერი 2013 (UTC)

გაგა, სპორტული კლუბი და მონასტერი მგონი ცუდად შესადარებელი ცნებებია :). სპორტულ კლუბს ქალაქის დასახელება იმიტომ აქვს მიმატებული, რომ იგი ყოველთვის რომელიმე ქალაქს ეკუთვნის (რუსთავის მეტალურგი — მეტალურგი, რომელიც რუსთავს ეკუთვნის). რაც შეეხება მონასტერს, ის ქალაქს არ ეკუთვნის და ხშირად არც ქალქში მდებარეობს. გელათი მართლაც ყოფილა სოფელი. მაგრამ ავიღოთ მაგალითად ოპიზა. დასახლება ოპიზა არ არსებობს. თუკი ჩვენ სტატიას დავარქმევთ ოპიზის მონასტერს, მივიღებთ მცირე უზუსტობას: მსაზღვრელ-საზღვრულის არასწორი გამოყენების შემთხვევაა; ამ შემთხვევაში საზღვრულია „მონასტერი“, ხოლო მსაზღვრელი — ოპიზის. მსაზღვრელ-საზღვრულის ფუნქცია შემდეგია: მსაზღვრელი განსაზღვრავს, თუ რას/ვის ეკუთვნის საზღვრული (დათოს წიგნი, ვიკიპედიის წესები). ჩვენს შემთხვევაში გამოდის, რომ მონასტერი მდებარეობს/ეკუთვნის ოპიზას. არადა ოპიზა, როგორც დასახლება არ არსებობს. ოპიზა ამ შემთხვევაში თვითონ მონასტერია და მონასტერი ვერ იქნება მისი. შინაარსობრივად უფრო გამართლებული, თუმცა სტილისტურად უხეში იქნება სახელწოდება მონასტერი ოპიზა, ყველაზე კარგი ვარიანტი კი არის უბრალოდ ოპიზა. ასეთივე შემთხვევაა მაგალითად სვეტიცხოვლის შემთხვევაში. მონასტერი სვეტიცხოვლის კი არ არის, არამედ მცხეთის, თავად მონასტერს ჰქვია სვეტიცხოველი. ამას ვგულისხმობდი ზემოთაც. გთავაზობთ, როცა მონასტერს დამოუკიდებელი სახელი აქვს და არ ეფუძნება ადგილმდებარეობას, მისი დასახელება დარჩეს სიტყვა „მონასტრის“ გარეშე, ხოლო დასახელების ადგილმდებარეობაზე დაფუძნების შემთხვევაში — მიეთითოს სათაურშივე სიტყვა „მონასტერი“. Deu. 10:12, 16 სექტემბერი 2013 (UTC)
იგივე ვთქვი მეც, როდესაც არ ემთხვევა სახელწოდებები მონასტრის და სხვა რომელიმე დასახლებული პუნქტის მაშინ არ უნდა მონასტრის მითითება დასახელებაში, და როცა ემთხვევა დასახლებულ პუნქტს (გინდა იმას რომელშიც მდებარეობს მონასტერი და თუნდაც აბსოლიტურად სხვაგან მდებარე დასახლება, უბრალოდ მსგავსი სახელის) მაშინ საჭიროა თავისთავად სხვა ვარიანტი არარსებობს ორ ერთდაიგივე სახელს ვერ გამოვიყენებთ სათაურად. რაც შეეხება იმას ფრჩილებში უნდა მიეთითოს თუ არა მაგაზე მე პირადად ჩემი აზრი არ გამაჩნია. რადგან არ ვუთითებთ ნუ მივუთითებთ არაფერი საჭირო არ არის შეცვლა მაგ წესის.
პ.ს. საფეხბურთო გუნდები მართლა უხეშად მოვიყვანე მაგრამ მთლად ეგრეც არ არის საქმე:). ქალაქს არამგონია საფეხბურთო გუნდი ეკუთვნოდეს. აბსოლიტურად ცალკე მექანიზმია და შეიძლება იმ ქალაქში არ მდებარეობდეს ვის სახელსაც ატარებს ეგ არანაირი აუცილებელი პირობა არაა. მაგ. გაგრა თბილისში არის რეგისტრირებული და არა გაგრაში, მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური მისამართი (სტადიონი სადაც თამაშობენ) მანჩესტერის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ მდებარეობს (თუმცა მანჩესტერის არეალში), შეფილდი აბსოლიტურად სხვა ქალაქში მდებარეობს და ასე შემდეგ სხვა შემთხვევებიც იქნება. მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობდი ხშირად არის შემთხვევა, როდესაც საფეხბურთო კლუბის სახელი არანაირად არ ემთხვევა არცერთი დასახლებული პუნქტის და არცერთი ვიკიპედიის სტატიის სახელს მაგრამ მაინც ვუწერთ ფრჩხილებში საფეხბურთო კლუბს, უბრალოდ ასეთი სტანდარტი არის შემუშავებული, და ვიგულისხმე მსგავსი სტანდარტის შემოღება მონასტრებზე. უბრალოდ ვახსენე მაგალითისთვის მეც არ ვარ მაგის მომხრე.--GagaVaa განხილვაწვლილი 12:30, 16 სექტემბერი 2013 (UTC)
წესი, რომელიც გამონაკლისებს არ ითვალისწინებს, ყველაზე უსამართლოაო, ასე ამბობს მცოდნე ხალხი : )). პრინციპში, მე და შენ შევთანხმდით. ერთი სტანდარტის შემოღება მონასტრების შემთხვევაში გაგვიჭირდება და რატომ: სპორტული კლუბები მაინც ახალი მოვლენაა და მათი სახელწოდებები, პრინციპში, ვიკიპედიის გარეშეც სტანდარტიზებულია მეტ-ნაკლებად. მონასტრებს კი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ზოგი როგორაა ცნობილი ლიტერატურაში და ზოგი როგორ. ყველას ერთ წესს ვერ მოვარგებთ. მაგალითად, თუკი მონასტრის მიწერას გავხდით სავალდებულოს, სვეტიცხოველთან გვექნება უხერხულობა (სვეტიცხოვლის მონასტერი — ცოტა არ იყოს ზეტმეტი გართულებაა, სვეტიცხოველი ისედაც ვხვდებით რა არის). ხოლო თუკი მოვხსნით ამ სიტყვას, კიდევ ბევრთან გვექმნება უხერხულობა. რაც შეეხება ფჩხილებს, ეს ყოვლად გამორიცხულია მე-4 წესის გამონაკლისი შემთხვევის გათვალისწინებით. Deu. 13:09, 16 სექტემბერი 2013 (UTC)
მოკლედ განსახილველიც არაფერი ყოფილა თუ მსგავსი დასახელების სხვა სტატია არ არსებობს მონასტრის (იგივე ტაძარიც ალბათ) მითითება საჭირო რათქმაუნდა არ არის, ვნახოთ ვინმეს განსხვავებული აზრი თუ ექნება. ფრჩხილების წესს საფეხბურთო კლუბებზე რომ ვარღვევთ ეგეც გვეყოფა. --GagaVaa განხილვაწვლილი 13:26, 16 სექტემბერი 2013 (UTC)

= ბეთანია თბილისში?[წყაროს რედაქტირება]

ოფიციალურად თბილისში შედის ბეთანია?--Ouzo განხილვაწვლილი 12:19, 15 ნოემბერი 2011 (UTC)

კი, ფაილი:Tbilisi Admin Map.jpg ამ რუკის მიხედვით --M. განხილვაწვლილი 17:33, 15 ნოემბერი 2011 (UTC)