განხილვა:ბაღლანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამარჯობათ. იქნებ, ვინმემ გამარკვიოთ, რატომ ხდება, რომ ინგლისურ სტატიაში გეოგრაფიული მდებარეობის დაზუსტებისას (მაგ: ამავე სტატიაში), აღმოსავლეთის პროვინციები დასავლეთით მოექცევა ხოლმე და პირიქით? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 15:31, 29 ივლისი 2014 (UTC)

გამარჯობა. სტატიის ბოლოს რომაა თარგი {{გეოგრაფიული მდებარეობა}}, იმას გულისხმობთ, ხომ? იქ (ამ სტატიაში) თავად გაქვთ არასწორად მითთებული მიმართულებები და იმიტომ ხდება ასე. მაგ. სამანგანი ჩაწერილი გაქვთ აღმოსავლეთით, უნდა იყოს დასავლეთით, ხოლო თახარი — ჩრდილო-დასავლეთით, უნდა იყოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. როგორც კი ამას გაასწორებთ, ყველაფერი დალაგდება.— G.G. 21:34, 29 ივლისი 2014 (UTC)

გამარჯობა, G.G, საქმე იმაშია, რომ ეგ თარგი არ ვიცოდი როგორ მომეძებნა და ავიღე და პირდაპირ ინგლისური სტატიიდან გადმოვაკოპირე და შევეცადე გაქართულებას. მგონი გამომივიდა კიდეც. ცოტაც დავეჭვდი, რომ რაღაცა იყო არასწორად. აი, ამიტომ არის ეგრე. დიდი მადლობა, გამოხმაურებისთვის. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 08:36, 31 ივლისი 2014 (UTC)

მაშინ თქვენი ნებართვით (რადგან სტატიას თქვენ არედაქტირებთ) მე გავასწორებ მაგას.— G.G. 09:02, 31 ივლისი 2014 (UTC)

ოკ. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:06, 31 ივლისი 2014 (UTC)

Yes check.svg გავასწორე. კი მჯერა, რომ აქამდეც იცოდით და მექანიკურად აგერიათ, ალბათ, მაგრამ რადგან აგერიათ, მომავლში გაქართულებისას გაითვალისწინეთ, რომ West დასავლეთია. ვაპაჭუნებG.G. 09:14, 31 ივლისი 2014 (UTC)
კარგი. გავითვალისწინებ, მართლა და ისე ეგ თარგები სად უნდა ვეძებო ხოლმე? ადრე ჯაბამ მასწავლა და რომ დამჭირდება მაინც ვერ ვპოულობ. ძველ სტატიებს მოვძებნი და იქიდან გადმოვაკოპირებ ხოლმე თარგებს, როცა მჭირდება. კიდევ ერთხელ მითხარით რა? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:18, 31 ივლისი 2014 (UTC)
მე გეტყვით ჩემს მეთოდს: პირველ რიგში, თუ რეგულარულად მიხდება მსგავს სტატიებზე მუშაობა, უკვე მაქვს სადღაც გამოყენებული იქიდან ვიღებ კოდს და სტატიის შინაარსს მოვარგებ ხოლმე. თუ ასეთი სხვა სფეროს სტატიაზე მიწევს მუშაობა და ინგლისურიდან მიხდება თარგმნა, მაშინ შევდივარ ინგლისური სტატიის რედაქტირებაში და დაახლოებით რა ადგილასაც არის განთავსებული თარგი, იმ ადგილას ვეძებ. იქ აუცილებლებლად მხვდება {{ ასეთ ფრჩხილებში მოქცეული ტექსტი }}, შესაძლოა, საკმაოდ გრძელი მანძილი იყოს ფრხილების გახნასა და დახურვას შორის, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ფრჩხილების გახსნის გასწვრივ არსებული ტექსტი პირველ აი ამ | ნიშნამდე არის თარგის სახელწოდება. შემდეგ ორი ვარიანტი მაქვს: 1) ან ვწერ საძიებო ველში სიტყვა „Template:ფრჩხილების გახსნის გასწვრივ არსებული ტექსტი“, რაც მეზარება ხოლმე, თუმცა ეს უცდომელი გზაა :) 2) ან რედაქტირების პანელის ქვემოთ მოთავსებულ თარგებში ვეძებ „Template:ფრჩხილების გახსნის გასწვრივ არსებული ტექსტს“ ღილაკ Save page-ის ქვემოთ სექციაში Templates used in this preview (ხომ გახსოვთ, ზემოთ რომ რედაქტირებაში შევედით). თუ იქ არ დამხვდება (როგორც მაგალითად აქ), ვაწვები ღილაკს Show preview იქ კი იშვიათი გამონაკლისის გარდა ვპოულობ ხოლმე სასურველ თარგს, ამგვარად, (თუ ამანაც არ გაამართლა, პირველ ვარიანტს ვუბრუნდები) და თაგვის მარცხენა ღილაკის ერთი დაწკაპუნებით მის სახელზე გადავდივარ თარგის გვერდზე, ან მარჯვენა ღილაკით ცალკე ჩანართში ვხსნი, თუ მინდა, რომ არსებული გვერდი არ დამეკარგოს, ჩვენს შემთხვევაში Template:Geographic location. პირველი და მეორე ოპერაციის შედეგი ესაა. შემდეგ მარცხნივ ენების ჩამონათვალში ვეძებ ქართულს და გადავდივარ მასზე: თარგი:გეოგრაფიული მდებარეობა. თუ „ქართულს“ ვერ იპოვით ენების ჩამონათვალში, ნიშნავს, რომ აღნიშნული თარგი ან არ არსებობს ქართულ ენაზე, ან დალინკული არ არის ვიკი მონაცემებში. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ან ფორუმზე დაწეროთ ამის შესახებ (მგონია, წინადადებების განყოფილება ყველაზე შესაფერისი უნდა იყოს), ან პირადად მიმართოთ რომელიმე მეთარგეს. შემდეგ ვაკოპირებ სექცია „გამოყენებაში“ ან მსგავსში არსებულ კოდს, ვსვამ სტატიაში შესაბამის ადგილას და ვავსებ შესაბამისი ინფორმაციით. სულ ესაა. ვიღიმი იმედია, გასაგებად ავხსენი.— G.G. 10:31, 31 ივლისი 2014 (UTC)