განხილვა:ა (მდინარე)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ნიდერლანდის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ამის მიხედვით სწორია ეს სათაური? --ჯაბა ლაბაძე 10:43, 26 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

უფს, მანდ არ ჩამიხედია. გადასატანია. უნდა იყოს უბრალოდ --ოთოჯი / მომწერე 10:50, 26 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუმცა აქვე დავძენ, ყოველთვის ა-დ არ იკითხება. მაგ., ვაალი (Waal; 2 ა), მაასი (Maas; 2 ა), ჰარლემი (ქსე) (Haarlem; 1 ა) და სხვ.--ოთოჯი / მომწერე 10:56, 26 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ოთო, როგორც საჭიროდ ჩათვალო ისე გააკეთე თუმცა მე კითხვა გამიჩნდა და დავსვი, როგორც ჩანს დარწმუნებული არც შენ ხარ. --ჯაბა ლაბაძე 04:16, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო დარწმუნებული არ ვარ, რადგან ნიდერლანდში ზოგი მდინარე 2 ა-თი, ზოგიც კი მხოლოდ 1 ა-თი იწერება. მოდი გადავიტანოთ, მანამ რამე არ გამოჩნდება.--ოთოჯი / მომწერე 05:11, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია--ოთოჯი / მომწერე 05:13, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ ოთო. :) --ჯაბა ლაბაძე 09:47, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაასი, ვაალი და ასეთი სახელები, სადაც ორი ა არის და ქართულშიც ორი ა-თი გადმოდის, შემოსულია გერმანიის გავლით. ეს იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები გერმანელებს ეკუთვნოდათ დიდი ხნის განმავლობაში. მაგალითად, როგორც ჩვენ გვაქვს გამოთქმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ისე აქვთ გერმანელებს მაასიდან მემელამდე. ის სიტყვები, რომლებიც ქართულში უშუალოდ ნიდერლანდური (ჰოლანდიურიო?) ენიდანაა შემოსული, ალბათ მხოლოდ ერთი ა-თი დაიწერება, მაგრამ დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ. Deu. 11:09, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]